FM97.5 / LIVE

ჯავახეთის თემა სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში

მთავარიპოლიტიკა 30.04.2012
6 მაისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ჯავახეთის თემა ორი პარტიის საარჩევნო პროგრამებში ფიგურირებს, თუმცა, ამ თემას წინასაარჩევნო კამპანიის დროს სხვა პარტიებმაც არაერთხელ მიმართეს

სომხეთის მეხუთე საპარლამენტო არჩევნებში რვა პარტია და ერთი კავშირი მონაწილეობს. პარტიები: ’’მემკვიდრეობა’’, ’’დაშნაკცუცუნ’’, ’’აყვავებული სომხეთი’’, ’’სომხეთის რესპუბლიკური პარტია’’, ’’სომხეთის დემოკრატიული პარტია’’, ’’სომხეთის კომუნისტური პარტია’’, ’’გაერთიანებული სომხები’’, ’’ორინაც ერკირ’’ და აგრეთვე სომხეთის ეროვნული კონგრესი. წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის მოზიდვას ყველა სუბიექტი სხვადასხვა პროგრამებით და განცხადებებით ცდილობს.

საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომხები რამდენიმე წელია რაც რუსეთში შეუფერხებლად გამგზავრებისა და მუშაობისთვის სომხეთის ორმაგ მოქალაქეობას ღებულობენ. ამას ცდილობენ არამხოლოდ მამაკაცები, რომლებიც სამუშაოდ მიდიან, არამედ მათი ოჯახის წევრებიც. ასევე ის პირები, ვისაც რუსეთში ნათესავები ჰყავს.

ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს სომხეთის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვთ. ამის გამო, საპარლამენტო არჩევნებში ჯავახეთის საკითხს პარტიები ხშირად იყენებენ. პარტიების - ’’დაშნაკცუცუნი” და ’’მემკვიდრეობა’’ პროგრამებში ცალკე პუნქტებიცაა გამოყოფილი.

- ’’დაშნაკცუცუნი’’ დაიცავს ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური სომხების უფლებებს’’, - აცხადებენ პარტიის წარმომადგენლები აგიტაციისას. პარტიის საარჩევნო პროგრამაში კი ვკითხულობთ: ’’სომხეთსა და საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების გაძლიერება და შემდგომი განვითარება განპირობებულია პატივისცემით, ადამიანთა უფლებების უზრუნველყოფით და უსაფრთხოებით, როგორც ქვეყნის სრულყოფილი მოქალაქეების, მათი კულტურის, ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური უფლებების დაცვით საქართველოში’’.

პარტია "მემკვიდრეობა" აცხადებს, რომ მისი მიზანია ჰქონდეს მეზობლური ურთიერთობა და მტკიცე თანამშრომლობა საქართველოსთან და ამ თანამშრომლობას ხედავს ეროვნული და პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტაში.

- ’’სომხეთის რესპუბლიკური პარტია’’ და პარტია ’’აყვავებული სომხეთი’’ ჯავახეთის საკითხს პროგრამაში არ იყენებენ. თუმცა, მათ რიგებში არიან ჯავახეთში დაბადებული ადამიანები, რომლებიც აკეთებენ განცხადებებს ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური სომხების უფლებების დაცვაზე. მათ ორმაგი მოქალაქეების მხარდაჭერის იმედი აქვთ.

პოლიტოლოგი ნარეკ გალსტიანი მიიჩნევს, რომ ჯავახეთის თემის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებას აზრი არ აქვს და არასასურველია: ’’ამ პრობლემას სახელმწიფო მიდგომა სჭირდება. ყველაზე მეტი, რაც პარტიებს შეუძლიათ, ამ საკითხის ეროვნულ საბჭოში განხილვაა, მაგრამ აქედან არ იქნება არანაირი სარგებელი. სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობაში ჯავახეთის სომხების პრობლემა უკვე არსებობს’’.

სომხეთში 6 000-ზე მეტი ეთნიკური სომეხია, რომლებიც საქართველოდან მუდმივად საცხოვრებლად გადავიდნენ. ჯავახეთის თემით პარტიები მათი ხმების მოპოვებასაც ცდილობენ.

ანდრანიკ ტანგამიანი წარმოშობით ჯავახეთიდანაა, ამჟამად კი სომხეთში ცხოვრობს. იგი ამბობს, რომ ამ თემით თითქმის ყველა პარტია მანიპულირებს: ’’მათ ესმით, რომ მოწოდებებით ეს პრობლემა არ მოგვარდება და უფრო მეტ ზიანს მოიტანს. ეს მოწოდებები უკვე პოპულიზმად გადაიქცა, ამომრჩევლის მოსასყიდად. ეს იმ დროს, როცა თვითონ სომხეთშია უფრო სერიოზული საკითხები მოსაგვარებელი, ესენია: ბარიერი საზღვარზე გამშვებ პუნქტებში, ჯავახეთის სომხების ბინებში რეგისტრაცია და უკეთესი იქნება თუ ამ პრობლემებს გადაწყვეტენ, რომ გვჯეროდეს მათი ნათქვამის’’.

ჯავახეთში მცხოვრები ორმაგი მოქალაქეები ჯავახეთის თემის გამოყენებას საარჩევნო მიზნებისთვის შეუსაბამოდ თვლიან.

- ’’ჯავახეთის სომხები სომხეთის მოქალაქეობას იღებენ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ რუსეთში პურის ფული გააკეთონ. მცდარია ამ საკითხის არჩევნებში გამოყენება’’, - გვეუბნება არსენა, რომელსაც ასევე ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

კიდევ ერთი ორმაგი მოქალაქე ახალქალაქიდან, აშოტი, ამბობს, რომ რეალურად პრობლემებს არცერთი პარტია არ გადაწყვეტს: ’’რაიმე პოზიტიური ცვლილების მოლოდინი უაზროა. დღეს, სომხეთის ერთადერთი გზა ზღვისკენ საქართველოზე გადის და ეს ძლიერი იარაღია, რის გამოც სომხეთის რესპუბლიკა აიგნორებს ჯავახეთის პრობლემას’’.

ექსპერტი პოლიტოლოგი სერგეი მინასიანი ფიქრობს, რომ სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ჯავახეთში რაიმე ცვლილებას არ მოახდენს.

- ’’სინამდვილეში, არჩევნების შემდეგ სერიოზული ცვლილებები არ იქნება. არა მგონია მოქალაქეებმა, წარმოშობით ჯავახეთიდან, შეძლონ გააგრძელონ სერიოზული მოღვაწეობა ან შეეცადონ ამ საკითხებზე სომხეთის ახალ პარლამენტში გავლენა მოახდინონ’’, - ამბობს ანალიტიკოსი.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები  იმართება
ეთნიკურ სომხებს საქართველო–სომხეთის საზღვარზე შემოსვლისას პრობლემები ექმნებათ
ორმაგი მოქალაქეობა – ჩიხი თუ გამოსავალი
‘საქართველოდან ჰუმანიტარული დახმარების სომხეთში გაგზავნის პრობლემა არ არსებობს’ -  საელჩო
ფაშინიანის ბლოკმა ამომრჩეველთა 70%-ის მხარდაჭერა მოიპოვა
სამცხე–ჯავახეთში მცხოვრები სომეხი მოქალაქეების ცხოვრებით სომხეთის ელჩი დაინტერესდა
21 სექტემბერი სომხეთის დამოუკიდებლობის დღეა