FM97.5 / LIVE

ახალციხის ბაზარში ხორცი კვლავ ფორმა 2-ის გარეშე იყიდება

მთავარიეკონომიკა 29.04.2014
ორი თვის წინ მიცემული გაფრთხილების მიუხედავად, ახალციხის სავაჭრო ცენტრში ხორცი კვლავ ფორმა 2-ის გარეშე იყიდება; სასაკლაო კი, რომელიც, ასევე ორი თვის წინ უნდა ამოქმედებულიყო, ექსპლუატაციაში ჯერ ისევ არ შესულა.

ახალციხის ბაზარში ხორცი კვლავ ფორმა 2-ის გარეშე იყიდება
ახალციხის სავაჭრო ცენტრში, კვლავ ოჯახურ პირობებსა და ქალაქში, სხვადასხვა ადგილზე, სახელდახელოდ მოწყობილ სასაკლაოებზე დაკლული ცხოველის ხორცი იყიდება. ამიტომ, ორი თვის წინ შექმნილი მოლოდინის მიუხედავად, რომ თუ ყასბებს ფორმა 2-ის მისაღებად ცხოველის დაკვლას სასაკლაოზე მოსთხოვდნენ, ხორცის ფასი გაიზრდებოდა, მისი ღირებულება მხოლოდ ერთი ლარით გაიზარდა.

„ახალი წლის მერე საქონლის ძვლიანი ხორცი 10 ლარი ღირდა, ახლა 11-12 ლარი ღირს, რბილი ხორცი კი 12 ლარი იყო და ახლა 13 ღირს“, - ამბობს გივი თავართქილაძე, რომელიც ახალციხის სავაჭრო ცენტრში ხორცს ყიდის.

ფასის ერთი ლარით მომატებას იგი ასე ხსნის: „საქონელს შედარებით ძვირად ვყიდულობთ, გამოზამთრებულ პირუტყვს იაფად აღარ გვაძლევენ“.

თავართქილაძე, ისევე როგორც ბაზრის ადმინისტრაციამ სიტყვიერი გაფრთხილება იმის შესახებ, რომ ცხოველი მხოლოდ სასაკლაოზე დაკვლისა და აქვე ფორმა 2-ის მიღების შემდეგ შეიძლება გაყიდოს, სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებისგან ორი თვის წინ მიიღო. აღნიშნულს კანონი არეგულირებს და ერთადერთი დამადასტურებელი საბუთი, რომ ცხოველი დაკვლამდე ნამდვილად ჯანმრთელია, მხოლოდ ფორმა 2-ია.

იმის გამო, რომ მესხეთში სასაკლაო მხოლოდ ასპინძაში ფუნქციონირებს, ყასბები აცხადებდნენ, რომ იქ დაკვლის შეთხვევაში ხარჯი გაეზრდებოდათ და ამიტომ, ხორცის გასაყიდი ფასი მოიმატებდა. სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც მაშინ ახალციხეში ახლადაშენებული სასაკლაოს ფუნქციონირების დაწყების თარიღის გარკვევით სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე დაინტერესდა. თუმცა, როგორც „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა, საწარმოს მფლობელი საქართველოში არ იყო და ამიტომ მასთან შეხვედრა ვერ მოახერხა.

ახლა კი გუბერნიაში აცხადებენ, რომ მაჭუტაძე საწარმოს ხელმძღვანელს უკვე შეხვდა, თუმცა, საწარმოს გახნის კონკრეტული თარიღი ჯერ ისევ უცნობია: „გუბერნატორს უთხრეს, რომ ინვესტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და საწარმოს მალე გახსნიან“.

საწარმო რომ ორ თვეში გაიხსნებოდა, ამის შესახებ „სამხრეთისკარიბჭესთან“ „ახალციხე აგრო ფუდის“ დირექტორმა, ნუგზარ სარჯველაძემ, 2 თებერვალს განაცხადა. მაშინ, მისი თქმით, უცხოეთიდან დანადგარები იყო ჩამოსატანი და საწარმოს ექსპლუატაციაში შესვლა ამიტომ ჭიანურდებოდა.
ორი თვე გავიდა, თუმცა, საწარმო ჯერ კიდევ არ გახსნილა. ამჯერად, მიზეზს სარჯველაძე ასე ხსნის: „ირანელებთან, ხორცის ქვეყნიდან გატანასთან დაკავშირებით, კონტრაქტის გაფორმებას ველოდებით. ამის შემდეგ, წესით, საწარმო უნდა გაიხსნას“.

სწორედ სასაკლაოების გახსნაში ხედავენ გამოსავალს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურში.

„რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემა ის არის, რომ სასაკლაოები არ არის. არადა მათი ფუნქციონირება მხოლოდ კერძო ბიზნესის პრეროგატივაა, არცერთი სასაკლაო საქართველოში სახელმწიფო არაა, ამიტომ ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია, არის ის, რომ ამ მიმართულების მოლაპარაკებები ვაწარმოოთ კერძო ბიზნესის წარმომადგენლებთან“, - ამბობს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის პრესსამსახურის უფროსი ვერიკო გულუა და ამატებს, რომ ამ ეტაპზე ხორცის გაყიდვის აკრძალვა უფრო ცუდ შედეგებს გამოიღებს.

მისი თქმით, ვიდრე მუნიციპალიტეტებში სასაკლაოები არ გაიხსნება, ჯერ მხოლოდ სიტყვიერი რეკომენდაციებით შემოიფარგლებიან. არადა კანონში ცვლილება აღნიშნულის შესახებ 2 წლის წინ შევიდა, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, მისი დარღვევის შემთხვევაში პირი 1000 ლარით ჯარიმდება.

[თამუნა უჩიძე, თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რატომ ძვირდება ახალციხეში ხორცი?



სურსათის სააგენტო: ‘თავი შეიკავეთ საეჭვო ადგილებში ხორცის შეძენისგან’
ნაბიჯი წინ თუ უკან  - სად უნდა დავკლათ ცხოველები
სად არ უნდა შეიძინოთ ხორცი – სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO მოსახლეობას აფრთხილებს
სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO მოსახლეობას აფრთხილებენ
შემოწმდება თუ არა საქონელი ბრუცელოზზე სოფელ ანში
სეს: ახალციხეში რესტორანი ‘ვარძია’ 1 000 ლარით დაჯარიმდა