FM97.5 / LIVE

გარყვნილი ქმედების ბრალდებით ახალციხეში შუახნის კაცი დააკავეს

მთავარისიახლე, სამართალი 23.05.2017
არასრულწლოვნებთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს ახალციხის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

გარყვნილი ქმედების ბრალდებით ახალციხეში შუახნის კაცი დააკავეს
იმ ბავშვების მშობლები, რომლებთანაც გამოძიების მტკიცებით, ბრალდებული კონტაქტის დამყარებას ცდილობდა, პრესასთან არ საუბრობენ. „ამაზე ლაპარაკი არ მინდა, სადაც საჭირო იყო იქ უკვე ყველაფერი ვთქვი“, – ამბობს ერთ–ერთის მათგანი.

მედიასთან ურთიერთობას არ ერიდებიან მათი მეგობრების მშობლები. ისინი ყვებიან, რომ ბრალდებული ცხრიდან 14 წლამდე ბიჭებს სქესობრივ კონტაქტს ფულის სანაცვლოდ სთავაზობდა.

„ქუჩაში ხვდებოდა ბავშვებს, ატყუებდა, რომ თავის ტელეფონის ნომერი დაავიწყდა და ზარის გაშვებას სთხოვდა. ამგვარი ხერხით მათ ნომრებს იმახსოვრებდა და შემდეგ ურეკავდა. ასე ცდილობდა ბავშვებთან ურთიერთობის გაბმას“, – გვიყვება 12 წლის ბიჭის დედა.

იგი იმ ფაქტს შეესწრო, როდესაც მისი შვილის თანაკლასელმა უცნობი კაცისგან ტელეფონზე შეტყობინება მიიღო: „ჩემთან იყვნენ ბავშვები, ამ დროს მოუვიდა მესიჯი იმ კაცისგან და ძალიან ანერვიულდა. როდესაც ვკითხე ყველაფერს მომიყვა. თურმე, ჩემი შვილი და მისი მეგობარი კაფეში მიდოდნენ, ამ დროს გააჩერა, მათი ნომერი გაიგო და იმის მერე გამუდმებით წერდა“.

მსგავს ისტორიას ყვება ახალციხეში მცხოვრები 14 წლის ბიჭის დედაც: „ცდილობდა პატარა ბიჭები გამოეჭირა, რომლებსაც თავის დაცვის საშუალება არ ექნებოდათ. ჩემი შვილის მეგობარი 14 წლისაა და გამუდმებით წერდა. ერთხელ საჭმელად ისხდნენ, როცა იმ კაცმა დაურეკა. ხმამაღალზე ჩართო ტელეფონი და ყველამ გაიგო, როგორ შესთავაზა მოზარდს სექსუალური ურთიერთობა კონკრეტული თანხის სანაცვლოდ“.

მისი თქმით, მომხდარის შესახებ პოლიციაში ერთ–ერთი ბიჭის დედამ დარეკა: „ძალიან შეგვეშინდა, 13–14 წლის ბიჭები ქალაქში მარტო დადიან. ხან ცურვაზე ხან მასწავლებელთან, სულ შიშში ხომ არ ვიქნებოდით?! სამართალდამცველებმა დროული რეაგირება მოახდინეს, მაშინ აიყვანეს ეს კაცი, როცა ბავშვებთან შეხვედრას ცდილობდა“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141–ე მუხლით წარედგინა, რაც წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან ძალადობის გარეშე გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე.

ახალციხის სასამართლოდან მიღებული ინფორმაციით, დაკავებული ბრალს არც აღიარებს და არც უარყოფს. მას სამცხე–ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი კახა ასპანიძე იცავს, თუმცა იმის გამო, რომ საქმეში არასრულწლოვნები ფიგურირებენ, ის პრესასთან არ საუბრობს. ადვოკატი ამბობს, რომ ამის ნებართვა ჯერ არც ბრალდებულისგან მიუღია.

საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 26 ივნისს გაიმართება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
გარყვნილ ქმედებაში ბარლდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
არასრულწლოვანი გოგონები 37 წლის კაცს გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებენ
გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულთან, შესაძლოა, საპროცესო გაფორმდეს
პროკურატურა: გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულთან საპროცესო არ გაფორმდება
არასრულწლოვნებთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს
ახალციხეში 45 წლამდე ასაკის მამაკაცს ახალგაზრდა ბიჭის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