FM97.5 / LIVE

ბათუმი-ახალციხის გზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები საპროტესტო აქციებს აანონსებენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 04.05.2017
ბათუმი-ახალციხის გზის მშენებლობაზე დასაქმებულებს, რომლებსაც სამი თვის სახელფასო დავალიანება აქვთ ასაღები, პროტესტის ნიშნად სამუშაო პროცესი ისევ შეჩერებული აქვთ. ხვალიდან, 5 მაისიდან კი, საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

ბათუმი-ახალციხის გზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები საპროტესტო აქციებს აანონსებენ

როგორც „სამხრეთის კარიბჭეს“ ბათუმი–ახალციხის გზის მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშამ თემურ ინასარიძემ განუცხადა, პროტესტს იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე კომპანია კუთვნილ ხელფასებს არ ჩაირიცხავ: „ხვალ აქციებს დავიწყებთ. თუ ვინმე ტექნიკას აამუშავებს, ხელს შევუშლით და მუშაობის უფლებას არ მივცემთ".

მისივე თქმით, ამ დრომდე დამსაქმებელი კომპანიიდან არავინ გამოხმაურებიათ.

სამშენებლო კომპანია "ჩელიაბინსკტრანსსიგნალის” ხელმძღვანელობას, რომელიც ბათუმი–ახალციხის 8.5 კმ–იან გზის მონაკვეთის მშენებლობას ახორციელებს, „სამხრეთის კარიბჭე“ ვერც დღეს დაუკავშირდა. როგორც კომპანიის დირექტორს, ისე საქმის მწარმოებელს, ტელეფონი დღესაც გამორთული აქვთ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმი–ახალციხის გზის მშენებლობაზე დასაქმებული 60–მდე მუშა გუშინ, 3 მაისს გაიფიცა. ისინი ამბობენ, რომ კომპანიას სამი თვის სახელფასო დავალიანება აქვს და არ უხდის. მუშები პროტესტს იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე დამსაქმებელი კუთვნილ ხელფასებს არ დაურიცხავს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბათუმი-ახალციხის გზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები პროტესტს აგრძელებენ
ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებული მუშები დღეს ორი საათით გაიფიცნენ
ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულებს სახელფასო დავალიანება აუნაზღაურეს
ბათუმი–ახალციხის გზის რეაბილიტაციაზე დასაქმებულები პროტესტს წყვეტენ
ბათუმი–ახალციხის გზის მშენებლობაზე დასაქმებულები ამბობენ, რომ ხელფასს არ აძლევენ
ბათუმი–ახალციხის გზაზე  დასაქმებულები  ისევ გაფიცვებს აანონსებენ
რაზე შეთანხმდნენ ბათუმი–ახალციხის გზაზე გაფიცული მუშები და კომპანია