FM97.5 / LIVE

ჯანდაცვის სამინისტრო: 'მაშველებსა და მოხალისეებს პირბადეებს გადავცემთ'

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.08.2017
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ცნობით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაბასთან ხანძრის გამო ჰაერში მაღალია ნაცრის შემცველობა, რის გამოც ბავშვები და ქრონიკული დაავადებების მქონე მოზრდილები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ.

ჯანდაცვის სამინისტრო: 'მაშველებსა და მოხალისეებს პირბადეებს გადავცემთ'

რეკომენდაციები გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმაც. მათივე ცნობით, რჩევები მოსახლეობის ყველა მოწყვლადი ჯგუფისთვის არის გათვალისწინებული. ესენია: ასთმის, კარდიოვასკულური და სხვა რესპირატორული დაავდებების მქონე პირები, ხანდაზმულები, ბავშვები და ორსულები. ასევე, მწეველები და მეხანძრეები.

► ფილტვის ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვები და მოზრდილები მოერიდეთ გარეთ გასვლას და ხანძრით განპირობებული დაბინძურებული ჰაერისა და ჭვარტლისგან თავის დასაცავად, გამოიყენეთ პირბადე;

► ჰაერის მაღალი ხარისხით დაბინძურების დროს დარჩით შენობაში;

► შეინარჩუნეთ დაბალი ტემპერატურა და არ გააღოთ ფანჯრები;

► უზრუნველყავით ჰაერის დაბინძურების ყველა წყაროს ლიკვიდაცია, კერძოდ: სიგარეტის გამონაბოლქვი, ღუმელის გამოყენება, აეროზოლის მიმოფრქვევა, საკვების შეწვა;

► რესპირატორული და კარდიოვასკულარული პრობლემების მქონე პირებმა, გამოიყენეთ რესპირატორი;

► დამატებითი სერვისების მისაღებად, მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას;

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მაშველებისა და მოსახლეობისთვის რესპირატორებისა და პირბადეების მიწოდებას უზრუნველყოფს.

“მდგომარეობა მუდმივად იცვლება, რადგანაც, ქარის მიმართულება მუდმივად იცვლება, ერთი მხრივ, ხეობაში ქარი სულ არის, რაც ჰაეროს დაბინძურების მხრივ კეთილსაიმედო ნიშანი არის, რადგანაც ნიავდება, თუმცა, ხანძრისთვის ეს არის ძალიან ცუდი და ალბათ, მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი. ამის დოკუმენტური მონიტორინგი ძალიან რთულია, სიტუაცია იცვლება და ამიტომ რეკომენდაცია მიმართული არის მაქსიმალური გადაზღვევისკენ,”- განაცხადა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჯანდაცვის სამინისტრო: ხანძრის გამო გაცეუმული შეზღუდვები მოიხსნა
ჯანდაცვის სამინისტრო 2015 წელს C ჰეპატიტთან ბრძოლის წლად აცხადებს
ანტივირუსული მედიკამენტი 'ტამიფლუ' ყველასთვის უფასო გახდება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები ზაფხულთან დაკავშირებით
ჯანდაცვის სამინისტროს რჩევები მაღალი ტემპერატურის დროს
COVID 19 - სიმპტომები და გავრცელება - რა უნდა ვიცოდეთ ახალ კორონავირუსზე
რა შემთხვევაში არ დაიშვებიან სკოლაში მოსწავლეები – ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები