FM97.5 / LIVE

ოთხი თვე გამოსახლების მოლოდინში

მთავარიეკონომიკა 15.04.2013
ნემსაძეების სამსულიანი ოჯახი, მას შემდეგ რაც ყოფილი ”ტუბ-დისპანსერის” შენობაში თვითნებურად შესახლდა, პოლიციის ძალით გამოსახლებას ყოველდღე ელოდება

ოთხი თვე გამოსახლების მოლოდინში

61 წლის ნანა ნემსაძე რძალთან და მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად ახალციხეში ივერიელის ქუჩაზე ყოფილი ”ტუბ-დისპანსერის” შენობაში თვითნებურად 4 ნოემბერს შევიდა. ნემსაძე ამბობს, რომ წასასვლელი არსად აქვს და გამოსახლების შემთხვევაში ქუჩაში მოუწევს ცხოვრება.

”ავადმყოფი ქალი ვარ, 1997 წლიდან ქირით ვცხოვრობთ, უამრავი ბინა გამოვიცვალეთ. უკიდურესმა გაჭირვებამ გადამაწყვეტინა ამ შენობაში შემოსვლა, - გვიყვება ნემსაძე და ამატებს, რომ მას შემდეგ რაც შენობა თივთნებურად დაიკავეს, მასთან არც გამგებელი არც გუბერნატორი და არც დეპუტატი მისულა - მათ თავად ვუთხარი, რომ შენობაში უკანონოდ შევედი. მითხრეს, თუ არავინ გაგდებთ იცხოვრეთო. ახლა კი პოლიციის თანამშრომელი მოვიდა გვითხრა გიჩივიან და თუ ნებით არ წახვალთ ძალით გაგასახლებთო”.

ნემსაძეები ახალციხეში საცხოვრებლად ბაღდადიდან 1977 წელს გადმოვიდნენ. როგორც ოჯახის უფროსმა განაცხადა მეუღლის მძიმე ავადმყოფობის გამო გაყიდა სახლი და ყველაფერი რაც გააჩნდა, მას შემდეგ ქირით ცხოვრობენ.

” ყველაფერი გავყიდე მის სამკურნალოდ, მაგრამ მაინც ვერ ვუშველეთ. ორი რკინის საწოლის გარდა არაფერი გვაქვს. თვენახევრის წინ ქონების მართვის დეპარტამენტიდან მოვიდნენ, შეამოწმეს ვიზუალურად და გვითხრეს თქვენ არაფერი დააზიანოთო და ხელი მოგვაწერინეს. სხვა არავერი უთქვამთ”, - ამბობს ნანა ნემსაძე.

სოციალურად დაუცველ ოჯახს იმის გამო, რომ საცხოვრებელ ადგილს ხშირად იცვლის დახმარება დროებით შეწყვეტილი აქვს. მათი ერთადერთი შემოსავალი პენსია და რძლის ხელფასი, 75 ლარია. როგორც ოჯახის უფროსი ამბობს უბნის ინსპექტორმა ბინის დასაცლელად ორკვირიანი ვადა მისცა.

”ვერსად ვერ წავალთ სადაც გამოყრიან ჩვენს ნივთებს იქ დავდგამთ კარავს და ვიცხოვრებთ”, - გვითხრა ნემსაძემ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამსულიან ოჯახს გამოსახლებას უპირებენ
ტუბ–დისპანსერის შენობაში სახურავის ნაწილი ჩამოინგრა
სამსულიან ოჯახს გამოსახლების ეშინია
5 ლარი – მარტოხელა პენსიონერის ერთადერთი შემოსავალი
ნემსაძეებს აღარ გამოასახლებენ?!
კომისარიატში შესახლებულებს გამოსახლების ეშინიათ




სოციალურად დაუცველ  გოგოლაძეებს  წნისში ნაქირავები ბინა დაატოვებინეს