FM97.5 / LIVE

”ევროსაბჭოს” წარმომადგენლები უმცირესობებისა და სომხური ენის სტატუსის საკითხით დაინტერესდნენ

მთავარისაზოგადოება 09.04.2013
ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლები დღეს სამცხე-ჯავახეთს სტუმრობენ. პირველი ვიზიტი არასამთავრობო სექტორთან შედგა. შეხვედრაზე უმცირესობების პრობლემებსა და სომხური ენის სტატუსზე იმსჯელეს.

”ევროსაბჭოს” წარმომადგენლები უმცირესობებისა და სომხური ენის სტატუსის საკითხით დაინტერესდნენ
შეხვედრა არასამთავრობო ორგანაზაცია ”ტოლერანტის” ოფისში გაიმართა. დისკუსიას ”ტოლერანტის” წევრები, ახალციხის არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალგაზრდული ცენტრის” დირექტორი მაკა სუდაძე და რეპატრიანტების უხუცესთა საბჭოს წარმომადგენელი სარვარ საფაროვი ესწრებოდნენ.

”ჩვენთვის დიდი პატივია, რომ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მათ არასამთავრობო ორგანიზაციების აზრი აინტერესებდათ. რეპატრირებული მესხებისა და ენის სტატუსის საკითხებით დაინტერესდნენ”,- ამბობს ”ტოლერანტის” თავმჯდომარე ცირა მესხიშვილი.

მისივე თქმით, წარმომადგენლები დროში შეზღუდულები იყვნენ და ყველა თემაზე საუბარი ვერ მოხერხდა: ”ამ ორ თემასთან დაკავშირებით ჩვენი გამოცდილება გავუზიარეთ. ძალიან კმაყოფილი და ინფორმაციით დატვირთულები წავიდნენ. ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლები აღნიშნულ თემებზე არ საუბრობდნენ, ისინი კითხვებს სვამდნენ. მიიღებენ ინფორმაციას და მოგვიანებით სახელმწიფოს ანგარიშს წარუდგენენ”.

არასამთავრობო სექტორის შემდეგ ევროსაბჭოს წარმომადგენლები ადგილობრივი ხელისუფლების წევრებს შეხვდნენ. მათ დაგეგმილი ჰქონდათ ახალციხის ციხის მონახულებაც. ახალციხის შემდეგ ევროსაბჭოს მონიტორინგის კომისია ახალქალაქში გაემგზავრება. როგორც ცნობილია, დაგეგმილია შეხვედრები არასამთავრობო სექტორსა და სახალხო დამცველის წარმომადგენლობასთან.

[ნინო ზედგინიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთის მდგომარეობას ”ევროსაბჭოს” წარმომადგენლები დახურულ კარს მიღმა იკვლევენ
ახალციხეში არასამთავრობო სექტორის ფინანსურ მდგრადობაზე მსჯელობენ
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, საზეიმო კვირეულს ახალციხე შეუერთდა
ახალციხეში 1944 წლის ნოემბერი გაიხსენეს
‘შშმ პირების უფლებების დაცვა’ – დისკუსია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში [Video]
ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისში აღარ გაიმართება
ახალქალაქში რეგიონული ენის სტატუსის საკითხი წამოწიეს