FM97.5 / LIVE

შს მინისტრი: აბასთუმნის ხანძრის მასშტაბი ბორჯომზე ბევრად ნაკლებია

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.08.2017
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ღამით აბასთუმანში ხანძრის კერებს დატოვებს ცოცხალი ძალის ძირითადი შემადგენლობა, თუმცა ადგილზე დარჩებიან ჯგუფები მორიგეობისთვის. დილიდან კი სტიქიის ზონაში უკვე 5 ვერტმფრენი და ორი თვითმმფრინავი იმუშავებს.

შს მინისტრი: აბასთუმნის ხანძრის მასშტაბი ბორჯომზე ბევრად ნაკლებია

"დღის ბოლოსთვის მეხანძრე–მაშველები, ასევე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა, ძირითადი შემადგენლობა ტყიდან გამოგვყავს, ბინდდება უკვე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მორიგე ჯგუფები ადგილზე რჩებიან მცირე რაოდენობით იმისთვის, რომ 24–საათიანი მორიგეობა იყოს. მოგეხსენებათ, რელიეფი ძალიან რთულია და ღამე ცოცხალ ძალასაც უჭირს იქ მუშაობა. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვტოვებთ გარკვეულ ძალას, რათა არ მოხდეს ხანძრის გავრცელება", – განაცხადა მინისტრმა ჟურნალისტებთან დღის შეჯამებისას.

მისივე განცხადებით, დღეს, აბასთუმანში, სტიქიის ზონაში დღის განმავლობაში ორმა ქართულმა ვერტმფრენმა (აქედან ერთი შსს–ს და ერთი კერძო კომპანიის ვერტმფრენია) იმუშავა, ასევე დღის მეორე ნახევარში ავიაციას დაემატა უკრაინული თვითმფრინავი: "დღის ბოლოსთვის კიდევ შემოგვემატა აზერბაიჯანული ვეტმფრენი და ხვალ დილიდან უკვე ამას ორი თურქული ვეტმფრენიც დაემატება და პლიუს ერთი თურქული თვითმფრინავი. ანუ, ხვალ დილიდან ისევ ახალი ძალებით განვაახლებთ ხანძრის ქრობის პროცესს“.

მინისტრის ამბობს, რომ აბასთუმანში სიტუაციას აკონტროლებენ და ეს რამე განსაკუთრებული შემთხვევა არ არის: "კიდევ ერთხელ შემიძლია შევადარო წაღვერის და დაბის ხანძარს, იმათთან შედარებით არც შეიძლება, რომ ახლოს დავაყენოთ, ამ ხანძრის მასშტაბები ბევრად უფრო ნაკლებია. აქედან გამომდინარე იმედი მაქვს, რომ ბევრად უფრო ადრე მოხდება ამ ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდაცია ვიდრე წაღვერის და დაბის“.

ამ ეტაპზე მინისტრი ისევ ვერ საუბრობს დამწვარი ტყის ფართობზე. მისი განცხადებით, ეს ხანძრის სრული ლიკვიდაციის შემდგომ იქნება ცნობილი.

კითხვაზე, კიდევ იჭრება თუ არა ტყეში გზა, მინიტრი პასუხიბს, რომ წუხელ 5 კილომეტრამდე გაიჭრა გზა, დღეს კიდევ დაემატა ერთი კილომეტრი და თუ ამის აუცილებლობა იქნა, მძიმე ტექნიკა რჩება ადგილზე და ახალ გზებს გაიყვანენ.

რაც შეეხება ირანის ავიაციას, მინისტრის თქმით, შესაძლოა მისი დახმარება საჭირო არ გახდეს, თუმცა მოლაპარაკებები მიმდინარეობს: "ის ავიაცია რაც ჩამოგითვალეთ, მე ვფიქრობ რომ საკმარისი იქნება".

მინისტრი აცხადებს, რომ ის ძალა რაც ხეობაში რჩება, საკმარისია იმისთვის, რომ ხანძარს მოერიოს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბასთუმანში ხვალ 5 ვერტმფრენი და 2 თვითმფრინავი იმუშავებს
ავიაციამ აბასთუმანში მუშაობა შეაჩერა, ტყეს ტოვებს ცოცხალი ძალის ნაწილიც [Photo/Video]
შსს: ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთო უკრაინული თვითმფრინავი და აზერბაიჯანის ვერტმფრენი
აბასთუმანში ხანძარს 5 ვერტმფრენი და 1 თვითმფრინავი აქრობს
აბასთუმანში ხანძრის ჩაქრობაში ჯერ არც ჯარი ერთვება და არც სხვა ქვეყნის ვერტმფრენი
აბასთუმნის ხანძრის ჩაქრობაში თურქეთის ავიაციაც ჩაერთვება
წაღვერში, ხანძრის ჩაქრობაში, აზერბაიჯანული ვერტმფრენი ჩაერთვება