FM97.5 / LIVE

სამსულიან ოჯახს გამოსახლების ეშინია

მთავარისაზოგადოება 26.02.2016
ემუქრებათ თუ არა სინაგოგაზე მიშენებულ შენობაში უკანონოდ შესახლებულ კაკოშვილების ქუჩაში დარჩენა. 11– წლიანი ცხოვრება ავარიულ შენობაში და ღია ცის ქვეშ დარჩენის შიში;

სამსულიან ოჯახს გამოსახლების ეშინია

23 წლის ხათუნა კაკოშვილი, მცირეწლოვან შვილთან და დედასთან ერთად, ახალციხეში გურამიშვილის ქუჩაზე, სინაგოგაზე მიშენებულ შენობაში, 11 წელია ცხოვრობს. კაკოშვილები ამბობენ, რომ ბინის ქირის გადახდის საშულება არ ჰქონდათ და ამიტომ შენობაში თვითნებურად შესახლდნენ.

„ცხრა წელი ქირით ვიცხოვრეთ, თანხის გადახდა რომ ვეღარ შევძელით, აქ გადმოვედით. მეუღლეს უთხრეს, თავისუფალი ადგილია და დროებით თავი შეაფარეთ, ვიდრე ბინას იყიდითო. ახლა მეუღლეც გარდამეცვალა, სხვაგან წასასვლელი არ გვაქვს, თავს ძლივს ვირჩენთ, აქედან რომ გაგვიშვან, არ ვიცით რა გვეშველება“, – ამბობს ხათუნას დედა შორენა კაკოშვილი.

მისი თქმით, იმის გამო, რომ შენობის სახურავი დაზიანებულია და წვიმა ჩადის, 6 წლის შვილიშვილი დროებით ახლობელთან, სოფელში ჰყავს გაგზავნილი.

კაკოშვილები შენობაში 2005 წლიდან ცხოვრობენ.

„აქ რომ გადმოვედით, შენობა საცხოვრებლად უვარგისი იყო, ფანჯრებს მინებიც კი არ ქონდა. ახლა აქედან რომ გაგვასახლონ, თავიდან ყველაფერის გაკეთებას ვერ შევძლებთ, გვეშინია“, – ამბობს ხათუნა კაკოშვილი.

მორწმუნე ებრაელთა საზოგადოების თავმჯდომარე სიმონ ლევიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე სინაგოგის რეაბილიტაცია არ იგეგმება და შესაბამისად, კაკოშვილებს დაკავებულ ფართს არავინ დაატოვებინებს: „აღნიშნული სინაგოგა ჯერ ჩვენზე გადმოცემული არ არის. წლების წინ იყო საუბარი, მაგრამ საუბრის დონეზევე დარჩა. თუ მისი რეაბილიტაცია გადაწყდება, მაშინ მოუწევთ შენობის დატოვება“. ამ შემთხვევაში მოუწევთ“.

გურამიშვილის ქუჩაზე მდებარე სინაგოგა 1902 წლით თარიღდება. ამ შენობაში წლების განმავლობაში კრივის სავარჯიშო დარბაზი იყო მოწყობილი, თუმცა სამი წელია უფუნქციოდაა დარჩენილი. სიმონ ლევიშვილის განმარტებით, სინაგოგას დამხმარე შენობა გასული საუკუნის 70–იან წლებში მიაშენეს.

სინაგოგა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია. მის რესტავრაციას ამ ეტაპზე არც სახელმწიფო გეგმავს.

„ჯერ სახელმწიფოს მისი რესტავრაცია არ გადაუწვეტია. ყოველ შემთხვევისთვის ჩვენს სამსახურში ამის შესახებ ინფრომაცია არ გვაქვს. როგორც წესი რესტავრაციისას ძეგლს თავდაპირველი სახე უნდა დაუბრუნდეს, გასარკვევია სინაგოგას ამ შენობასთან ერთად მიენიჭა თუ არა ძეგლის სტატუსი. თუ ერთ საკადასტრო ერთეულშია, შეიძლება ერთად ქონდეს მინიჭებული. ეს ყველაფერი სათანადო პროექტირების შემდეგ გაირკვევა, ამის შემდეგ ძეგლი მიიღებს პირვანდელ სახეს“, – განმარტავენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს აღრიცხვა დოკუმენტირების სამსახურში.

კაკოშვილები სოციალურ დახმარებას იღებენ, გარდა ამისა მათი გვარი ახალციხის მერიის იმ ბაზაშია დაფიქსირებული, რომლებსაც საკუთარი საცხოვრებელი სახლი არ აქვთ. მერიის საორგანიზაციო სამსახურში აცხადებენ, რომ კაკოშვილებს საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიულ ფართს მოუძებნიან, ან კიდევ იმ საცხოვრებელ სახლში შეასახლებენ, რომლის აშენებასაც მერია გეგმავს, თუმცა როდის და კონკრეტულად სად, ეს გადაწყვეტილი ამ ეტაპზე არ არის.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რაბათის დასახლებაში მდებარე სინაგოგას რეაბილიტაცია ესაჭიროება [ფოტო]
სინაგოგას მისი ერთადერთი მლოცველი აღარ ტოვებს
სამსულიან ოჯახს გამოსახლებას უპირებენ
ოთხი თვე გამოსახლების მოლოდინში
ვეტერანები: ‘შენობის დასატოვებლად ერთი თვე გვაქვს, სად უნდა წავიდეთ არ ვიცით’
კომისარიატში შესახლებულებს გამოსახლების ეშინიათ




ახალციხის მერი ვეტერანებს კიდევ სამ ალტერნატიულ ფართს სთავაზობს