FM97.5 / LIVE

ახალქალაქში ციმბირის წყლული დაფიქსირდა

მთავარი 16.04.2013
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამში ციმბირის წყლულით ცხოველის ერთი და ადამიანების დაავადების ორი შემთხვევა დარეგისტრირდა. ამ ეტაპზე ორივე მოქალაქე გამოჯანმრთელდა

ახალქალაქში ციმბირის წყლული დაფიქსირდა

ციმბირის წყლულის შემთხვევა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამში მარტის ბოლოს დაფიქსირდა. მიკრობი ტელმან ჩნავანიანის ფერმაში აღმოაჩინეს. მან ძროხა დაკლა და ხორცი სოფელში გაყიდა. სოფლის ორმა მცხოვრებმა ქალბატონმა ირინა კოპალიანმა და ნაზიკო ჩეჩელიანმა რაიონულ საავადმყოფოს მიმართეს, რადგან ხელებზე ღრმა ჭრილობები გაუჩნდათ. ექიმებმა ციმბირის წყლულზე იეჭვეს და პაციენტები თბილისში გაგზავნეს, რადგან ახალქალაქის საავადმყოფოში არ არის ინფექციური განყოფილება, სადაც ასეთი ავადმყოფის მოთავსებაა საჭირო.

ირინა კოპალიანი და ნაზიკო ჩეჩელიანი უკვე გამოჯანმრთელდნენ და სახლში იმყოფებიან. სოფელში ეს ხორცი ბევრმა იყიდა, მაგრამ დაავადება მხოლოდ მათ დაემართათ.

სოფლის მცხოვრებლების თქმით, ადამიანს, რომელმაც დაავადებული ხორცი გაყიდა, არ შეიძლებოდა ამაზე არაფერი სცოდნოდა, რადგან მას საკმარისი გამოცდილება აქვს. სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის სამსახურის სპეციალისტი ბესარიონ ლაზარაშვილი კი ასე არ ფიქრობს.

-„დაავადების დადგენა ძალიან რთულია, რადგან ის ძალიან გავს პასტერიოზს. ამიტომ ტელმანმა ვერაფერი იეჭვა. სიმპტომები აშკარად გამოხატული არ იყო. ხორცი რომ მენახა, მაშინვე ვერც მე მივხვდებოდი“, – ამბობს იგი.

ციმბირის წყლულის არსებობა ოფიციალურად სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სააგენტომ, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა დაადასტურა. კიდევ ერთი შემთხვევა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გონდურაში დაფიქსირდა.

-„ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში სოფელ კარტიკამში და გონდურაში არსებული კერიდან 1.5 კმ–ის რადიუსში 800 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სავალდებულო ვაქცინაცია ჩატარდა. ამ ეტაპზე კარანტინია გამოცხადებული. აკრძალულია ამ ზონიდან რძის პროდუქტებისა და ხორცის გატანა და რეალიზაცია“, – ამბობს სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს პრეს სამსახურის ხელმძღვანელი ვერიკო გულუა.

სააგენტოს ადგილობრივ სამსახურში ვეტერინარები ცოტანი არიან. სააგენტომ ხელშეკრულებით დაიქირავა ვეტექიმები, რომლებმაც სავალდებულო ვაქცინაცია ჩაატარეს. ვაქცინაციის პროცესი 10 აპრილს დასრულდა.
კარანტინი მხოლოდ ჩნავანიანის ფერმაში იყო. სურსათის უვნებლობის სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის სამსახურის სპეციალისტის თქმით, სოფელ კარტიკამიდან ჯერ ხორცი არ გაუტანიათ. ისინი მაღაზიებში შეტანილ ხორცს სრულად აკონტროლებენ. სამსახურში ორი სერთიფიცირებული ექიმი მუშაობს, რომლებიც ახალქალაქის მაღაზიებში ხორცს ამოწმებენ. „ეს შემთხვევა სოფელში მოხდა, ჩვენ კი არ შეგვიძლია ყველა სოფლის გაკონტროლება, ვინ სად რას ყიდის“, – ამბობს ბესარიონ ლაზარაშვილი.

კარანტინი ავტომატურად მოიხსნება, თუ უკანასკნელი შემთხვევიდან 14 დღის განმავლობაში ავადმყოფობა აღარ დაფიქსირდება. იგივე ხდება, თუ აცრის შემდეგ გართულებები არ მოხდა, გართულებები კი აცრიდან 3 დღის განმავლობაშია მოსალოდნელი. ბესარიონ ლაზარაშვილის ინფორმაციით, 14 დღე გავიდა და ავადმყოფობა აღარ გამოვლენილა.

ეროვნული სააგენტოს სპეციალისტი გვარწმუნებს, რომ ციმბირის წყლულის წინააღმდეგ ღონისძიებები დაუყოვნებლივ გაატარეს: ხორცის ნარჩენები ყველას ჩამოართვეს, დაწვეს, დეზინფექცია ჩაუტარეს და დამარხეს.

-„ხორცი ტელმანისგანაც ავიღეთ და ყველა სხვა ოჯახსაც გამოვართვით. ეს დაზუსტებული დიაგნოზის დასმამდე გავაკეთეთ, რადგან აღნიშნულის უფლება ეჭვის გაჩენის შემთვევაშიც კი გვაქვს. ამოვთხარეთ ორმო, დავწვით ხორცი და ადგილის დეზინფექცია ჩავატარეთ. შემდეგ მივმართეთ გამგეობას, რომ ამ ადგილზე ბეტონის სარკოფაგი გააკეთონ, რათა ვირუსი არ გავრცელდეს“, – ამბობს ბესარიონ ლაზარაშვილი.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში ინფექცია თივისგან წარმოიშვა.

-„თივა ისეთ ადგილას იქნა ნაყიდი ან დამზადებული, სადაც როდესღაც დაავადების კერა იყო. შეიძლება ავადმყოფობა გადავიდეს მიწიდანაც. ადამიანს კი მხოლოდ ხორცისგან ან დაავადებულ ადგილებში მიწაზე მუშაობის დროს შეიძლება დაემართოს“, – ამბობს იგი.

დაავადების გამაღიზიანებელი - Bacillus anthracis – ციმბირის წყლულის ბაცილაა. მიკრობს თერმული დამუშავება კლავს. ციმბირის წყლული მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც უმეტესად კანის ფორმით ვითარდება, შედარებით იშვიათად კი ფილტვებზე და კუჭ–ნაწლავზე წყლულოვანი სეფსისის სახით.
დღეისთვის ციმბირის წყლული ძლიერი ანტიბიოტიკების დახმარებით იკურნება. რთული სამკურნალოა მხოლოდ კუჭ–ნაწლავის ფორმა და ნებისმიერი შემთხვევა, როდესაც ექიმს დაგვიანებით მიმართავენ.

[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სურსათის ეროვნული სააგენტო ჯილეხზე საქონელს ცრის
სამცხე–ჯავახეთში წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია მიმდინარეობს
სოფელ ანდრიაწმინდაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იხოცება
წყრუთში პიროპლაზმოზი გავრცელდა
სად არ უნდა შეიძინოთ ხორცი – სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO მოსახლეობას აფრთხილებს
ახალციხის ბაზარში ხორცი კვლავ ფორმა 2-ის გარეშე იყიდება
ტყემლანაში პირუტყვის დაავადება ‘ემკარის’ შემთხვევა  დაფიქსირდა