FM97.5 / LIVE

ახალციხეში წყლის მიწოდება შეიზღუდა

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 13.07.2018
ახალციხეში ქუჩების ნაწილს წყალი შეზღუდული განრიგით, ნაწილს კი უწყვეტად მიეწოდება. თუმცა, იქ სადაც 24–საათიანი წყალმომარაგებაა იმდენად ცოტა წყალი მოდის, რომ როგორც ადგილობრივები ამბობენ, გამაცხელებლებისა და სარეცხის მანქანების ჩართვა შეუძლებელია.

ახალციხეში წყლის მიწოდება შეიზღუდა

ახალციხეში, რუსთაველისა და ცხრა აპრილის ქუჩებზე კორპუსებში მცხოვრებლები ამბობენ, რომ დილა–საღამოს წყლის მიწოდება თითო–თითო საათით შეიზღუდა და როცა მოდის მაღალ სართულებამდე მაინც ვერ აღწევს.

„წყალი დილით, დაახლოებით, ერთი საათი და საღამოს ნახევარი საათი მოდის, მაგრამ წნევა არ ჰყოფნის და ამის გამო სარეცხის მანქანას ვერ ვრთავ“, – გვიყვება ცხრა აპრილის ქუჩაზე, მესამე სართულზე მცხოვრები მარინა გიორგაძე.

ამავე კორპუსში, იგივე პრობლემა აქვთ პირველ სართულზეც: „ერთი თვეა წყლის გამაცხელებელი არ იხსნება იმდენად ცოტა წყალი მოდის“, – ამბობს მანანა ზარიძე.

ადგილობრივები წყლის შეზღუდულ განრიგზე სხვა ქუჩებზეც ჩივიან:

„წვიმა რომ მოდის მიხარია, რადგან ვიცი, რომ მეორე დღეს წყალი დილითაც იქნება და საღამოსაც, თორე ისე აღარ უშვებენ იმდენი ხნით, როგორც აქამდე მოდიოდა“, – ამბობს კლდიაშვილის ქუჩზე N6-ში მცხოვრები რუზანა თუთუნჯიანი.
„ხან უშვებენ დილა–საღამოს ხან არა, ხანდახან მღვრიეც მოდის, მაგრამ მაგას ვიღა დაეძებს, მთავარია, რომ ამ სიცხეში წყალი გვქონდეს“, – გვითხრა ასპინძის ქუჩაზე მცხოვრებმა მელანო ჩიტაშვილმა.

„აქამდე წყალი დილით ადრე, 08:00 საათზე მოდიოდა და 12:00 საათამდე იყო, საღამოს კიდევ 17:00 საათზე უშვებდნენ და 20:00 საათამდე მოდიოდა. ახლა თითქმის დილითაც და საღამოსაც, დაახლოებით, ერთ საათი მოდის“, – გვიყვება ხანძთელის ქუჩაზე მცხოვრები ინგა წულაია.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ამბობენ, რომ ზაფხულში მოსახლეობა მეტ წყალს მოიხმარს და მისი მიწოდების შუზღუდვაც ამითაა გამოწვეული.

„წყლის მიწოდების ახალი განრიგი ჯერ შედგენილი არ გვაქვს. ყოველდღიურად მუშაობს ახალციხის სერვისცენტრი ტექნიკურ სამსახურთან ერთად, მაგრამ ზაფხულის განმავლობაში ზუსტად როდის შეიძლება რომ მოგვარდეს, ვერ გეტყვით. თუ ვერ აღმოვფხვერით ახალ განრიგს მერე შევადგენთ“, – გვითხრა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური აქტივების მართვის დეპარტამენტის უფროსმა მიხეილ თათარაძემ.

მისი თქმით, იმისთვის რომ წყლის დებეტი გაიზარდოს ე.წ. კაპტაჟებს ასუფთავებენ, ამან შემკრებ რეზერვუარებში წყლის შედინებას უნდა შეუწყოს ხელი: „ასევე დაწყებულია ორი ახალი რეზერვუარის მშენებლობა, ამისთვის უკვე გაკეთებულია ქვებული. მათი მშენებლობა 24 ოქტომბერს დასრულდება და ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ წყალმომარაგების რეჟიმი გაიზრდება“.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘წყალი დილა–საღამოს 15 წუთიც კი აღარ მოდის’ – ახალციხეში წყლის პრობლემაზე ჩივიან
ახალციხეში, ვარძიის ქუჩაზე ადგილობრივები წყლის პრობლემაზე ჩივიან
რატომ შემცირდა ახალციხეში სასმელი წყლის მიწოდების დრო
ახალციხეში, „ხუთსართულიანებში“ წყალი მხოლოდ ღამე მოდის
‘როგორ დავიცვათ ჰიგიენის ნორმები, დღის განმავლობაში უწყლოდ ვართ’ - რაბათის მცხოვრებლები
9 აპრილზე დაზიანებულ წყლის მილს ნებართვის გარეშე ვერ აკეთებენ
აბასთუმანში დაბინძურებული წყალი მოდის