FM97.5 / LIVE

ხმაურით დათმობილი თვითმმართველი ქალაქის სტატუსი [Photo/Video]

მთავარისიახლე, პოლიტიკა 20.05.2017
ახალციხის თვითმმართველობა საკუთარ მუშაობას უარყოფითად აფასებს და აცხადებს, რომ სამი წლის განმავლობაში ქალაქი ვერ განვითარდა; ის რასაც საკრებულო ამ დრომდე ერთხმად კენჭს უყრიდა, ქალაქის სტატუსის გასაუქმებლად მთავარი არგუმენტი გახდა;

ხმაურით დათმობილი თვითმმართველი ქალაქის სტატუსი  [Photo/Video]
ქალაქ ახალციხის საკრებულოს სხდომა, რომელსაც ოპოზიციამ ისტორიული უწოდა, დღეს 19 მაისს 13:00 საათზე დაიწყო და დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. სხდომას მხოლოდ ერთი დეპუტატი, უმრავლესობის წევრი კობა გელაშვილი არ ესწრებოდა.

„თვითმმართველობის რეფორმა აუცილებელია, მეტ უფლებამოსილებებს ვითხოვდით და მეტი რესურსის გადმოცემა გვინდოდა ჩვენთვის“, – ასე დაიწყო დაახლოებით 10 წუთიანი მიმართვა დეპუტატებისადმი საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ. შესაბამისად მისი გამოსვლის პირველი ნაწილი იმაზე საუბარს დაეთმო თუ როგორ გაძლიერდება თვითმმართველობა რეფორმის შედეგად.

ხმაურით დათმობილი თვითმმართველი ქალაქის სტატუსი  [Photo/Video]

როგორც ლომიძემ განმარტა ეტაპობრივად თვითმმართველობებს გადაეცემა სამინისტროების დელეგირებული უფლებამოსილებები, ასევე მათ დაქვემდებარებაში მყოფი უწყებებიც, მაგალითად წყალი, საკანალიზაციო სისტემა და ინფრასტრუქტურა. აქედან გამომდინარე საკრებულოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ თვიმმართველობების მუშაობა ბევრად უფრო ეფექტური იქნება.

„გარდა ამისა მერი ვეღარ მიიღებს ერთპიროვნულად გადაწყვეტილებებს, იგი მოადგილეებს და სამსახურების უფროსებს დასამტკიცებლად საკრებულოს წარუდგენს. ასევე ტერიტორიული ორგანოების ეფექტური მუშაობისთვის შეიქმნება 10–15 კაციანი სათათბიროები“, – აცხადებს ლომიძე.

მისივე თქმით, ქალაქი სამი წლის განმავლობაში ვერ განვითარდა. ამის პირველ მიზეზად მან თემისა და ქალაქის გაყოფის შემდეგ ქალაქის კისერზე დაწოლილი ხარჯები დაასახელა: „საჯარო ობიექტები, რომლითაც სარგებლობს არა მხოლოდ ქალაქის არამედ სოფლის მოსახლეობაც, ვგულისხმობს დასვენების და გართობის ცენტრებს, მაგალითად, მუზეუმს სპორტული მოედნებს სამხატვრო სკოლა და ა.შ. გაყოფის შემდეგ მხოლოდ ქალაქს მათი სუბსიდირება 4 231 600 ლარით დააწვა კისერზე“.

ლომიძის განმარტებით ამ ხნის განმავლობაში ვერ დარეგულირდა ვითარება საბავშვო ბაღებშიც: „100 ბავშვი სოფლიდან ახალციხის ბაღებში დადის და ხელოვნურად აქვთ რეგისტრაციის ადგილები შეცვლილი“.

ხმაურით დათმობილი თვითმმართველი ქალაქის სტატუსი  [Photo/Video]

გაყოფის გამო გართულდა ვითარება ჯანდაცვის სფეროშიც: „უკვე მასიურად სარგებლობს მოსახლეობა ხან თემის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის პროგრამით და ხან კიდე ქალაქის“, – აცხადებს ლომიძე.

მისივე თქმით, ამ დრომდე ვერ მოხერხდა ქალაქისა და თემის საზღვრების გამიჯვნაც. ლომიძე აცხადებს, რომ სამი წლის განმავლობაში ქალაქი ვერ განვითარდა: „ამჟამად 4 531 000 ლარი აქვს გათანაბრებული ტრანსფერით ქალაქს, სოფელს კი ნული, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ხნის განმავლობაში ქალაქს განვითარების საშუალება არ მიეცა“.

ლომიძე აცხადებს რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ქალაქში ინვესტიციაც არ ჩადებულა. თუმცა, მისი მხრიდან მთავარი არგუმენტები, თუ რატომ ვერ გაამართლა ქალაქის და თემის გაერთიანებამ ის საკითხები იყო, რის გამოც ქალაქის თვითმმართველობა სამი წლის განმავლობაში კრიტიკის ობიექტი არა ერთხელ გამხდარა:



საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ გაყოფის შემდეგ ადმინსიტრაციული ხარჯები გაიზარდა, ამის მიზეზი კი მუნიციპალიტეტებში დასაქმებულები არიან. ამ მიმართულებით ლომიძემ ააიპ–ების გაზრდილ რაოდენობაზეც ისაუბრა.

