FM97.5 / LIVE

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.05.2019
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 101 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის ქვეყნებმა ცნეს, არსებობა 1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის და ანექსიის გამო შეწყვიტა.ქვეყანამ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ ეროვნულმა მოძრაობამ პიკს მიაღწია. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭო იძულებული გახდა, 1921 წლის 25 თებერვლის გასაბჭოების აქტი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციად ეცნო და უზენაესი საბჭოს არჩევნები დაენიშნა.

1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში ზვიად გამსახურდიას ლიდერობით "მრგვალმა მაგიდამ" გაიმარჯვა.


1991 წლის 31 მარტს უზენაესმა საბჭომ ჩაატარა საყოველთაო რეფერენდუმი შემდეგი კითხვით:"თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?". მონაწილეთა 98.9 %-მა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმში მოსახლეობის 90.3 % მონაწილეობდა.

1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. ამავე წლის 26 მაისს საქართველომ პირველი პრეზიდენტი აირჩია - ზვიად გამსახურდია.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა
დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეა
დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეა
Google საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეა
21 სექტემბერი სომხეთის დამოუკიდებლობის დღეა
ფოიერვერკი და ცეცხლოვანი შოუ – ახალციხეში საზეიმო ღონისძიებები დასრულდა