FM97.5 / LIVE
მიზერული კომპენსაცია

მიზერული კომპენსაცია

მთავარიეკონომიკა 21.05.2012
საბჭოთა პერიოდის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ერთჯერადი კომპენსაცია, დოკუმენტების მომზადების ხარჯებსაც ვერ ფარავს.

მიზერული კომპენსაცია

საბჭოთა პერიოდის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა და მათ შთამომავალთათვის ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გაცემის სარჩელებზე თბილისის საქალაქო სასამართლოს პირველი გადაწყვეტილებები ცნობილი გახდა. 200-400 ლარიანი კომპენსაცია, ზოგიერთ შემთხვევაში დოკუმენტების შეკრებისა და გაგზავნის ხარჯებსაც ვერ ფარავს.

ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებიდან საბჭოთა პერიოდის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერლთა და მათ შთამომავალთაგან დოკუმენტები დაახლოებით 300-მა მომჩივანმა მოამზადა და სარჩელი იურიდიული კონსულტაციების ცენტრის თანამშრომლის, იურისტ ვასილ ბალახაძის დახმარებით დაწერა. ამ იურისტისთვის მიმართვა აუცილებელი პირობა არ იყო, თუმცა, უმრავლესობამ მაინც ბალახაძესთან მისვლა ამჯობინა, რადგან მისგან კოსულტაციის მიღება უფასოა. ამ 300 სარჩელიდან თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯერჯერობითYმხოლოდ ორი მოსარჩელე დააკმაყოფილა: ხალინა კარახანიანი სოფელ დილისკადან და ლალა ბლრციანი ახალქალაქიდან.

ლალა ბლრციანის კომპენსაცია 400 ლარის ოდენობით განისაზღვრა. ეს თანხა მაქსიმალურია, რადგან ლალა ბლრციანის მამას ყველაზე მძიმე სასჯელი – დახვრეტა მიესაჯა.

- “გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მიიღეს, თანხა ჯერ არ ამიღია. სარჩელი კანონის ამოქმედებისთანავე შევიტანე. თითქმის ყველა დოკუმენტი ისედაც მქონდა, ისინი ადრე, პენსიის მისაღებად მოვამზადე”, - ამბობს იგი.

გასული წლის აპრილში “საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის კანონში” შეტანილი ცვლილებების თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საბჭოთა პერიოდის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა და მათ შთამომავალთათვის ერთჯერადი ფინანსური კომპენსაციის გაცემის ვალდებულება აიღო.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ამ კანონის შესახებ გასული წლის ივნის-ივლისში შეიტყვეს. ჯავახეთში მცხოვრებმა ყველა რეპრესირებულმა და მათმა შთამომავალმა სარჩელისთვის დოკუმენტების შეგროვება მაშინვე დაიწყო, თუმცა, კანონით, სარჩელები 2014 წლის 1 იანვრამდე მიიღება.

იურიდიული ცენტრის კონსულტანტი ვასილ ბალახაძე ამბობს, რომ დოკუმენტების შეგროვებისა და სარჩელის მომზადებისთვის ახლა იშვიათად მიმართავენ: “თავიდან დღეში 10-მდე სარჩელი მზადდებოდა და იგზავნებოდა, ახლა კვირაში ერთი-ორი სარჩელი თუ დაიწერება. სარჩელი სრულყოფილი თუ არ არის, თბილისის საქალაქო სასამართლო უკან, შესწორებისთვის აბრუნებს. ჩემ მიერ გაგზავნილ სარჩელებში ასეთმა საქმეებმა მხოლოდ 5% შეადგინა, დანარჩენები მისაღები იყო. ახლა ყველა სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება”.

უკან დაბრუნებული სარჩელებიდან 1% ვერ შესწორდა, მოსარჩელეები ვადაში ვერ ჩაეტივნენ. მათ ახალი სარჩელის შეტანაც შეუძლიათ.

გასაჩივრება, ანუ ყველა დოკუმენტების მომზადება, საშუალოდ 100-დან 300 ლარამდე დაჯდა. ელიჩკა ტარლამაზიანი, მშობლებთან და და-ძმასთან ერთად, რვა წლის განმავლობაში იყო რეპრესირებული და ალტაის მხარეში, კოლმეურნეობა წითელ გვარდიაში ცხოვრობდა. ამბობს, რომ როდესაც დოკუმენტებს აგროვებდა, დაახლოებით 5’000 აშშ დოლარის მიღების იმედი ჰქონდა: “ჩემი სარჩელი ერთხელ იმ მიზეზით დააბრუნეს, რომ გადასახლებიდან გათავისუფლების დოკუმენტი რუსულ ენაზე იყო. მაგრამ მაშინ ხომ ყველა დოკუმენტი რუსულ ენაზე დგებოდა. სარჩელი მიიღეს, თუმცა, გადაწყვეტილება ჯერ არ არის გამოტანილი. დოკუმენტების მზადების დროს იურისტს ვკითხე, მართალი იყო თუ არა, რომ კომპენსაციის თანხა, რომლის მიღებაც სახელმწიფოსგან მინდა, მე თვითონ უნდა ჩავწერო, მაგრამ იურისტმა ამიხსნა, რომ ვცდებოდი”.

სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება მარინა ალთუნიანიც. მას დედა ჰყავდა რეპრესირებული.

- “სარჩელი შარშან გავაგზავნე. ერთხელ დამიბრუნეს, რაღაც ქაღალდი იყო თბილისიდან საჭირო და დამეხმარნენ, რომ დედაქალაქში თავად არ დამჭირვებოდა გამგზავრება. თანაც თბილისში ახლობელი მყავს, რომელიც ჩემ მაგივრად ყველაფერს აკეთებდა”, - ამბობს იგი.

იურიდიული კონსულტაციების ცენტრის იურისტის ვასილ ბალახაძის თქმით, საფუძველი, რომ მოსარჩელეებს დიდი თანხების მიღების იმედი ჰქონოდათ, არ არსებობდა. კომპენსაციის თანხის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობას მოცემული მომენტისთვის, ასაკს, ასევე, რამდენი წელი გაატარა გადასახლებაში, რა სირთულეები გადაიტანა, ოჯახთან ერთად იყო თუ მარტო. დოკუმენტებში ეს ინფორმაცია სრულად უნდა იყოს. სასამართლო კომპენსაციის თანხის შესახებ გადაწყვეტილებას მხოლოდ ყველა ფაქტორის გაცნობის შემდეგ იღებს.

[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სასამართლომ ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის სარჩელი დააკმაყოფილა
სააპელაციო სასამართლომ ვეფხვია ხუციშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა
აბასთუმნის სკოლის საქმეზე  სასამართლომ  სარჩელი არ დააკმაყოფილა
იური ჯიმშერაძემ სასამართლოდან სარჩელი უკან გამოიხმო
ელგუჯა მაზმიშვილმა სასამართლოში სარჩელი უკან შეაბრუნა
იური ჯიმშერაძის სარჩელი საკრებულოს წინააღმდეგ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა
სააპელაციომ რვა ქუჩის საქმეზე თამაზ პეტაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა