FM97.5 / LIVE

ლია სულუაშვილი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დააჯილდოვეს

მთავარისაზოგადოება 22.06.2015
გორში, „გიორგი ერისთავის სახელობის კომედიის ფესტივალზე“, რომელშიც მესხეთის თეატრიც მონაწილეობდა, „ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის“, მესხეთის სახელმწიფო პროფესიული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლია სულუაშვილი დაჯილდოვდა.

ლია სულუაშვილი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დააჯილდოვესფესტივალზე მესხეთის თეატრს სპექტაკლი „აივანი“ ჰქონდა წარდგენილი. ლია სულუაშვილი სპექტაკლის მთავარი გმირის, „ფერმონიას“ როლს ასრულებდა. მას დიპლომი და ფულადი ჯილდო გადაეცემა.

მესხეთის თეატრი ამ ფესტივალში მეორე წელია მონაწილეობს. გასულ წელს, სპექტაკლით „მე მინდა კნეინა გავხდე“ უმაღლესი ჯილდო, „გრამპრი“ მოიპოვა.

„გიორგი ერისთავის სახელობის კომედიის ფესტივალი“ ფონდ REG Art-ის პირველი მასშტაბური პროექტია და მეორე წელია გორში იმართება. წელს მასში15 პროფესიული თეატრალური დასი მონაწილეობდა.

ფესტივალი გორის მერის პატრონაჟით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, გორის ერისთავის სახელობის პროფესიული, სახელმწიფო, დრამატული თეატრის, „ლიბერთი ბანკის“, ჯგუფ „ედვაიზის“ და „ბიზარტისა“ და ჯაზ-ბენდ „კანუდოსის“ მხარდაჭერით ხორციელდება.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ლია სულუაშვილი ქალის როლის საუკეთესო  შესრულებისთვის მესამედ დააჯილდოვეს
რას ჰპირდება მესხეთის თეატრი მაყურებელს აგვისტოში
მესხეთის თეატრი დღეს გორის თეატრს უმასპინძლებს
რას ნახავთ ეროვნული დრამატურგიის ფესტივალზე
მესხეთის თეატრში ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი გაიხსნა
მესხეთის თეატრის მსახიობი დააჯილდოვეს
მესხეთის თეატრი რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალისთვის ემზადება