FM97.5 / LIVE

დავით სერგეენკო აბასთუმნის საავადმყოფოს საკითხის შესწავლას გეგმავს

მთავარი 19.03.2013
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ სამინისტრო აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოს საკითხს დაჩქარებული წესით შეისწავლის.

დავით სერგეენკო აბასთუმნის საავადმყოფოს საკითხის შესწავლას გეგმავს
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. კომიტეტის სხდომაზე დავით სერგეენკო კომიტეტის მოწვევით მივიდა.

აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს საკითხი სხდომაზე პარლამენტარმა ბიძინა გუჯაბიძემ დასვა. შეგახსენებთ, რომ გუჯაბიძე საპარლამენტო არჩევნებზე ადიგენის მუნიციპალიტეტში ”ქართული ოცნებიდან” იყრიდა კენჭს.

გუჯაბიძის კითხვაზე, მოხდება თუ არა აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოში ხარისხის კონტროლი, სერგეენკომ განაცხადა, რომ სამედიცინო დაწესებულებების ხარისხის კონტროლი მთელი საქართველოს მასშტაბით, უკლებლივ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში განხორციელდება.

”აბასთუმანს რაც შეეხება, მე დავავალებ, რომ ცალკე შეისწავლონ დაჩქარებული წესით, რადგან აქტუალობა მაღალია. თუმცა, ხარისხის კონტროლი განხორციელდება უკლებლივ ყველა სამედიცინო დაწესებულებაზე. ეს უნდა მოიცავდეს ოთხივე კომპონენტს, რისგანაც სამედიცინო მომსახურება შედგება. ეს არის საკუთრივ შენობა, აღჭურვილობა, პერსონალი და ის რეგულაციები რითიც ისინი მუშაობენ”, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, გასული, 2012 წლის სექტემბერში აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოში მედდა დაავადდა. რით იყო ეს გამოწვეული, გენეტიკური ფაქტორით თუ უსაფრთხოების წესების დარღვევით, საავადმყოფოს დირექტორი ვერ აკონკრეტებდა. პაციენტების ნაწილი ჩვენთან საუბარში საავადმყოფოში პირობების არარსებობას უჩიოდა.

შენობა, სადაც ამჟამად ტუბსაავადმყოფოა განთავსებული 1924 წელს აშენდა. აქ წლების განმავლობაში სანატორიუმი „ზეკარი“ ფუნქციონირებდა. ტუბსაწინაღმდეგო დაწესებულებად კი 6 წელია რაც გადაკეთდა.

დავით სერგეენკო აბასთუმნის საავადმყოფოს საკითხის შესწავლას გეგმავს
აბასთუმნის ტუბსაავადმყოფო

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს ახალი რენდგენის აპარატი აქვს
ასპინძის საავადმყოფოს პრობლემებს სამთავრობო კომისია სწავლობს
დარღვეული წესები თუ შემთხვევითობა
აბასთუმნის სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნამ სექტემბრამდე გადაიწია
ასპინძის საავადმყოფო სახელმწიფო მმართველობაში გადავიდა
როდის დაიწყებს აბასთუმნის სარეაბილიტაციო ცენტრი მუშაობას
რატომ შემცირდა ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი?