FM97.5 / LIVE
ახალციხეში 45 წლამდე ასაკის მამაკაცს ახალგაზრდა ბიჭის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

ახალციხეში 45 წლამდე ასაკის მამაკაცს ახალგაზრდა ბიჭის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

მთავარისამართალი » შემთხვევა 27.05.2014
ახალციხეში შუახნის მამაკაცი ახალგაზრდა ბიჭის გაუაპატიურებაშია ბრალდებული. მომხდარს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო იძიებს.

ახალციხეში 45 წლამდე ასაკის მამაკაცს ახალგაზრდა ბიჭის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ
ბრალდებული დაახლოებით 45 წლის მამაკაცია, დაზარალებულის ასაკი კი დაახლოებით 18 წელია. ბრალდებულიცა და დაზარალებულიც ახალციხის მცხოვრებლები არიან.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებული კვირას, 25 მაისს დააკავეს. მას ბრალი სსკ-ის 138–ე მუხლის პირველი ნაწილით ედება, რაც სექსუალური სახით ძალმომრეობით ქმედებას გულისხმობს და სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6-წლამდე ითვალისწინებს.

დღეს, 27 მაისს ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურული იყო. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

რადგან საქმე სქესობრივ დანაშაულს ეხება, არც დაცვისა და არც ბრალდების მხარე დეტალებზე არ საუბრობს.

„პროცესი დახურული იყო და ბრალდებულთან შეთანხმების გარეშე ვერაფერს გეტყვით“, - გვითხრა ბრალდებულის ადვოკატმა დავით ზარიძემ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

არასრულწლოვნებთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს
ახალციხეში ავარიის გამო დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
9 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს
ნინოწმინდაში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს, პატიმრობა შეეფარდა
ავარიის შედეგად გარდაცვლილის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
ასპინძაში, მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
8 მაისის ღამეს ახალციხეში დაკავებული მამაკაცი დანაშაულს აღიარებს