FM97.5 / LIVE

ქალი, რომელიც ქმარმა დაჭრა, ამბობს, რომ ეს ძალადობის პირველი შემთხვევა არ იყო

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.07.2017
ქალს, რომელიც ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, ‘საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა’ იურიდიულ დახმარებას გაუწევს. ადვოკატი უკვე შეხვდა დაზარალებულს, რომელიც ამბობს, რომ ეს ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის, ამის შესახებ შსს–მაც იცოდა, თუმცა, რეაგირება არ მოუხდენია.

ქალი, რომელიც ქმარმა დაჭრა, ამბობს, რომ ეს ძალადობის პირველი შემთხვევა არ იყო

ქალს, რომელიც ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, ‘საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა’ იურიდიულ დახმარებას გაუწევს. ადვოკატი უკვე შეხვდა დაზარალებულს, საუბარში კი გაირკვა, რომ ეს ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის, ამის შესახებ შსს–მაც იცოდა, თუმცა, რეაგირება არ მოუხდენია.

დაზარალებულს, რომელიც ჯერ კიდევ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, ექიმების დაკვირვების ქვეშაა, ორგანიზაციის იურისტი ედუარდ მარიკაშვილი დღეს, დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ესაუბრებოდა.

მისი განმარტებით, ორგანიზაცია მზადაა ოჯახში ძალადობის მსხვერპლს უსასყიდლოდ გაუწიოს იურიდიული დახმარება როგორც სისხლის სამართლის, ისე მეუღლესთან განქორწინებისა და ქონებრივ საკითხებში: „ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებას დაველოდებით და შემდეგ შევთანხმდებით ბავშვების საკითხზე, რომ დედასთან დარჩნენ, ქონებრივ დავაზე და ასე შემდეგ“.

როგორს ადვოკატმა დაზარალებულთან საუბარში გაარკვია, ეს პირველი შემთხვევა არ არის და 31 წლის ქალი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ადრეც იყო. ფსიქოლოგიურ ძალადობას იგი ამჯერადაც განიცდიდა.

„ძალადობის შესახებ პოლიციაში თავიდან არ აცხადებდა, რადგან მოკვლით ემუქრებოდნენ, ქმარი ეუბნეოდა, რომ ყელს გამოჭრიდა. ეს არც პირველი შემთხვევაა და როგორც გავარკვიე, იკვეთება პოლიციის უმოქმედობაც. ერთ–ერთ ძალადობრივ შემთხვევაზე, როდესაც ქმარმა „ატვიორკით“ სახე დაუსახიჩრა, თავად პოლიციელებმა გამოიძახეს სასწრაფო, თუმცა გამოძიება არ დაიწყეს. ვფიქრობ რომ ამან მისცა საბაბი დანაშაული კიდევ ჩაედინა“, – განმარტავს ედუარდ მარიკაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ფაქტს უარყოფენ და ამბობენ, რომ ამ ოჯახიდან შეტყობინება აქამდე არასდროს შესულა. ძალადობის შესახებ ცნობა პირველად გუშინ, 25 ივლისს შევიდა და ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ახალციხეში გუშინ, 25 ივლისს მოხდა. ქმარმა ცოლი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

საქმეზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო: 11 პრიმა – 117–ე, – ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და 236–ე, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარება.

ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. დღეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ განცხადება არ შესულა. ამ საქმეზე სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ქმარმა ცოლი  დაჭრა
ასპინძაში ქმარმა ცოლი მოკლა
მამაკაცს, რომელმაც ახალციხეში ცოლი დაჭრა, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს
პროკურატურა ახალციხეში მომხდარზე: მამაკაცმა სიდედრს ზურგზე ელექტროშოკი მიადო, ცოლი კი პისტოლეტით დაჭრა
ქმრის მიერ დაჭრილი ცოლი ჯერ ისევ საავადმყოფოში რჩება
ქალი, რომელიც ქმარმა დაჭრა, შვილების დასაბრუნებლად სასამართლო დავაზე უარს ამბობს
‘შვილების გამო  იტანს’  –  ახალციხეში ქმარმა ცოლზე იძალადა