FM97.5 / LIVE

ომბუდსმენი: საზღვრის კვეთის დროს მუსლიმებს დისკრიმინაციულად მოეპყრნენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.05.2017
საქართველოს სახალხო დამცველმა, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიმართვის საფუძველზე, მუსლიმების 'სარფის' საბაჟოზე დაყოვნების საქმე შეისწავლა და პირდაპირი დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი დაადგინა.

ომბუდსმენი: საზღვრის კვეთის დროს მუსლიმებს დისკრიმინაციულად მოეპყრნენ

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინფორმაციით, საქმეში განმცხადებლები (ჯ.ა, ნ.დ და მ.ნ) უთითებდნენ საზღვრის კვეთის დროს შექმნილ თვითნებურ ბარიერებზე, გაუმართლებელ და ხანგრძლივ დაყოვნებებზე, რელიგიური კუთვნილების საკითხებზე დაკითხვებსა და რელიგიური ლიტერატურის ჩამორთმევის განმეორებად შემთხვევებზე საბაჟო გამშვები პუნქტის პასუხისმგებელი პირების მხრიდან.

EMC–ის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციამ განმცხადებლები სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ორი საათის განმავლობაში დააყოვნა, რელიგიურ კუთვნილებასა და თურქეთში ვიზიტის დეტალებთან დაკავშირებით დაკითხა და პირადი მოხმარებისთვის შემოტანილი რელიგიური ლიტერატურის ჩამორთმევით დაემუქრა. საპატრულო შემოწმების საგანი განმცხადებლების რელიგიური კუთვნილება და საქმიანობა მუსლიმად იდენტიფიცირების შემდგომ გახდა. თავის მხრივ, მათი დაყოვნებისა და გამოკითხვის პროცესში სხვა პირები საზღვარს ყოველგვარი გართულებისა და შეჩერების გარეშე კვეთდნენ“.

საქმის შესწავლის პროცესში სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტმა სავიზო/საბაჟო კონტროლის განხორციელებისას ცალკეული გადაცდომების მიღმა სისტემური დისკრიმინაციული პრაქტიკების იდენტიფიცირება მოახდინა და შედეგად დაზარალებული სხვა პირებიც გამოკითხა. მათი გამოკითხვის დროს, მათ შორის გამოვლინდა ქალების ჩხრეკისა (მათ შორის, გაშიშვლების), დაჯარიმების თაობაზე უსაფუძვლო დაშინების, ისლამოფობიურ წინასწარგანწყობებზე დაფუძნებული ენის გამოყენების შესაძლო ფაქტები.

განსახილველ საქმეში სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ განმცხადებლების რელიგიის თავისუფლებაში ჩარევა მათი მიმოსვლის თავისუფლებისა და საკუთრების უფლების შეზღუდვის გზით მოხდა. სახალხო დამცველის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სახელმწიფოსთვის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ნებაყოფლობით გადაცემულ ნივთების ნუსხაში, ყველაზე მცირე რაოდენობით ლიტერატურაა და ისიც მხოლოდ ისლამის შესახებ, მათ შორის, ყურანი. სახალხო დამცველის შეფასებით, რელიგიურ ლიტერატურაზე საკუთრების უფლების ნაბაყოფლობითი დათმობა, ძირითად შემთხვევებში საბაჟო-გამშვები პუნქტის პასუხისმგებელი პირების მხრიდან მუსლიმების მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლისა და არ არსებული ჯარიმების დაკისრების შიშით, ასევე პირადი ხასიათის შეკითხვების დასმის გზით მიიღწეოდა. სახალხო დამცელის განცხადებით, მსგავს სიტუაციებში განმცხადებლებსა და სხვა პირებს საკუთარი რეალური სურვილის საწინააღმდეგოდ უწევდათ მოქმედება, რაც, მათ შორის, რელიგიური იდენტობასთან დაკავშირებული პირადი გამოკითხვების გათვალისწინებით, რელიგიის თავისუფლებით დაცულ შიდა სფეროში ჩარევად უნდა შეფასდეს.

სახალხო დამცველის რეკომენდაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ „შემოსავლების სამსახურს“ საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელებისას რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვისა და შემომსვლელ და გამსვლელ პირთა სავიზო/საბაჟო კონტროლის ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე გატარების უზრუნველყოფა დაევალათ.

ამასთან, უწყებებმა რელიგიური ნეიტრალიტეტისა და თანასწორობის პრინციპების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით თანამშრომლები ეტაპობრივად უნდა გადაამზადონ.


EMC მიმართავს ამ უწყებებს დაუყოვნებლივ მიიღონ ყველა ზომა სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად და აღმოფხვრას საზღვრის კვეთის დროს მუსლიმი თემის რელიგიის თავისუფლების, გადაადგილების თავისუფლებისა და საკუთრების უფლების დისკრიმინაციული შეზღუდვის პრაქტიკები.

EMC –ის ინფორმაციით, ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

• რეკომენდაციის საფუძველზე უწყებების შესაბამისი თანამშრომლებისთვის მკაფიო ინსტრუქციების მომზდება და სისტემაში მათი ეფექტიანი დანერგვა;

• გენერალური ინსპექციის სამსახურების ეფექტიანი ამუშავება დისკრიმინაციის მსგავსი ფაქტების იდენტიფიცირების, რეაგირებისა და შესაბამისი თანამშრომლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით;

• რელიგიური თანასწორობის მხარდაჭერაზე დაფუძნებული თანმიმდევრული საჯარო კამპანიის ორგანიზება, რათა, მათ შორის, მუსლიმი თემისთვის შესამჩნევი გახდეს სახელმწიფო მიდგომების შეცვლა და თანასწორობის მიმართულებით მის მიერ გატარებული ძალისხმევის შედეგები.


[Sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ომბუდსმენი განათლების სამინისტროს მოუწოდებს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევებზე კონკრეტული ღონისძიებები გაატაროს
სახალხო დამცველის აპარატი ჭელაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება
ომბუდსმენი: „სწრაფად გადაწყვიტეთ მოხეში სადავო შენობის კუთვნილების საკითხი“
მოხის მეჩეთი და კომისია  სახალხო დამცველის ანგარიშში
ომბუდსმენი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პრობლემებზე
სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დროებით იზღუდება
EMC და GDI მოხეში სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტს შეისწავლიან