FM97.5 / LIVE

ფოიერვერკი და ცეცხლოვანი შოუ – ახალციხეში საზეიმო ღონისძიებები დასრულდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.05.2017
დღეს, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები „ახალციხის ციხეზე“ ფოიერვერკითა და ცეცხლოვანი პერფონასის წარმოდგენით დასრულდა.

ფოიერვერკი და ცეცხლოვანი შოუ – ახალციხეში საზეიმო ღონისძიებები დასრულდა
საქართველოს დამოუკიდებლობის 26–ე წლისთავის აღნიშვნა ახალციხეში, „ახალციხის ციხის“ ტერიტორიაზე ადგილობრივი შემსრულებლებისა და ესტრადის მომღერლების გალა კონცერტით დასრულდა.

კონცერტის დასასრულს მსმენელისათვის რომან რცხილაძის ბენდმა იმღერა და ახალციხელებს სოლო კონცერტის ჩატარებასაც დაჰპირდა.

ფოიერვერკი და ცეცხლოვანი შოუ – ახალციხეში საზეიმო ღონისძიებები დასრულდა

ფოიერვერკი და ცეცხლოვანი შოუ – ახალციხეში საზეიმო ღონისძიებები დასრულდა

კონცერტის პარალელურად, „ახალციხის ციხის“ მეორე ნაწილში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მე–12 საუკუნის საქართველო და „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟები გააცოცხლეს და ქაჯეთის ციხის აღების პერფომანსი დადგეს.

„სიმბოლურად ქაჯეთის ციხის აღების სცენას ვაცოცხლებთ, ეს ერთგვარი პერფომანსია დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული და მინიშნება იმისა, რომ ყოველთვის მზად ვართ ჩვენი დამოუკიდებლობა დავიცვათ“,–ამბობს რეჟისორი კახა გოგიძე.

დამოუკიდბლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ფოიერვერკით დასრულდა.

ფოიერვერკი და ცეცხლოვანი შოუ – ახალციხეში საზეიმო ღონისძიებები დასრულდა

ფოიერვერკი და ცეცხლოვანი შოუ – ახალციხეში საზეიმო ღონისძიებები დასრულდა


შეგახსენებთ, რომ 91 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა.

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ შეძლო. 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს ხელისუფლებაში მოსულმა ეროვნულმა ძალებმა, 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღადგინეს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა
26 მაისს მესხეთში გამართული ღონისძიებები
სამხედრო ტექნიკის გამოფენა ახალციხეში [Photo]
რაბათში ‘ქაჯეთის ციხის’ აღების სცენა გაცოცხლდა [Photo]
დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეა
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ახალციხეში კონცერტით დასრულდა