FM97.5 / LIVE

სამხედრო ტექნიკის გამოფენა ახალციხეში [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.05.2017
დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ახალციხეში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საბრძოლო ტექნიკაა გამოფენილი. სამხედრო ტექნიკის გამოფენა თამარაშვილის ქუჩაზე 18:00 საათამდე დარჩება;

სამხედრო ტექნიკის გამოფენა ახალციხეში [Photo]
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე 08:00 საათიდან სამხედრო ტექნიკაა გამოფენილი.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ, ქართული შეიარაღების გამოფენაში მონაწილეობას ორი ქვედანაყოფი იღებს. პირველი ქვეითი ბრიგადის მე–13 მოტორიზებული ბატალიონია, რომელსაც წარმოდგენილი აქვს შეიარაღება, კავშირგაბმულობის საშუალებები და ქართველი ჯარისკაცების აღჭურვილობა.

მეორე კი ლეიტენანტ შოთა ხურციძის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრია, რომელმაც ავტოსადგურის ტერიტორიაზე დამთვალიერებლისთვის ტანკი, ქვეითი საბრძოლო მანქანები, ჰამერის ტიპის ტექნიკა, კავშირგაბმულობის ტაქტიკური მართვის პუნქტი და კვადროციკლი წარმოადგინა.

როგორც, კაპიტანი უჩა მაჩაიძე განმარტავს, ყველა საბრძოლო ტექნიკას თავისი ინსტრუქტორი ჰყავს, რომელიც დაინტერესებულ პირებს ამა თუ იმ ტექნიკისა თუ აღჭურვილობის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას აწვდის.

ავტოსადგურის ტერიტორიაზე განლაგებულ საბრძოლო ტექნიკას, დილიდან ბევრი დამთვალიერებელი ყავს, მათგან ყველაზე მეტი ბავშვია. პატარებმა ჯარისკაცის აღჭურვილობაც მოირგეს და ტანკებზე თუ სხვა ტექნიკაზე ფოტოებიც გადაიღეს.

„ტანკებზეც ვიყავი ასული და ჯარისკაცის ფორმაც მეცვა, ძალიან სახალისოა, მინდა რომ მეც ჯარისკაცი ვიყო!“ – გვეუბნება 7 წლის ლუკა აკოფაშვილი.

ბოლო წლებში, თითქმის ყველა 26 მაისს საბრძოლო ტექნიკის გამოფენას ესწრება ოთიკო ნასყიდაშვილიც: „ყოველ წელს მოვდივარ ხოლმე, ძალიან მიხარია ასეთი გამოფენები, და ჯარისკაცების ფორმების ჩაცმა, კიდე ტანკების დათვალიერება“.

სამხედრო ტექნიკის გამოფენა ახალციხეში [Photo]

სამხედრო ტექნიკის გამოფენა ახალციხეში [Photo]

სამხედრო ტექნიკის გამოფენა ახალციხეში [Photo]

სამხედრო ტექნიკის გამოფენა ახალციხეში [Photo]

სამხედრო ტექნიკის გამოფენა ახალციხეში [Photo]

სამხედრო ტექნიკის გამოფენა ახალციხეში [Photo]

სამხედრო ტექნიკის გამოფენა ახალციხეში [Photo]

სამხედრო ტექნიკის გამოფენა ახალციხეში [Photo]

ზუსტად 91 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა.

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ შეძლო. 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს ხელისუფლებაში მოსულმა ეროვნულმა ძალებმა, 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღადგინეს.

[ლუბა გიორგაძე – ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა
ფოიერვერკი და ცეცხლოვანი შოუ – ახალციხეში საზეიმო ღონისძიებები დასრულდა
ავტოსადგურზე სამხედრო ტექნიკა გამოიფინა
ახალციხეში საბრძოლო ტექნიკის გამოფენა მოეწყო
სამხედრო ტექნიკის გამოფენა ახალციხეში [Photo]
26 მაისს მესხეთში გამართული ღონისძიებები