FM97.5 / LIVE

'ერი იქნება თუ ბერი, დავიჭიროთ ფიზიკური დისტანცია' - რატიანი

მთავარისიახლე, კორონავირუსი 16.04.2020
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, თუ მდგომარეობა გართულდება, დადგება მომენტი, როდესაც ქვეყანას ექიმი არ ეყოლება – "ვერ წარმოუდგენიათ ადამიანებს, რა ხდება რეანიმაციაში, როგორ იხრჩობიან ადამიანები, იმიტომ, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს არ გაუფრთხილდნენ - ნუ გაგვიკეთებთ იმას, რომ ჩვენც დავიხოცოთ".

'ერი იქნება თუ ბერი, დავიჭიროთ ფიზიკური დისტანცია' - რატიანი

„დადგება მომენტი, როდესაც ექიმი ქვეყანას არ ეყოლება, ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენც გვაქვს რესურსი. ყველას უნდა ვთხოვო, ეს იქნება ერი თუ ბერი, დავიჭიროთ ფიზიკური დისტანცია. სამი შვილი მყავს და თვენახევარია ოჯახის არც ერთი წევრი არ მინახავს. განა არ მენატრება, მაგრამ ეს ცხოვრება დაგვიდგა. უნდა დავცილდეთ ერთმანეთს, რომ გადავრჩეთ. ვერ წარმოუდგენიათ ადამიანებს, რა ხდება რეანიმაციაში, როგორ იხრჩობიან ადამიანები, იმიტომ, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს არ გაუფრთხილდენ. ახალგაზრდები თვითონ გამოძვრნენ, მაგრამ ასაკიანი ადამიანები მიჯაჭვულები არიან ფილტვის ვენტილაციაზე. იხრჩობა ადამიანი და ამ ხრჩობის ყურება ძალიან რთულია ჩვენთვისაც. ნუ გაგვიკეთებთ იმას, რომ ჩვენც დავიხოცოთ. სახლში ყოფნისას წყალი, ჩაი ერთმანეთის პირისპირ არ უნდა დავლიოთ“,- განაცხადა რატიანმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე გკლინიკაში 78 პაციენტია, რეამინაციაში 9.

47-ს მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკამრისობა აქვს.

16 აპრილის, 12:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა ასეთია:

• კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 336
- მათ შორის გამოჯანმრთელებული - 74
- მათ შორის გარდაცვლილი - 3
• კარანტინის რეჟიმში - 5000
• სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 494
• *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3

[რიმა სარუხანიან, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ფიზიკურად უნდა დავცილდეთ ერთმანეთს, ჩვენ ვერ აუვალთ ამ ყველაფერს’ - ლევან რატიანი
საქართველოში კორონავირუსით რამდენიმე ექიმი დაინფიცირდა
‘სამი მძიმე პაციენტიდან, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია’ - რატიანი
საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ხუთი შემთხვევა დადასტურდა
კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა
კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა