FM97.5 / LIVE

„ენერგო–პრო–ჯორჯია“ მაღალმთიან დასახლებებში სუბსიდირების საკითხს ეხმაურება

მთავარისიახლე 06.03.2017
„ენერგო–პრო–ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ მაღალმთიან სოფლებში ელექტრო ენერგიაზე სუბსიდიით სარგებლობასთან დაკავშირებული პრობლემები მათ გამო არ შექმნილა.

„ენერგო–პრო–ჯორჯია“ მაღალმთიან დასახლებებში სუბსიდირების საკითხს ეხმაურება
„ენერგო–პრო ჯორჯია“ „სამხრეთის კარიბჭეში“ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება და აცხადებს, რომ მაღალმთიან სოფლებში დენის გადასახადის სუბსიდირების პრობლემასთან კავშირში არ არის.

„ეს პროცესი რეგულირდება საქართველოს მთავრობის N418 დადგენილების მიხედვით. ჩვენი ვალდებულება კომპანიის მხრიდან სრულად გვაქვს შესრულებული. არანაირი შეფერხება ამ პროცესში ჩვენი მხრიდან არ ყოფილა“, – განაცხადა კომპანია „ენერგო–პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ავთანდილ დვალიშვილმა.

მისივე თქმით, „ენერგო–პრო ჯორჯია“ საოციალური მომსახურების სააგენტოდან მიღებულ სუბსიდიას, ამავე სააგენტოს მონაცემების მიხედვით რიცხავს.

“ბრალდებასავით გამოდის. აქ დამნაშავე კომპანია არ არის. სახელმწიფო, ამ შემთხვევაში სააგენტო, ვის მონაცემსაც მოგვაწვდის, იმას ერიცხება სუბსიდია. ჩვენ ვართ მხოლოდ გამტარი. მაღალმთიან დასახლებაში ვინ ითვლება ამას წყვეტს სახელმწიფო. ჩვენ ზუსტი მონაცემი არ გვაქვს, შესაბამისად, ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სტრუქტურებს ვაცნობეთ წინასწარ, ამიტომ ჩვენი პასუხისმგებლობა არანაირად არ არის“, – ამბობს ავთანდილ დვალიშვილი.

შეგახსენებთ, რომ „სამხრეთის კარიბჭემ“ სტატია სახელწოდებით „მაღალმთიან სოფლებში ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათით ყველა ვერ სარგებლობს“ 3 მარტს გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მაღალმთიან დასახლებაში ელექტროენერგიის სუბსიდიის დარიცხვას აბონენტების პირადი ნომრების არარსებობა აფერხებს. „ენერგო–პრო ჯორჯიაში“ კი აცხადებენ, რომ მათ აბონენტის პირადი ნომერი არ სჭირდებოდათ და შესაბამისად, არც ბაზა აქვთ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მაღალმთიან სოფლებში ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათით  ყველა ვერ სარგებლობს
‘დროულად დაფარეთ დავალიანება’ - ენერგო-პრო ჯორჯია
5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'
ბორჯომში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა
'ენერგო-პრო ჯორჯიას' ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
ახალციხეს დენის მიწოდება აღუდგა