FM97.5 / LIVE

თვითმმართველი ქალაქების გაუქმების საკითხზე საკრებულოებს წერილები დაუგზავნეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 16.05.2017
ახალციხის თემისა და ქალაქის საკრებულოები უახლოეს სხდომებზე კენჭს უყრიან საკითხს, უნდა შეერთდეს თუ არა თვითმმართველი ქალაქი და თემი;

თვითმმართველი ქალაქების გაუქმების საკითხზე საკრებულოებს წერილები დაუგზავნეს

რეგიონული განვითარების სამინისტროდან ახალციხის თემის და ქალაქის საკრებულოებმა, გუშინ, 15 მაისს წერილები მიიღეს. სამინისტრო საკრებულოებს სთხოვს თემისა და ქალაქის შეერთების საკითხი განიხილონ და თავიანთი პოზიცია აცნობონ.

„პასუხის დაბრუნების ვადა, მაქსიმუმ, 20 დღე იქნება, საკრებულოები თავად გადაწყვეტენ ამ საკითხს როდის განიხილავენ“, – განაცხადეს რეგიონული განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ქალაქ ახალციხის საკრებულოში ამბობენ, რომ წერილი ამ დროისთვის საკრებულოს თავმჯდომარესთანაა შესული სარეზოლუციოდ: „როდის ჩაინიშნება სხდომა, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. კენჭისყრა გაიმართება და საოქმო ჩანაწერი გაკეთდება. ამ შემთხვევაში აქტი არ გამოიცემა“.

ქალაქის საკრებულოსგან განსხვავებით, თემს სხდომის გამართვის დღე უკვე განსაზღვრული აქვს.

„ამ საკითხზე პარასკევს ვიმსჯელებთ“, – ამბობს ქალაქ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე.

თუმცა სხდომის გამართვამდე ლომიძე საკუთარ პოზიციას აფიქსირებს და ამბობს, რომ თემისა და ქალაქის გაერთიანებას მხარს უჭერს: „მთავარი ისაა, რომ შეერთებით არც თემის და არც ქალაქის ბიუჯეტი არ იცვლება. არ ვიცი უმრავლესობა რას გადაწყვეტს, მაგრამ მე შეერთებას მხარს დავუჭერ“.

იგივე პოზიციას აფიქსირებს ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე: „წერილი დღეს შემოვიდა და ვამუშავებთ. სხვადასხვა არგუმენტებს ვაჯერებთ. ექსპერტებთანაც გავივლით კონსულტაციებს. ბევრი არგუმენტია, რის გამოც შეერთება სჯობს, ამიტომ მე მხარს შეერთებას დავუჭერ“.

ქალაქის და თემის გაერთიანებას უჭერს მხარს ქალაქის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე: „ვიდრე ეს საკითხი ასეთი აქტუალური გახდებოდა, მანამდეც ვაფიქსირებდი ჩემს პოზიციას, რომ თვთმმართველობებში ბევრი ადამიანი დასაქმებული არ უნდა იყოს. ხალხი კერძო ბიზნესში უნდა მუშაობდეს. ამიტომ მხარს შეერთებას დავუჭერ“.

„კადრების ოპტიმიზაცია ააიპ–ების და კიდევ სხვა, ბევრი მიმართულებით შეიძლება. ეს არგუმენტი თემის და ქალაქის შესაერთებლად ვერ იქნება. რაც გაიყო, ასე ერთსაც და მეორესაც მეტი პრობლემა უგვარდება, ხალხიც მეტადაა ჩართული თვითმმართველობების მუშაობაში. არ დავუჭერ მხარს შეერთებას“, – აცხადებს ქალაქის საკრებულოში ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ზურაბ სადათიერაშვილი და ამატებს, რომ ფრაქციაში ყველას ერთი პოზიცია აქვს.

ოპოზიციური ფრაქციის მსგავსად, ამ ეტაპზე ქალაქის და თემის შეერთებას არ ეთანხმება დამოუკიდებელი დაპუტატი შალვა გოგოლაძე: „ვიდრე არგუმენტებს მოვისმენდე, რატომ არის კარგი შეერთება, ასე, უბრალოდ დასმულ შეკითხვაზე გიპასუხებთ, რომ თემი და ქალაქი არ უნდა გაერთიანდეს. ვნახოთ შეერთების დასაბუთებას რითი ეცდებიან, მერე შეიძლება დავფიქრდე“.

ქალაქის საკრებულოს დეპუტატი უმრავლესობიდან გელა პეტაშვილი კი საკუთარ პოზიციას სხდომამდე არ აფიქსირებს: „ჯერ თავს შევიკავებ“.
სხდომის გამართვამდე პრესასთან საუბრისგან თავს იკავებენ ახალციხის თემის საკრებულოში „ოცნების“ დეპუტატები.

„საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამის შესახებ საკუთარ აზრს სხდომაზე დააფიქსირებენ, ახლა საუბარი არცერთს სურს“, – გვითხრა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ნათია ყურმაშვილმა.

უმრავლესობის წევრებისგან განსხვავებით, უკვე ცნობილია თემის საკრებულოში ოპოზიციური ფრაქციების პოზიცია. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ფრაქცია „ევროპული საქართველო“ თემისა და ქალაქის შეერთებას მხარს არ დაუჭერენ.

„ჩვენ თავიდანვე არ გვინდოდა, რომ გაყოფილიყო თემი და ქალაქი, ეს ფულის ტყუილად ხარჯვად მიგვაჩნდა, მაგრამ გაყეს, ამაში დიდი შრომა გაიწია, ახლა კი ისევ აერთებენ. შეერთებას მხარს არ დავუჭერთ“, – აცხადებს ახალციხის თემის დაპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ კობა სანდროშვილი.

„ჩვენი ფრაქცია ერთ აზრზეა, შეერთებას მხარს არ დავუჭერთ“, – ამბობს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე მაკა სუდაძე.
საბოლოოდ რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ საკრებულოების უმრავლესობები, ჯერ უცნობია, თუმცა რაც არ უნდა გადაწყვიტონ მათ, როგორც რეგიონული განვითარების სამინისტროში გვიხსნიან, ეს საერთო შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს.

„მათ პოზიციებს ჯერ მთავრობა განიხილავს, შემდეგ კი ეს საკითხი პარლამენტს გადაეგზავნება. რაც არ უნდა იყოს, საერთო გადაწყვეტილებაზე, უნდა გაუქმდს თუ არა თვთმმართველი ქალაქები, საკრებულოების პოზიცია გავლენას ვერ მოახდენს“, – გვითხრეს რეგინული განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის თემის დეპუტატების უმრავლესობამ ქალაქთან შეერთებას მხარი დაუჭირა
ახალციხის თემის საკრებულო თემისა და ქალაქის შეერთების საკითხს განიხილავს
დღეს საკრებულოები  თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებაზე იმსჯელებენ
კენჭისყრა – ვინ დაუჭირა მხარი ქალაქის სტატუსის გაუქმებას [Video]
ახალციხის საკრებულომ თემთან შეერთების გადაწყვეტილება მიიღო
ახალციხის თემი გაერთიანებაზე: „გაყოფა ზედმეტი ხარჯი იყო“
ახალციხის თემის საკრებულოში ფრაქცია ‘ნაციონალების’ ხელმძღვანელი შეიცვალა