FM97.5 / LIVE

ადგილობრივები: "სამშენებლო სამუშოების გამო სახლის კედელი ჩამოინგრა"

მთავარისიახლე, ეკონომიკა, შემთხვევა 16.06.2017
ახალციხეში, ანდრია პირველწოდებულის ქუჩაზე თვითმხილველების თქმით საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა, მათივე თქმით, მიზეზი ამ შენობის გვერდით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებია.

ადგილობრივები: "სამშენებლო სამუშოების გამო სახლის კედელი ჩამოინგრა"
ახალციხეში, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ N28–ში მდებარე სახლის კედელი დღეს, 16 ივნისს, დაახლოებით 19:00 საათზე ჩამოინგრა. იმ შენობის გვერდით, რომელსაც კედელი უკვე აღარ აქვს, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ მიზეზი სწორედ ეს მშენებლობა გახდა.

„გათხრითი სამუშაოების დროს ბინას ძირი გამოეცალა და სახლის ერთი კედელი მთლიანად ჩამოინგრა. სახლში არავინ იყო და არავინ დაშავებულა“, – აცხადებენ ადგილობრივები.

მათივე თქმით, აღნიშნული ბინა გაქირავებულია და შიგ ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ცხოვრობს.

„ჩვენ ამ ბინაში არ ვცხოვრობთ“, – გვითხრა ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც სახლში დაგვხვდა, თუმცა მან მომხდარზე საუბარი არ ისურვა.

ადგილობრივების განმარტებით სამშენებლო სამუშაოები ანდრია პირველწოდებულის ქუჩაზე, დაახლოებით, ორი კვირის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება: „კბილის ექიმმა საანიშვილმა იყიდა და სახლს აშენებს“, – გვითხრეს მათ.

აქ რომ სახლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, ეს სატელეფონო საუბარში „სამხრეთის კარიბჭეს“ მესაკუთრემ ივანე საანიშვილმაც დაუდასტურა: „ეგ კედელი არ ჩამონგრეულა, ჩვენ დავანგრიეთ“.

საანიშვილი ირწმუნება, რომ ის სახლიც, რომელსაც ამჟამად ცალ მხარეს კედელი არ აქვს, თუმცა შიგნით საოჯახო ნივთები ამ დრომდე ჩვეულბრივ აწყვია, მისი საკუთრებაა, ამდენად აქ კედელიც თავად მოხსნა: „არაფერი არ უნდა დაწეროთ, არასწორი ინფორმაცია მოგაწოდეს მეზობლებმა“.

ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ აქ ივანე საანიშვილს სამშენებლო სამუშაოებზე ნებართვა მიღებული აქვს. ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მიხეილ მაკარიძის განმარტებით, პერიოდულად სამუშაოებს ზედამხედველობას მათივე სამსახური უწევს: „დეტალების დაზუსტება შესაძლებელი ორშაბათს, სამუშაო საათებში იქნება. ამ დროისთვის თუ ვინმე დაზარალებულია, შეუძლიათ შესაბამის სტრუქტურებს მიმართონ“.

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო სიტუაიცების მართვის სააგენტოში აღნიშნული ქუჩიდან შეტყობინება არ შესულა.

ადგილობრივები: "სამშენებლო სამუშოების გამო სახლის კედელი ჩამოინგრა"

ადგილობრივები: "სამშენებლო სამუშოების გამო სახლის კედელი ჩამოინგრა"

ადგილობრივები: "სამშენებლო სამუშოების გამო სახლის კედელი ჩამოინგრა"

ადგილობრივები: "სამშენებლო სამუშოების გამო სახლის კედელი ჩამოინგრა"

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სტიქიის შედეგად მესხეთის ქუჩაზე კედელი ჩამოიშალა [Photo]
შატილში კოშკის კედელი ჩამოინგრა
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე კედელი მოხატეს
მშენებელი კომპანიის სატვირთო მანქანამ  ორ მოსახლეს  ეზო დაუზიანა
ადგილობრივი: ახლადშეცვლილი სახურავიდან წვიმა სახლის კედელს ასველებს
‘ორსაუკუნოვანი სახლი ჩაინგრევა და ხალხსაც მოიყოლებს’ - ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ
'თუ ჩამოინგრა, ბავშვი მოყვება შიგ’ – N5 სკოლის ეზოს კედლის ნაწილი ჩამონგრეულია