FM97.5 / LIVE

ფარავნის მცხოვრებლები მიწების დაბრუნებას ითხოვენ

მთავარიეკონომიკა 26.07.2013
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარავნის მცხოვრებლები იმ სასოფლო-სამეურნეო მიწების დაბრუნებას ითხოვენ, რომელსაც წლების განმავლობაში ისე ამუშავებდნენ, რომ მისი იჯარით გაცემის შესახებ არაფერი იცოდნენ.

ფარავნის მცხოვრებლები მიწების დაბრუნებას ითხოვენ
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარავნის 40-მდე მცხოვრები დღეს ფარავნიდან ახალციხეში, მხარის გუბერნატორთან შესახვედრად ჩამოვიდა. ადგილობრივები მხარის რწმუნებულისგან დახმარებას ელიან. ისინი ამბობენ, რომ სამი დღის წინ შეიტყვეს, რომ მიწა, რომელსაც სათბად და საძოვრებად იყენებენ, 2001-2002 წლებში იჯარით გაუციათ.

„მოვიდნენ და გვითხრეს, რომ ეს მიწები ჩვენ არ გვეკუთვნის, 2001-2002 წლებში გაუციათ იჯარით. ჩვენი მიწები ჩვენ უნდა დაგვრჩეს! ჩვენი მოთხოვნაა ან მოგვყიდონ, ან იჯარით მოგვცენ“, - ამბობს ფარავნის ერთ-ერთი მცხოვრები ანთრანიკ ეზოიანი.
ფარავნის მცხოვრებლებს მხარის რწმუნებული სამსახურში არ დახვდა.

„დაგვირეკა და გვითხრა, რომ ახალქალაქშია. წავალთ და დაველაპარაკებით. უნდა, გავარკვიოთ ვის ეკუთვნის ეს მიწები და დაგვიბრუნებენ თუ არა“, - აცხადებს ნაირი მკრტჩიანი.

ახალციხეში ჩამოსულმა ფარავნის მცხოვრებლებმა დღესვე საჯარო რეესტრში იმის გარკვევაც სცადეს, ვინ რა ფართობს ფლობს სადაო ტერიტორიაზე. თუმცა, შეხვედრა არც საჯარო რეესტრში შედგა.

ამ წუთებში ფარავნის მცხოვრებლები ახალქალაქში მიემგზავრებიან. შეთანხმების თანახმად, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან ივანე წიკლაურთან შეხვედრა ახალქალაქში უნდა შედგეს.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გაყინული ფარავნის ტბა [ფოტო]
ფარავნის ჰესის მიმდებარედ  საძოვრები დაიწვა
ფარავნის უღელტეხილზე მოძრაობა თავისუფალია
ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ფარავნის უღელტეხილზე შეზღუდვები დაწესდა
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია