FM97.5 / LIVE

ეზოს კეთილმოწყობის იმედად დანგრეული სათავსოები

მთავარიეკონომიკა 28.03.2013
”ხუთსართულიანების” დასახლებაში მოსახლეობამ მიწის ნაკვეთები და სათავსოები ეზოს მოწესრიგების იმედად დაანგრია. რას დაჰპირდა წინა ხელისუფლება კოსტავას ქუჩაზე მცხოვრებთ და რას ითხოვენ ისინი ახალი ხელისუფლებისგან

ეზოს კეთილმოწყობის იმედად დანგრეული სათავსოები

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე მცხოვრებ ნორა მელიქიძეს რამდენიმე თვეა მეზობლებთან უკმაყოფილება აქვს. მისი თქმით, მეზობლებმა მრავალწლიანი კაკლის ხე მოუჭრეს.

- ”შემოდგომაზე უბანში ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები მოვიდნენ და ეზოს კეთილმოწყობას დაგვპირდნენ. ჩვენ კი ამისთვის ”სარაიები” უნდა მოგვენგრია და ბოსტნები დაგვეთმო. მე ჩემი ბოსტნის ღობე მოვანგრიე, მაგრამ ხეს არ ვჭრიდი, - იხსენებს ნორა მელიქიძე და ამატებს, რომ კაკლის ხე მეზობლებმა მოჭრეს: როგორღაც შევეგუე, ვიფიქრე, თუ ეზოს გააკეთებენ ამ დათმობაზე წავალ მეთქი. მაგრამ მას მერე აღარავინ გამოჩენილა”.

ადგილობრივების თქმით, ეზოს მოწესრიგებას ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატი ვაჟა ჩიტაშვილი დაჰპირდა.

- ”ვაჟა ჩიტაშვილი არჩევნების წინა პერიოდში იყო მოსული და გვითხრა, რომ თუ ჩვენ ბოსტნებს და ”გარაჟებს” მოვანგრევდით, ეზოებს გაგვიკეთებდნენ. მაგრამ აღარავინ ჩანს”, - ამბობს მზია კუბლაშვილი.

ამავე ქუჩაზე მცხოვრები მერაბ ზურაბაშვილი ამ ფაქტს წინა ხელისუფლების არჩევნებში დამარცხებას უკავშირებს: ”ნაციონალები” საბავშვო სკვერების გაკეთებას დაგვპირდნენ, თუმცა ამის შემდეგ ხელისუფლება შეიცვალა და რა იქნება არ ვიცი. გვინდა, რომ ეზოები მოგვიწესრიგონ და ამას ახალ ხელისუფლებასაც ვთხოვთ”.

ადგილობრივები ამბობენ, რომ დაპირება მხოლოდ სიტყვიერი იყო და კონკრეტული პროექტი არავის უნახავს.

- ”წინა მთავრობის წარმომადგენლებისგან ვიცით, რომ ჩვენი ქუჩის #179-ე კორპუსის წინ სათამაშო მოედანი უნდა გაკეთებულიყო, #184-ე კორპუსის წინ ავტომანქანების სადგომი, ხოლო ჩემი (191-ე) კორპუსის წინ საბავშვო სკვერი. ხალხს ავტოფარეხები დაანგრევინეს და ახლა ამ ადგილებზე საშინელი ანტისანიტარიაა”, - ამბობს მერაბ ზურაბაშვილი.

კოსტავას ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ კონკრეტული განცხადებით ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის არ მიუმართავს.

ეგრეთ წოდებული ”ხუთსართულიანების” დასახლებაში, იმ ადგილებზე სადაც მოსახლეობამ ავტოფარეხები დაანგრია და ბოსტნები გააუქმა ახლა ნაგავი და საყოფაცხოვრებო ნარჩენები იყრება. რაც ადგილობრივებს დამატებით პრობლემას უქმნის.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და არც პროექტი უნახავთ. თუმცა, ყველა პროექტი, რომელიც წინა ხელისუფლების პერიოდში დაიწერა და კანონიერად ხორციელდებოდა, აუცილებლად გაგრძელდება.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატი ვაჟა ჩიტშვილი ამბობს, რომ მოსახლეობას ეზოების კეთილმოწყობას ნამდვილად დაჰპირდა.

- ”დაპირება ნამდვილად იყო, თუმცა ახლა უმცირესობაში ვართ. ამ საკითხზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარომადგენლებს გავესაუბრებით და შევეცდებით, რომ საკითხი დადებითად გადაწყდეს და სამუშაოები ისევ გაგრძელდს. ამ უბანში ბევრი ოჯახი ცხოვრობს და მათ ნამდვილად სჭირდებათ მოწესრიგებული ეზო”, - განაცხადა ვაჟა ჩიტაშვილმა

[ნინო ზედგინიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში, ’ხუთსართულიანებში’, ბავშვებს სათამაშო ეზო ნაგავსაყრელად უქციეს


ზარზმელის  ქუჩის #55–ში მცხოვრებლები ეზოს მოწესრიგებას ითხოვენ
კოსტავას ქუჩაზე სასმელი წყალი კორპუსის ეზოს ტბორავს
ვაჟა ჩიტაშვილი: ჩვენ დავკარგეთ 4 წელი, მაგრამ არ დაგვიკარგავს იმედი
ივერიელის კორპუსი დანგრევის პირასაა
ვაჟა ჩიტაშვილმა ფრაქცია შეიცვალა
ვაჟა ჩიტაშვილი: ”აქციების მოტრფიალე არ ვარ”