FM97.5 / LIVE

პროკურატურა ახალციხეში მომხდარზე: მამაკაცმა სიდედრს ზურგზე ელექტროშოკი მიადო, ცოლი კი პისტოლეტით დაჭრა

მთავარისიახლე, სამართალი 27.07.2017
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ახალციხეში ქმრის მიერ ცოლის დაჭრაზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ა.გ.-მ სიდედრს ზურგის არეში ელექტროშოკი მიადო, ცოლს კი პისტოლეტით სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიაყენა მრავლობითი დაზიანებები.

პროკურატურა ახალციხეში მომხდარზე: მამაკაცმა სიდედრს ზურგზე ელექტროშოკი მიადო, ცოლი კი პისტოლეტით დაჭრა

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების ფაქტზე ა.გ.-ს ბრალდება წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 11 პრიმა 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 25 ივლისს, დაახლოებით 12 საათზე, ქ. ახალციხეში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ა.გ.-მ ყოფილი მეუღლის დედას ლ.რ.-ს, მისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში ზურგის არეში ელექტროშოკი მიადო, აეროზოლი შეასხურა და ხელის კვრით წააქცია, რის შედეგადაც მიაყენა სხეულის დაზიანება, შემდეგ კი ყოფილ მეუღლეს ო.რ.-ს ტრავმატული პისტოლეტის თავის არეში დარტყმით და რამდენიმე გასროლით სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიაყენა მრავლობითი დაზიანებები, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ო.რ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 25 ივლისს მოხდა. ქმარმა ცოლს, 31 წლის ქალს, ცეცხლსასროლი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. იგი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს. დაჭრილს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ამ დრომდე ექიმების დაკვირვების ქვეშაა. დაზარალებულს უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევს ‘საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა’. ორგანიზაციის ადვოკატი უკვე შეხვდა დაზარალებულს, რომელიც ამბობს, რომ ეს ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, დღეს, 27 ივლისს, ა.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მამაკაცს, რომელმაც ახალციხეში ცოლი დაჭრა, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს
ქმრის მიერ დაჭრილი ცოლი სამოქალაქო დავას დაიწყებს
ქმრის მიერ დაჭრილი ცოლი  შვილების დასაბრუნებლად სარჩელს ამზადებს
იმ მამაკაცის სასმართლო პროცესი, რომელმაც ცოლი დაჭრა და სიდედრი აწამა, ერთი თვით გადაიდო
ქალი, რომელიც ქმარმა დაჭრა, ამბობს, რომ ეს ძალადობის პირველი შემთხვევა არ იყო
ცოლის დაჭრაში მსჯავრდებულის განაჩენი სააპელაციოში გაასაჩივრეს
ახალციხეში ქმარმა ცოლი  დაჭრა