FM97.5 / LIVE

‘ორსაუკუნოვანი სახლი ჩაინგრევა და ხალხსაც მოიყოლებს’ - ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.06.2020
ახალციხეში, კოსტავას N19-ში არსებული ბინის მეპატრონეები ამბობენ, რომ შენობაში, სადაც ცხოვრობენ ავარიული ვითარება შეიქმნა. ორსაუკუნოვანი სახლის პირველ სართულზე საყრდენი კედელი მოშლილია, რის გამოც საშიშროება იქმნება, რომ კაპანაძეების ბინის ორი ოთახი ჩაინგრეს და მათ ქვეშ არსებული ობიექტიც დააზიანოს.

‘ორსაუკუნოვანი სახლი ჩაინგრევა და ხალხსაც მოიყოლებს’ - ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ

თენგიზ კაპანაძემ კოსტავას N19-ში ბინა 1975 წელს შეიძინა. ამბობს, რომ იმ პერიოდში სახლის სიძველით დაინტერესდა, რადგან ეს პირველი ორსართულიანი სახლი იყო ახალციხეში და დაახლოებით ორ საუკუნეს ითვლის.

45 წლის წინაც და ახლაც ამ შენობის პირველ სართულზე სავაჭრო ობიექტებია განთავსებული, ერთ-ერთ ობიექტში, რომელიც კაპანაძეების ბინის ქვეშ მდებარეობს ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

კაპანაძეების ოჯახმა მხოლოდ მაისში აღმოაჩინა, რომ მათი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე ერთი საყრდენი კედელი დანგრეულია: „ქვემოთ დაიწყეს მაღაზიის რემონტი და გამოჩნდა, რომ კედელს ძირი აღარ ჰქონდა, მანამდე არ ვიცოდით. კედელი ჩამონგრეულია სულ. ხვალ-ზეგ დაინგრევა. ვინც ახლა მაღაზიას არემონტებს მაგათი ბრალი არ არის, მაგრამ გვინდა, რომ მერიიდან ვინმემ ყურადღება მიაქციოს“, - ამბობს სახლის მეპატრონე თენგიზ კაპანაძე.

მისივე თქმით, რადგან სახლი ორსაუკუნოვანია, პრობლემის მოსაგვარებლად ადგილობრივ თვითმმართველობას, სამართალდამცველებს, მთავრობის ადმინისტრაციის ცხელ ხაზს რამდენჯერმე მიმართა: „თვის დასაწყისში დავწერე განცხადება ზაზა მელიქიძის სახელზე და პასუხი წერილობით ჯერ კიდევ არ მოსულა. კიდევ გვაქვს ორი განცხადება დაწერილი გუბერნატორისა და გახარიას სახელზე, მაგრამ აღარ მივიტანეთ ჯერ. განცხადებაში დახმარებას ვითხოვთ, რომ გაგვიმაგრონ საძირკველი. შიგნით მილიციაც იყო, მერიიდანაც იყვნენ, შედიან და ნახულობენ, მაგრამ ნახავენ და მიდიან. ფაქტია, რომ როგორც იყო ისევ ისეა“.

კაპანაძეები ამბობენ, რომ ოთახს, რომელსაც ნგრევა ემუქრება აღარ იყენებენ: „გამოვიტანე ამ ოთახიდან საწოლი და იქ აღარ ვწვებით. ჩვენ მოვიყვანეთ ხელოსნები და მოგვთხოვეს 15-20 ათასი ლარი უნდა ამ კედლის ამოყვანასო. საიდან ეს ფული. ვითხოვთ თვითმმართველობისგან საძირკველის გამაგრებას ან რამეს, რომ ნგრევაში არ მოყვეს ეს სახლი. გვეშინია, რომ ვიღაც მოყვება. მინმე ხომ უნდა დაინტერესდეს?! ვინც ახლა რემონტს აკეთებს იმასთან საქმე არ მაქვს მე, იმათ არ ჩამოუნგრევიათ“, - ამბობს თენგიზ კაპანაძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ კაპანაძეების წერილზე პასუხი წერილობით უკვე გაგზავნილია: „წერილი გაგზავნილია, შეიძლება ფოსტით ჯერ არ მისვლიათ“.

რაც შეეხება საძირკველის გამაგრებას, მერიაში ამბობენ, რომ კერძო საკუთარების მშენებლობა მათ პასუხისმგებლობაში არ არის. გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, პირველ სართულზე არსებული სავაჭრო ობიექტის მეპატრონემ თავისი ნებით გამოთქვა კედლის გამაგრების სურვილი.

„აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით მოქალაქემ განცხადებით მიმართა მუნიციპალიტეტის მერიას. საკითხის შესწავლისა და მდგომარეობის ადგილზე გაცნობის შემდეგ, კოსტავას #19-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთი ბინის მესაკუთრემ, რომელიც საკუთარ ფართში სარემონტო სამუშაოებს აწარმოებს, გამოთქვა მზადყოფნა, რომ პრობლემის მოგვარებას საკუთარი ძალებით უზრუნველყოფდა. ჩვენი ინფორმაციით, საერთო სარგებლობის კედლის გამაგრებითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს“, - აცხადებენ ახალციხის მერიაში.

მიუხედვად იმისა, რომ კოსტავას N17-N19-ში მდებარე საცხლოვრებელი სახლი დაახლოებით ორ საუკუნეს ითვლის, იგი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ძეგლთა ნუსხაში შეტანილი არ არის.

‘ორსაუკუნოვანი სახლი ჩაინგრევა და ხალხსაც მოიყოლებს’ - ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ

‘ორსაუკუნოვანი სახლი ჩაინგრევა და ხალხსაც მოიყოლებს’ - ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნგრევის პირას მყოფი ორსაუკუნოვანი სახლის მეპატრონეები 10 წელია დახმარებას უშედეგოდ ითხოვენ
‘მეშინია ბავშვები არ მოყვნენ’ - აბასთუმანში ისტორიული სახლები ინგრევა
ახალციხეში საცხოვრებელი სახლი გაძარცვეს
ადგილობრივები: "სამშენებლო სამუშოების გამო სახლის კედელი ჩამოინგრა"
სოფელ კიკიბოში სამ ოჯახს სახლი ენგრევა
ახალციხეში ორსაუკუნოვანი ისტორიული სახლი ნგრევის პირასაა
ახალციხეში სახლი გაქურდეს