FM97.5 / LIVE

ახალციხეში ბერი ნიკოლოზის მხარდასაჭერად ხელმოწერები გროვდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.09.2017
ბერი ნიკოლოზის მხარდასაჭერად, რომელსაც საპატრიარქომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო მღვდელმსახურება შეუჩერა, ახალციხეში ორი კვირაა ხელმოწერები გროვდება.

ახალციხეში ბერი ნიკოლოზის მხარდასაჭერად ხელმოწერები გროვდება

ადგილობრივი ზაზა სუდაძე და ბერი ნიკოლოზის მრევლი ოლღა გაბედავა, თითქმის ორი კვირაა რაც ახალციხეში, ქალაქის ცენტრში ხელმოწერებს აგროვებენ.

„22 წლის უკან, მამა გაბრიელთან მოღვაწეობის დროს, მან აკურთხა შიმშილობისთვის. მარხვიდან 50 დღე იყო გასული, რომ მასთან საპატრიარქოდან მისულმა ერთ–ერთმა იარარქმა უთხრა, რომ ეს შიმშილობა შეეწყვიტა, სწორედ ეს ჩაეთვალა იერარქიის ურჩობაში და შეუჩერეს მღვდელმსახურება“, – ამბობს ბერი ნიკოლოზის მრევლი ოლღა გაბედავა.

მისივე თქმით, ხელმოწერების შეგროვება ერთი მიზეზის გამო დაიწყეს.

„ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ საპატრიარქოში ბერი ნიკოლოზისთვის მღვდელმსახურების აღსადგენად, როგორც ვიცი პატრიარქმა თქვა, თუ ხალხის ნება იქნება აღვადგენთო, ამიტომ გადავწყვიტეთ 100 000 ხემოლმოწერის შეგროვება. მე როგორც ვიცი 100 000 ხელმოწერით შესაძლებელია ეპისკოპოსის არჩევაც კი“, – ამბობს ოლღა გაბედავა.

როგორც ბერი ნიკოლოზის მრევლი აცხადებს, ხელმოწერების უმეტესობა შეგროვდა: „90 000 ხელმოწერა გვაქვს უკვე“.

სულ სხვა ვერსიაზე საუბრობენ სასულიერო პირები ახალციხეში. დეკანოზი იოანეს განმარტებით , ბერ ნიკოლოზს მღვდელმსახურება ფსიქიკური ჯანმრთელობის გამო შეუჩერდა და არა სხვა რამის გამო. იმ პირების საქციელი კი, რომლებიც მოსახლეობას ბერ ნიკოლოზის მრევლად ეცნობიან, არის არასწორი.

„შეჩერებული აქვს ღვთისმსახურება, ჯანმრთელობის პრობლემების გამო. მრევლი აკეთებს ხელმოწერებს, მაგრამ ეს არასწორი საქციელია, იმიტომ რომ ეს არის ეკლესიის გადასაწყვეტი და არა ხალხის. დაუდგენენ მხარში მოუწესრიგდეს ჯანმრთელობა და შემდეგ აღადგენენ ეკლესიაში“, – განაცხადა სატელეფონო საუბარში ივლიტის ეკლესიის წინამძღვარმა.

ბერ ნიკოლოზთან დაკავშირებით განცხადება გავრცელებული აქვს საქართველოს საპატრიარქოს.

„ბერ ნიკოლოზ მაქარაშვილს თითქმის 20 წელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზების გამო შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება და მისი ფოტოებს ტექსტით „მხსნელი“ და „გადამრჩენელი“ ეკლესია არ ავრცელებს, – მის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.

“საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში, განსაკუთრებით კი სამკურნალო დაწესებულებებში ეკლესიის სახელით ვრცელდება ბერი ნიკოლოზის (მაქარაშვილი) ფოტოები ასეთი ტექსტებით: “მხსნელი”, “გადამრჩენელი” და ა.შ.

გვინდა განვმარტოთ, რომ ბერ ნიკოლოზს თითქმის 20 წელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული მიზეზების გამო შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში, რომელიც გასული წლის იანვარში გამოქვეყნდა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი აკურთხეს [ფოტო]
24 ნოემბერს მესხეთის თეატრში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
‘მორწმუნე საზოგადოებას დიდი გამოცდის ჩაბარება უწევს’- დეკანოზი ნიკოლოზ აბრამაშვილი
‘მრევლი სააღდგომო ლიტურგიაზე კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა’ – დეკანოზი
'ერი იქნება თუ ბერი, დავიჭიროთ ფიზიკური დისტანცია' - რატიანი
რა (არ) იცვლება ღვთისმსახურებაში  - საპატრიარქოს განცხადება კორონავირუსზე
მინარეთის ნგრევის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებაზე საპატრიარქოში არაფერი იციან