FM97.5 / LIVE

ოლეგ სანდროშვილი: „ახალციხემ თვითმმართველ ქალაქად ჩამოყალიბების შანსი დაკარგა“

მთავარისიახლე, პოლიტიკა 22.05.2017
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, რომლის დროსაც ქალაქი და თემი გაიყო, მიიჩნევს, რომ რეფორმამ ვერ გაამართლა, მაგრამ არა იმიტომ რომ იდეა ცუდი იყო;

ოლეგ სანდროშვილი: „ახალციხემ თვითმმართველ ქალაქად ჩამოყალიბების შანსი დაკარგა“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც თვითმმართველობის არჩევნებამდე ქალაქის და თემის გაერთიანების საკითხი დღის წესრგიში დადგა. ერთადერთი რაშიც ის დღეს ქალაქ ახალციხის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს სრულად ეთანხმება, არის ის რომ მათ მუშაობას უარყოფითად აფასებს. აქედან გამომდინარე, სანდროშვილი მიიჩნევს, რომ რეფორმამ, რომელიც სამი წლის წინ განხორციელდა ვერ გაამართლა: "იმიტომ კი არა რომ იდეა იყო ცუდი, უბრალოდ, ამ იდეის უშუალო შემსრულებლები, ანუ თივთმმართველობების წარმომადგენლები, გამოდგნენ უნიათოები". სანდროშვილი ამბობს, რომ მათ ვერ, ან არ შეძლეს ბიუჯეტის სწორად დაგეგმვა, ხელოვნურად გაზარდეს შტატები, დაასაქმეს არაპროფესიონალები გაურკვეველი დამსახურებებისთვის, სათანადოთ ვერ იმუშავეს ინვესტიციების მოზიდვის კუთხით: "ასევე ხარჯებში განახორციელეს ისეთი, პროექტები, რომლებიც აშკარად შეიცავდა კორუფციულ ელემენტებს და ა.შ. ყოველივე ამან შექმნა ლოგიკური აზრი, რომ ახალციხეს, როგორც თვითმმართველ ქალაქს ფინანსურადაც და მმართველობითაც დამოუკიდებლად არ შეუძლია არსებობა, რასაც მე ნამდვილად არ ვეთანხმები!" სანდროშვილი დარწმუნებულია, რომ ახალციხეს, როგორც თვითმმართველ ქალაქს თავისუფლად შეუძლია ფურქციონირება, რადგან მას რეგიონში აქვს პირველქალაქობის დიდი ისტორიული წარსული, შესაბამისად გააჩნია პერსპექტივები ტურიზმისა და დასვენების, სპორტის, კულტურის, ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სოციალურ სფეროებში: „თვითმმართველობაზე ექსპერიმენტების ჩატარებას, უკეთესი იქნება თუ მმართველობით ორგანოებში მოიყვანენ პროფესიონალებს, რომლებიც დაკისრებულ ვალდებულებებს კეთილსინდისიერად შეასრულებენ“. საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ დეპუტატებს ქალაქის სტატუსის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ზემოდან მითითებით მიაღებინეს: „დეპუტატების სუსტი და უსაფუძვლო არგუმენტებიდან გამომდინარე, უცხო თვალისთვისაც ნათელია, რომ მათ გადაწყვეტილება საკუთარი შეხედულებით არ მიუღიათ. 100% – ით ვიცი, რომ ეს არ იყო მათი ნება, იმიტომ რომ მეც გავიარე ეს პროცესი. თუმცა მე არცერთი დეპუტატი არ შემიზღუდავს, ყველას მივეცი საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება და უშუალოდ მათი შეხედულებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე“. სანდროშვილი ფიქრობს, რომ დეპუტატების მიერ 19 მაისს გამართულ სხდომაზე დაფიქსირებული პოზიცია ახალციხეში მცხოვრები უმრავლესობის აზრს არ გამოხატავს: "დეპუტატი ვალდებულია ამომრჩევლის უფლებები დაიცვას, ამიტომ მათ გადაწყვეტილებას თუნდაც ამ მიზეზის გამო დადებითად ვერ შევაფასებ". მისივე თქმით, სამი წლის წინ გაყოფის პროცესი რთული იყო და არც ახლა შეერთება იქნება მარტივი: "საკმაოდ შრომატევადი იყო, შეხვედრები გვქონდა სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან, უცხოელ სპეციალისტებთან, სამუშაო ჯგუფებთან და მოსახლეობასთან. ისე მიმაჩნია, რომ გაყოფის პროცესი მაინც დაჩქარებულად მოხდა და ყველა ნიუანსს უფრო დეტალური შესწავლა სჭირდებოდა". საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ შეერთების პროცესი გაყოფის პროცესზე უფრო მტკივნეული იქნება, რადგან ბევრი სამსახური გაუქმდება და არა ერთი ადამიანი უმუშევარი დარჩება: „ტექნიკურად კი მცირედი განსხვავებებით, მუნიციპალიტეტი სამი წლის წინანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება, რაც ვფიქრობ სამუშაო პროცესებს არ შეაფერხებს, რა თქმა უნდა სწორი მართვის პირობებში“. მისი თქმით, რაც არ უნდა იყოს, ახლა მისთვის ყველაზე მტკივნეული ის არის, რომ ახალციხემ თვითმმართველ ქალაქად ჩამოყალიბების და განვითარების შანსი დაკარგა. თუმცა, სანდროშვილი იმედს იტოვებს, რომ უახლოს მომავალში მოვლენები ისევ ქალაქის სასიკეთოდ დიდი ალბათობით სასიკეთოდ განვითარდება. შეგახსენებთ, რომ ქალაქ ახალციხის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, სადაც ქალაქისა და თემის გაერთიანების საკითხს განიხილავდნენ 19 მაისს გაიმართა.სხდომაზე დეპუტატების ურმავლესობამ თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას მხარი დაუჭირა. სხდომა ხმაურის ფონზე ერთ საათს მიმდინარეობდა; [თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

როგორ აფასებენ  NGO-ები ახალციხეში დეპუტატების გადაწყვეტილებას
ახალციხის თემის დეპუტატების უმრავლესობამ ქალაქთან შეერთებას მხარი დაუჭირა
ახალციხის საკრებულომ თემთან შეერთების გადაწყვეტილება მიიღო
ახალციხის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
კენჭისყრა – ვინ დაუჭირა მხარი ქალაქის სტატუსის გაუქმებას [Video]
ახალციხის თემის საკრებულო თემისა და ქალაქის შეერთების საკითხს განიხილავს
საკრებულოს თავმჯდომარე ინვესტიციების მოზიდვას სლოვაკეთში ეცდება