FM97.5 / LIVE

იური ჯიმშერაძემ სასამართლოდან სარჩელი უკან გამოიხმო

მთავარისიახლე, სამართალი 04.10.2017
ადიგენში, სოფელ ჭელაში მცხოვრებმა მუსლიმმა მოქალაქემ, რომელიც მიწის ნაკვეთზე დაობს, სასამართლოდან სარჩელი უკან გამოიხმო, მიზეზი პროცედურების დარღვევა გახდა.

იური ჯიმშერაძემ სასამართლოდან სარჩელი უკან გამოიხმო

იური ჯიმშერაძე სასამართლოში შეტანილი სარჩელი, იმ ადმინისტრაციული აქტების გაუქმებას ითხოვდა, რომლის მიხედვითაც, ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ჭელაში არსებული მიწის ნაკვეთი ჯერ სახელმწიფოს დაურეგისტრირა, შემდეგ კი, ბრძანების საფუძველზე, ადიგენის გამგეობის ბალანსზე გადააფორმა.

„ჩვენ სასამართლოში სხდომაზე, უკვე სარჩელის დასაშვებობაზე უნდა გვემსჯელა. ვიცოდით, რომ მოსამართლე დაუშვებლად ცნობდა, ეს საკითხი ჯერ ეკონომიკის სამინისტროს უნდა განეხილა, ამიტომ, დავასწარით და გამოვითხოვეთ უკან“,–განმარტავს იოსებ ხითარიშვილი.
იური ჯიმშერაძე ახლა იგივე მოთხოვნით ეკონომიკის სამინისტროს მიმართავს, უწყებიდან პასუხის მიღების შემდეგ კი გადაწყვეტს, შეიტანოს თუ არა ადმინისტრაციული სარჩელი ახალციხის რაიონულ სასამართლოში.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ჭელის მკვიდრმა იური ჯიმშერაძემ, ადიგენის საკრებულოს, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მომიჯნავედ ტერიტორიის დარეგისტრირებისათვის, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მიმართა. საკრებულომ საკითხის განხილვა რვა თვის შემდეგ დაიწყო და ჯიმშერაძეს მიწა არ დაურეგისტრირა, რაც იმით ახსნა, რომ ეს ჭელის მოსახლეობის მოთხოვნა იყო, რადგან ადგილზე სტადიონის მშენებლობა სურდათ.

იური ჯიმშერაძე აცხადებდა, რომ საკრებულომ ეს გადაწყვეტილება მისი რელიგიური და პოლიტიკური შეხედულებების გამო მიიღო და სასამართლოში უჩივლა. სასამართლომ მშინ ჯიმშერაძის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, თუმცა ადიგენის გამგეობამ, ქონების ეროვნული სააგენტოს დახმარებით მიწის ნაკვეთი მაინც დაირეგისტრირა.

ჯიმშერაძე ამბობს, რომ მიწის ნაკვეთს 1980 წლიდან ამუშავებდა და ეს მისი ოჯახის შემოსავლის ერთ-ერთი წყარო იყო.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

იური ჯიმშერაძის სარჩელი საკრებულოს წინააღმდეგ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა
იური ჯიმშერაძე სადავო მიწაზე სასამართლოში მეორედ ჩივის
მუსლიმ მოქალაქეს ადიგენის საკრებულომ მიწა არ დაურეგისტრირა
დავა მიწის ნაკვეთზე მუსლიმ მოქალაქესა და საკრებულოს შორის
ელგუჯა მაზმიშვილმა სასამართლოში სარჩელი უკან შეაბრუნა
აბასთუმნის სკოლის საქმეზე  სასამართლომ  სარჩელი არ დააკმაყოფილა
სასამართლომ ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის სარჩელი დააკმაყოფილა