FM97.5 / LIVE

პარლამენტმა თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

მთავარისიახლე, პოლიტიკა 26.07.2017
საქართველოს პარლამენტმა თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა და ხმათა უმრავლესობით უარყო.

პარლამენტმა თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საკანონმდებლო ორგანოს წევრებს მოტივირებული შენიშვნები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ გააცნო. პარლამენტის სხდომის მიმდინარეობისას დოლიძე და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.

როგორც ცნობილია, გიორგი მარგველაშვილმა თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებში შესატან ცვლილებებს ვეტო 20 ივლისს დაადო.
პრეზიდენტის აზრით, როდესაც 7 ქალაქს ერთმევა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, ეს აკნინებს თვითმმართველობის გაღრმავებასა და გაძლიერებას ქვეყანაში.

საქართველოს პარლამენტმა თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა. პარლამენტის წევრებმა გიორგი მარგველაშვილის ვეტო 94 ხმით, 5-ის წინააღმდეგ დაძლიეს და ამით პროექტის პირვანდელ ვარიანტს დაუჭირეს მხარი.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის თანახმად, შვიდ თვითმმართველ ქალაქს: - თელავს, ოზურგეთს, ზუგდიდს, გორს, ამბროლაურს, მცხეთასა და ახალციხეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ჩამოერთმევა და ისინი შესაბამის მუნიციპალიტეტებს მიუერთდება. შედეგად, ქვეყანაში, ნაცვლად 12 თვითმმართველი ქალაქისა, 5 თვითმმართველი ქალაქი დარჩება.

რაც შეეხება საარჩევნო კოდექსს, პრეზიდენტმა ვეტო ცესკოს დაკომპლექტების წესის გამო დაადო. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება თვითმმართველობის არჩევნების ხარისხს აკნინებს და ამცირებს პლურალიზმს და ნდობას საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად დღეს შეიკრიბება
თვითმმართველი ქალაქების გაუქმებას პრეზიდენტმა  ვეტო დაადო
რას ფიქრობენ ადგილობრივები თემის და ქალაქის გაერთიანებაზე [Video]
პრეზიდენტმა კონსტიტუციის პროექტს ვეტო დაადო
14 მუნიციპალიტეტის გაერთიანება არსებითად ზღუდავს თვითმმართველობის უფლებას - ISFED
საქართველოს ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა
პარლამენტმა თვითმმართველი ქალაქების შემცირებას მხარი დაუჭირა