„ეს ანალიზი ვინ გააკეთა?“ – ჰკითხა მოხსენების დასრულების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარეს დავით ლომიძეს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ზურა სადათიერაშვილმა.

„მე“– უპასუხა ლომიძემ.

„თქვენ გააკეთეთ და ასაბუთებთ ახლა, რომ ქალაქის მერია დასაშლელი და გასაუქმებელია?!“ – ჩაეკითხა სადათიერაშვილი.

„დასაშლელი კი არ არის...“ – ეცადა პასუხი გაეცა სადათიერაშვილისთვის ლომიძეს, თუმცა საუბარში, ასაევე, ოპოზიციონერი დეპუტატი მალხაზ გიქოშვილი ჩაერთო: „შემცირდება ბიუჯეტი, ქალაქში ამის შემდეგ ვერაფერი ვეღარ გაკეთდება. დაუშვებელია იმის მტკიცება რომ ასე ბიუჯეტი იგივე იქნება. აბა მთხარით ერთი ბიუჯეტი მეტია თუ ორი?! “ – ამ რიტორიკული კითხვით მან საკრებულოს უმრავლესობის წევრებს სხდომის მიმდინარეობისას არა ერთხელ მიმართა. რაზეც ასევე პასუხი არა ერთხელ მიიღო, რომ თემისა და ქალაქის შეერთებით ბიუჯეტის რაოდენობა არ შემცირდება.



მას შემდეგ რაც დავით ლომიძემ საკრებულოს წევრების პოზიცია მოისმინა, საკითხი კენჭისყრაზე დააყენა, თუმცა არა ისე, როგორც ეს დღის წესრგიში იყო მითითებული.

მან თემისა და ქალაქის გაერთიანებით ახალი მუნიციპალიტეტის შექმნის ნაცვლად, დეპუტატებს მხარდაჭერა ასე სთხოვა: „გთხოვთ ვუყაროთ კენჭი თუ ვინ უჭერს მხარს თვითმმართველობის გაძლიერებას“.

ხმაურით დათმობილი თვითმმართველი ქალაქის სტატუსი  [Photo/Video]

9 მომხრე და 5 წინააღმდეგი – ამ შედეგით უმრავლესობამ ქალაქის სტატუსის გაუქმებასა და თემთან შეერთებას მხარი დაუჭირა. ხუთ მოწინააღმდეგეს შორის, გარდა ოპოზიციონერი დეპუტატებისა ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ბერიძე იყო. მას მიაჩნია, რომ არც გაყოფით და არც შეერთებით მნიშვნელოვნად არაფერი იცლვება. შკითხვაზე, მაშინ რატომ არ დაუჭირა მხარი უმრავლესობის გადაწყვეტილებას გვპასუხობს: "დეპუტატებს ვიღაცა კარნახობს როგორ უნდა მოიქცნენ და იმიტომ".



სხდომის დამთავრების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ მიუხედავად იმისა, რომ სხდომის დასაწიყსში თავადვე ისაუბრა გაზრდილ ააიპ–ებს, კადრებსა და ადმინისტრაციულ ხარჯებზე, მოუზიდავ ინვესტიციებზე და განუვითარებელ ქალაქზე, განაცხადა, რომ თავად თვითმმართველობის მუშაობას დადებითად აფასებს.

საკუთარი გადაწყვეტილება კი იმის შესახებ რომ თემის და ქალაქის გაერთიანება სჯობს დაყოფას, ასე ახსნა:„ახალციხე სოფლის ტიპის ქალაქია“ და მისი საჭიროებები სოფლის საჭიროებებთან მნიშვნელოვნად გადაჯაჭვულია“.



დღევანდელ სხდომას ქალაქის მერი ვლადიმერ ზედგინიძეც ესწრებოდა, თუმცა მას მიმდინარე საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია.

სხდომაზე სამი მოქალაქე და სტუდენტებიც იმყოფებოდნენ. სამიდან ორმა, ომარ ჯაყელმა და მურთაზ ყურმაშვილმა უმრავლესობის პოზიციას მხარი დაუჭირეს.

ხმაურით დათმობილი თვითმმართველი ქალაქის სტატუსი  [Photo/Video]

შეგახსენებთ, რომ მთავრობა 12 თვითმმართველი ქალაქიდან შვიდისთვის სტატუსის გაუქმებას ფიქრობს. ეს ქალაქებია: ოზურგეთი, გორი, ამბროლაური, ახალციხე, თელავი და მცხეთა. დღეს, 19 მაისს ამ ქალაქებისა და ასევე მათი თემების საკრებულოებში გაერთიანების საკითხზე სხდომები იმართება;

[თამუნა უჩიძე, ოთარ აწყურელი – ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის თემის დეპუტატების უმრავლესობამ ქალაქთან შეერთებას მხარი დაუჭირა
კენჭისყრა – ვინ დაუჭირა მხარი ქალაქის სტატუსის გაუქმებას [Video]
ახალციხის თემის საკრებულო თემისა და ქალაქის შეერთების საკითხს განიხილავს
ახალციხის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
ახალციხის საკრებულომ თემთან შეერთების გადაწყვეტილება მიიღო
ახალციხის საკრებულომ  ქალაქის სტატუსის გაუქმებაზე მსჯელობა დაიწყო
თვითმმართველი ქალაქების გაუქმების საკითხზე საკრებულოებს წერილები დაუგზავნეს