FM97.5 / LIVE

აბასთუმნის ყოფილი რწმუნებული დაკავებულია

მთავარისამართალი 06.04.2013
კურორტ აბასთუმნის ყოფილ რწმუნებულს ანტონ მერაბიშვილს, ზედმეტ სახელად ნაჯიბულას, აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო 40 ათასი ლარი შეეფარდა, თუმცა, გირაოს უზრუნველყოფამდე იგი პატიმრობაში რჩება.

აბასთუმნის ყოფილი რწმუნებული დაკავებულია
აბასთუმნის მკვიდრი ანტონ მერაბიშვილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. მას აღკვეთი ღონისძიება ახალციხის რაიონულ სასამართლოში დღეს შეეფარდა.

„გირაო 40 ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ა და ბ პუნქტებით ედება“, - ამბობს მოსამართლე გია ბერაია.

ახალციხის რაიონული სასამართლოს მენეჯერის ნინო ჩიგოგას განმარტებით, აღნიშნული მუხლი მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს: „აქ საქმე თანხის მითვისებაზეა და ის ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტენდერით გაკეთებულ გარე განათებებს ეხება“.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სიმონ პარუნაშვილმა მერაბიშვილის ბრალდების შესახებ არაფერი იცის: „რომელ წელს დამონტაჟებულ განათებებს ედავებიან, წარმოდგენა არ მაქვს“.

პარუნაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტზე 2009 წლიდან მუშაობს და ამბობს, რომ განათებები მის გამგებლად დანიშვნამდეც იყო გაკეთებული და მას შემდეგაც გაკეთდა. მისივე თქმით, მერაბიშვილი აბასთუმნის რწმუნებულად ორი წელია აღარ მუშაობს: „პირადი განცხადების საფუძველზე მე გავათავისუფლე“.

მერაბიშვილს პატიმრობიდან გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბასთუმნის ყოფილი რწმუნებული ბრალს არ აღიარებს
დღეს ადიგენის ყოფილი გამგებლის სასამართლო პროცესი გაიმართება
ახალციხის სასამართლოში ადიგენის ყოფილი გამგებლის პროცესი მიმდინარეობს
ახალციხის სასამართლოში ადიგენის ყოფილი გამგებლის პროცესი მიმდინარეობს
'ნიუ პროჯექტის' დირექტორს 10 000 ლარის მითვისებას ედავებიან
ადიგენის ყოფილი გამგებელი სასამართლოში ჩივის
დღეს ადიგენის გამგებელს განაჩენს გამოუტანენ