FM97.5 / LIVE

ნეპოტიზმი ადგილობრივი მთავრობაში – 46%, პროფესიონალიზმის ნაკლებობა – 58% – NDI

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 26.07.2017
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოკითხულთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ადგილობრივ მთავრობაში პროფესიონალიზმის ნაკლებობა და ნეპოტიზმია. დაახლოებითი მესამედი კორუფციის ნიშნებსაც ხედავს.

ნეპოტიზმი ადგილობრივი მთავრობაში – 46%, პროფესიონალიზმის ნაკლებობა – 58% – NDI

ადგილობრივი მთავრობის მუშაობას დადებითად ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოკითხულთა მხოლოდ 16% აფასებს, 52% ფიქრობს, რომ მთავრობის მუშაობა საშუალოა, 28%–ის აზრით კი ადგილობრივი მთავრობა ცუდად მუშაობს.

პატარა ქალაქებში (მათ შორის, ახალციხეში), ადგილობრივი მთავრობის მუშაობას კარგად მხოლოდ 15%, სოფლად 20%, უმცირესობათა დასახლებაში კი 29% აფასებს.

ამასთან, გამოკითხულთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში პროფესიონალიზმის ნაკლებობა და ნეპოტიზმია, – 58% ფიქრობს, რომ პროფესიონალიზმის ნაკლებობაა, 46%–ს მიაჩნია, რომ ნეპოტიზმის პრობლემა არსებობს. გარდა ამისა, 35% ამბობს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში კორუფციაა, თუმცა, 38% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.

ნეპოტიზმი ადგილობრივი მთავრობაში – 46%, პროფესიონალიზმის ნაკლებობა – 58% – NDI

ამავე გამოკითხვის მიხედვით, საკრებულოს მუშაობით კმაყოფილია გამოკითხულთა 21%, მერიის მუშაობით კი გამოკითხულთა 20%. ამასთანავე, გამოკითხულთა 86%–ს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, შეხება არ ჰქონია საკრებულოსთან, მერიასთან შეხება არ ჰქონია გამოკითხულთა 80%–ს.

ნეპოტიზმი ადგილობრივი მთავრობაში – 46%, პროფესიონალიზმის ნაკლებობა – 58% – NDI


საზოგადოებრივი აზრის კვლევა, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით, CRRC-საქართველომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის, UK aid-ის დაფინანსებით ჩაატარა. კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი -9 ივლისის პერიოდში მიმდინარეობდა საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). პირისპირ ინტერვიუს სახით, წარმომადგენლობითი შერჩევით 2 261 პირი გამოიკითხა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.2%.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი დღეს, 26 ივლისს, გამოქვეყნდა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მომდევნო ერთ წელიწადში მდგომარეობის გაუმჯობესებას ელოდება გამოკითხულთა 23% –NDI
NDI- გამოკითხულთა 64% მთავრობის მუშაობას ცუდად აფასებს
NDI: ახალციხეში გამოკითხულთა ნახევარი მერიისა და საკრებულოს მუშაობით კმაყოფილია
პარტიების რეიტინგი NDI-ს კვლევის მიხედვით
NDI: მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა 56% ცუდად, 36% კი დადებითად აფასებს
31% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება –NDI
გამოკითხულთა 62%-ს გადაწყვეტილი არ აქვს ვის მისცემს ხმას – NDI