
სკოლამ თერმოსკრინინგის ჩასატარებლად სკოლის შენობის პერიმეტრი (ასეთის არსებობის შემთხვევაში, შესასვლელი/ეზო/გარე ტერიტორია) უნდა გამოიყენოს.
ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების მიხედვით:▪ პირი, რომელიც ატარებს თერმოსკრინინგს, ვალდებულია ეკეთოს პირბადე და იცავდეს 1 მეტრიან დისტანციას;
▪ თერმოსკრინინგისას ცხელების – 370С ან 370С -ზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი ექვემდებარება ტემპერატურის გადამოწმებას ვერცხლისწყლის თერმომეტრით 15 წუთიან შუალედში, მოსაცდელ სივრცეში;
▪ ვერცხლისწყლის თერმომეტრი სავალდებულოა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით ყოველი გამოყენების შემდეგ;
▪ სიცხის გადამოწმების შემდეგ 370С ან 370С -ზე მეტი ტემპერატურის დადასტურების შემთხვევაში:
▪ ნებისმიერი პირი არ დაიშვება სკოლაში და ვალდებულია მიმართოს ოჯახის ექიმს;
▪ მოსწავლეს მოარგეთ პირბადე და განათავსეთ წინასწარ მომზადებულ საიზოლაციო ოთახში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც ვალდებულია მოსწავლის სკოლიდან დროულად გაყვანაზე;
▪ მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში სკოლაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სკოლა ვალდებულია დაუკავშიდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად, გადამისამართების მიზნით;
▪ საიზოლაციო ოთახში მყოფ ყველა პირს (მათ შორის, მოსწავლეს) უნდა ეკეთოს პირბადე, დაცული უნდა იყოს 1 მეტრიანი დისტანცია და მოსწავლეები არ უნდა რჩებოდნენ მეთვალყურეობის გარეშე;
▪ დაფიქსირებული ცხელების შემთხვევები უნდა აღირიცხოს შესაბამის ფორმაში (დანართი N1).
▪ დღის განმავლობაში დაწესებულებაში მყოფი ნებისმიერი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, გადაამოწმეთ ტემპერატურა და იმოქმედეთ შესაბამისად;
▪ დაუშვებელია რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე (ხველა, ცემინება, სურდო, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.) პირების (მასწავლებლების, თანამშრომლების და მოსწავლეების) დაშვება დაწესებულების შენობაში;
▪ რესპირატორული სიმპტომების (ხველა, ცემინება, სურდო, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.), ან ცხელების სასწავლო პროცესის დროს გამოვლენის შემთხვევაში, მოსწავლე (პირბადით) დროებით გადაყვანილი უნდა იყოს საიზოლაციო ოთახში კანონიერი წარმომადგენლის მოკითხვამდე;
▪ მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დაწესებულება ვალდებულია დაუკავშირდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად გადამისამართების მიზნით;
▪ სკოლაში მოსწავლის, მასწავლებლის, თანამშრომლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში ადმინისტრაცია/კლასის დამრიგებელი ვალდებულია, დაადგინოს და წერილობით დააფიქსიროს გაცდენის მიზეზი;
▪ სკოლაში ცხელების, რესპირატორული სიმპტომების დაფიქსირების ყველა შემთხვევის შემდგომ მოსწავლეების, მასწავლებლებისა და თანამშრომლების სასწავლო დაწესებულებაში დაშვება ხდება პჯრ-ტესტირების დასკვნის საფუძველზე (COVID-19 -ით ინფიცირების არ არსებობის შემთხვევაში);
▪ მოსწავლის/თანამშრომლის COVID-19-ით ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში, ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, მათ შორის კონტაქტების მოძიებისა და კარანტინის/თვითიზოლაციის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღება ხდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების რეკომენდაციების შესაბამისად.
მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ვალდებულებები: ▪ ცხელების/რესპირატორული დაავადების შემთხვევაში არ გაუშვათ მოსწავლე სკოლაში;
▪ ცხელების/რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად გაიყვანეთ მოსწავლე სკოლიდან და უზრუნველყავით ბავშვის მიმართვა ოჯახის ექიმთან, ან ცხელების ცენტრში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად და პჯრ-ტესტირების ჩასატარებლად;
▪ სახლის პირობებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში შეატყობინეთ კლასის დამრიგებელს;
▪ ცხელების ან სხვა რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენისას უზრუნველყავით ბავშვის მიმართვა ოჯახის ექიმთან, ან ცხელების ცენტრში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად და პჯრ-ტესტირების ჩასატარებლად.
[sknews.ge]