FM97.5 / LIVE

ავტოსადგურზე სამხედრო ტექნიკა გამოიფინა

მთავარისაზოგადოება 26.05.2014
ახალციხის ავტოსადგურში, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, სამხედრო ტექნიკაა გამოფენილი, რომლის დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ავტოსადგურზე სამხედრო ტექნიკა გამოიფინა
T–72 ერთი ერთეული, QSM–2 ერთი ერთეული, ბეტეერი –80 ერთი ერთეული, ვულფი ერთი ერთეული, ჰამერი ერთი ერთეული, B–ტიპის მანქანა ერთი ერთეული და კვადროციკლი ერთი ერთეული. ნაღმმტყორცნი (60–80–120 მლ), ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი (ფაგოტი) ერთი ერთეული, ნაღმმტყორცნი RPG–7 ერთი ერთეული. სნაიპერული შაშხანა (svd), ავტომატური შაშხანა, სნაიპერული შაშხანა (გალილი), კავშირგაბმულობის საშუალებები (ჰარისის ტიპის) და ჯარისკაცის სრული საბრძოლო აღჭურვილობა – ამ სამხედრო ტექნიკის დათვალიერება მსურველებს დილის 08:00 საათიდან შეუძლიათ.

„დილიდან აქ ვარ და თითქმის ყველაფერი დეტალურად დავათვალიერე, ძალიან მაინტერესებდა რა შეიარაღება აქვთ ჩვენს ჯარისკაცებს“,–ამბობს ადგილობრივი ვანო ხითარიშვილი.

სამხედრო ტექნიკა სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საღამოს 21:00 საათამდე დარჩება.

შეგახსენებთ, დილიდან ახალციხეში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიებები მიმდინარეობს.

ავტოსადგურზე სამხედრო ტექნიკა გამოიფინა

ავტოსადგურზე სამხედრო ტექნიკა გამოიფინა

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში მოქალაქეებმა საბრძოლო მასალა ჩააბარეს
ბორჯომის გამგეობა ბაგის ტიპის 2 ავტომობილს ყიდულობს
ახალციხეში საბრძოლო ტექნიკის გამოფენა მოეწყო
ახალციხეში 26 მაისს აღნიშნავენ
სამხედრო ტექნიკის გამოფენა ახალციხეში [Photo]
მირანგულა ლიპარტელიანი: ქვემო ქართლში ფაროსანას ერთეული შემთხვევები გავრცელებას გამორიცხავს
 ავსტრიული წარმოების სალიანდაგო მანქანებს კაპიტალური შეკეთება ჩაუტარდა ®