FM97.5 / LIVE

შშმ პირებთან მომუშავე სპეციალისტები პოლონეთში გადამზადებას გაივლიან

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.07.2017
შშმ პირთა მშობლებისა და სპეციალისტების გადასამზადებელი კურსის პირველი ნაწილი დასრულდა. პროგრამის ფარგლებში რვა მონაწილე კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს პოლონეთში გაივლის.

შშმ პირებთან მომუშავე სპეციალისტები  პოლონეთში გადამზადებას გაივლიან
დღეს, 12 ივლისს, ახალციხის შშმ პირთა სარებილიტაციო ცენტ „ტალიტა კუმში“ სასწავლო კურსის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. თორმეტდღიანი სწავლება, რომლის განმავლობაშიც შშმ პირთა მშობლები, მათთან მომუშავე სპეციალისტები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები გადამზადდნენ, დასრულდა.

მონაწილეებს ტრენინგებს პოლონელი სპეციალისტები უტარებდნენ.

როგორც ფსიქოთერაპევტი, სოციოთერაპევტი და საზოგადოებრივი უნარჩვევების ტრენერი კამილა მაჩიევსკა ამბობს, ტრენინგებიდან რვა მონაწილე შეირჩა, რომლებიც პოლონეთში, კერძოდ კი ქალაქ ოპოლეში, კვალიფიკაციისა და კომპეტენციის ასამაღლებელ კურსებს გაივლიან: „ამ არჩეულ კატეგორიაში შედიან ფსიქოლოგები, მასწავლებლები, სპეც პედაგოგები ანუ შშმ პირებთან მომუშავე სპეციალისტები. ისინი ასევე თავინთ გამოცდილებას პოლონელ სპეციალისტებს გაუზიარებენ“.

„ჩემთვის ეს ტრენინგები იყო ახალი გამოცდილების მიღება. პოლონური გამოცდილების გაზიარება, ასევე ბევრ ახალ საკითხზე დაფიქრება და იმის გაანალიზება თუ რა შეიძება გავაკეთოთ კარგი ჩვენს ქვეყანაში მათი გამოცდილების მიხედვით“, – ამბობს ტრენინგების მონაწილე ბელა აფრიამაშვილი.

სასწავლო კურსი ახალციხეში პროექტის „ბედნიერები ერთად“ ფარგლებში ჩატარდა. მას სასულიერო პირთა ორდენის „კამილიელების“ ფილიალი საქართველოში, პოლინეთის ქ. ოპოლეში მოღვაწე ფონდი „საოჯახო დახმარების სახლი, ცერებრული დამბლის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“ და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთობლივად ახორციელებდა.

პროექტის შემდეგი ნაწილი ოქტომბერში დაიწყება.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში შშმ პირთა მშობლები და სპეციალისტები გადამზადდებიან
პოლონელი სპეციალისტები შშმ პირთა საჭიროებების საკითხებზე  ტრენინგებს ატარებენ
‘ბედნიერები ერთად’ – ტრენინგების მესამე ეტაპი იწყება
შშმ პირთა  ცენტრების პედაგოგებისათვის შეხვედრები მიმდინარეობს
შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’
შშმ პირთა მხარდაჭერისთვის ახალციხეში ფესტივალი გაიმართა [Photo]
პოლონური ფონდი რეგიონულ მედიასაშუალებებს დააჯილდოებს