FM97.5 / LIVE

დღეს, დავით გასიტაშვილის დასახმარებლად, საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართება

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.06.2017
დღეს, პირველ ივნისს მესხეთის თეატრში, სოფელ რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული დავით გასიტაშვილის დასახმარებლად „ვორლდ ვიჟენი“ საქველმოქმედო სპექტაკლს მართავს;

დღეს, დავით გასიტაშვილის დასახმარებლად, საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართება

ამის შესახებ ინფორმაციას World Vision საქართველოს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ოფისი ავრცელებს:

„სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ფარგლებში, სოფელ ურავლისა და სოფელ მუსხის სასკოლო კლუბები ოჯახური ძალადობის შესახებ სპექტაკლზე მუშაობენ. რამდენიმე დღეში კი გაიმართება სპექტაკლის პრემიერა.

ორგანიზატორების, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის და ახალგაზრდების ინიციატივით, სპექტაკლიდან შემოსული თანხა მთლიანად ჩაერიცხება სოფელ რუსთავთან ავტოავარიის დროს დაზარალებულ, დავით გასიტაშვილის ოჯახს!

სპექტაკლი გაიმართება 1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს მესხეთის თეატრში!

ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროში.

თუ ვინმეს სურს დაგვეხმაროს ბილეთების გავრცელებაში გამოგვეხმაუროს, ან მობრძანდეს World Vision საქართველო, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ოფისში, ახალციხე, სულხან-საბას #2“,- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

სპექტაკლი მესხეთის თეატრში, 18:00 საათზე გაიმართება

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა შემთხვევა 7 მაისს სოფელ რუსთავთან მოხდა. ავარიისას სამი მამაკაცი დაშავდა. ერთ–ერთი მათგანი 24 წლის დავით გასიტაშვილია.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქველმოქმედო სპექტაკლი სრული დასწრებით და ანშლაგით
დავით გასიტაშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
დღეს ''სამცხე – ჯავახეთის ახალგაზრდული ფორუმი 2015'' გაიმართება
დავით გასიტაშვილის დასახმარებლად 6 208 ლარი შეგროვდა
მესხეთის თეატრში პრემიერა გაიმართება
ავარიისას დაშავებული დავით გასიტაშვილის ოჯახი დახმარებას ითხოვს
მესხეთის თეატრში სპექტაკლი "მათრობს და მხიბლავს"გაიმართება