FM97.5 / LIVE

უნივერსიტეტის დებატ-კლუბის პირველი დებატები

მთავარისაზოგადოება 24.04.2013
დღეს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში არსებულმა დებატ-კლუბმა პირველი დებატები გამართა.

უნივერსიტეტის დებატ-კლუბის პირველი დებატები
სტუდენტებმა დებატები ნარკომანიასა და მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციის თემაზე გამართეს. დებატებში ორი მტკიცებითი და უარმყოფელი მხარე მონაწილეობდა.

”მე უარმყოფელ მხარეს წარმოვადგენდი. დღეს პირველადგავმართეთ დებატები და რა თქმა უნდა რაღაც შეცდომები დავუშვით. თუმცა, საკმაოდ კარგად წარიმართა”, - ამბობს პირველი გუნდის წარმომადგენელი, ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტი ნათია ბრეგაძე.

დებატების ხელოვნებას სტუდენტებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მაკა ბერიძე ასწავლის.

”დღეს პირველად მოვაწყეთ დებატები და აღფრთოვანებული ვარ ამ ბავშვებით. ძალიან კარგად იდებატეს”, - ამბობს მაკა ბერიძე.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში დებატ-კლუბის ჩამოყალიბებაზე მუშაობა თებერვალში დაიწყო. კლუბისთვის 40 სტუდენტი შეირჩა, რომელებიც დებატებს ჯგუფურად გამართავენ. პროექტი ”სტუდენტური დებატები პოლიტიკური რეფორმების მხარდასაჭერად” ”აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა” დააფინანსა. პროექტი ექვსთვიანია და მიზნად ისახავს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და თბილისის ილიას უნივერსიტეტში დებტ-კლუბების ჩამოყალიბებას, დებატების ტექნიკის სწავლებას და შეჯიბრებებში მონაწილეობას.

დებატ-კლუბის წევრები ილიას უნივერსიტეტის დებატ-კლუბს სადებატოდ მაისის ბოლო რიცხებში ესტუმრებიან.

[ნინო ზედგინიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის უნივერსიტეტში დებატების ფინალი შედგა
სამცხე–ჯავახეთის არაქართულენოვან სკოლებში სასკოლო დებატები გაიმართება
სამცხე–ჯავახეთში რეგიონული დებატების გამარჯვებული  გუნდი გამოვლინდა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორად მაკა ბერიძე აირჩიეს
უნივერსიტეტის პრეს-კლუბში შშმ პირების პრობლემებზე იმსჯელეს
უნივერსიტეტის ეკო-კლუბმა ორწლიანი მუშაობა შეაჯამა
დებატები ახალციხის მერობის კანდიდატებთან