FM97.5 / LIVE

ახალციხეში საქველმოქმედო კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.06.2017
დავით გასიტაშვილისათვის გამართული საქველმოქმედო ღონისძიება, სადაც ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, ასევე, შოუ– ბიზნესის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას, სრული ანშლაგით დასრულდა.

ახალციხეში საქველმოქმედო კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა
ღონისძიების პირველი ნაწილი ადგილობრივ ქორეოგრაფიულ ანსამბლებს: „მესხეთს“ „ სამცხეს“, „ლომსიას“, „ახალციხეს“, „მესხ ფრთოსანს“,ასევე ფოლკლორულ ანსამბლ „მესხეთს“ და სტუდია პალიტრას დაეთმო. მეორე ნაწილში კი ქართული შოუ–ბიზნესის წარმომადგენლბმა იმღერეს. მათ საკუთარი შემოქმედებიდან ორ–ორი სიმღერა შეასრულეს.

„არ არსებობს უფრო კარგი მაყურებელი და უფრო კარგი მსმენელი, ვიდრე აქაა. როდესაც ატარებ საქველმოქმედო კონცერტს, მიდიხარ საღამოზე იქ თანხის არც ერთ პროცენტს არ იტოვებ შენთვის. ეს იყო ურთიერთშეთანხმებული საღამო, ყოველთვის მზად ვარ ასეთი საღამოებისათვის“,– ამბობს პოეტი და ღონისძიების მეორე ნაწილის წამყვანი ნანა ცინცაძე.

ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა „ლომსიამ“ და „სამცხემ“, ასევე ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიამ დავით გასიტაშვილს დასახმარებლად თანხა გადაურიცხეს.სულ თანხის რა ოდენობა შეიკრიბა, ჯერ უცნობია.

საქველმოქმედო კონცერტს ორგანიზება დავით გასიტაშვილის მეგობრებმა გაუწიეს.

„კმაყოფილ ვარ რომ საღამო შედგა. ეს საღამო ჩვენი მიზანი იყო. დაახლოებით 3 კვირა ვემზადებოდით და მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, რომ აქამდე მოვსულიყავით“,–გვითხრა ერთ–ერთმა ორგანიზატორმა ნიკა კვახაჯელიძემ.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის დავით გასიტაშვილი 7 მაისს სოფელ რუსთვათან მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავდა. მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდება, რისთვისაც ოჯახს შესაბამისი თანხები არ გააჩნია.

ახალციხეში საქველმოქმედო კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა

ახალციხეში საქველმოქმედო კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დავით გასიტაშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
დავით გასიტაშვილის დასახმარებლად 6 208 ლარი შეგროვდა
დღეს, დავით გასიტაშვილის დასახმარებლად, საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართება
'ერისიონი' ახალციხეში საქველმოქმედო კონცერტს მართავს
საქველმოქმედო აქცია მამუკა გვირჯიშვილის დასახმარებლად
ანსამბლმა „ლომსიამ“ ქორეოგრაფის იუბილე აღნიშნა
საქველმოქმედო სპექტაკლი სრული დასწრებით და ანშლაგით