FM97.5 / LIVE

ომბუდსმენი განათლების სამინისტროს მოუწოდებს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევებზე კონკრეტული ღონისძიებები გაატაროს

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 23.09.2017
საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი წინადადებით მიმართა და საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტისა და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევების საფუძველზე კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებისკენ მოუწოდა.

ომბუდსმენი განათლების სამინისტროს მოუწოდებს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევებზე კონკრეტული ღონისძიებები გაატაროს

ომბუდსმენის განცხადებით, ზოგადი წინადადების საფუძველს წარმოადგენს სახალხო დამცველის სახელზე ააიპ „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის (EMC)“ და ააიპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ მიერ შეტანილი განცხადებები, რომელშიც განმცხადებლები მიუთითებენ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეს საჯარო სკოლის დირექტორმა მუსლიმ მოსწავლე გოგონას მოსთხოვა ქალის ტრადიციული მუსლიმური თავსაბურავის (ჰიჯაბის) სკოლაში ტარებაზე უარის თქმა. სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ ამგვარი მოთხოვნა არ გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან და გაუმართლებლად ზღუდავს მოსწავლის რელიგიური იდენტობის გამოხატვის თავისუფლებას.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, "ღსანიშნავია, რომ განხილული განცხადებებიდან ორი შეეხება ისეთ სოფლებს სადაც მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ მუსლიმები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ სოფლებში (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნიგვზიანი და ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი მოხე) უახლეს წარსულში ადგილი ჰქონდა მუსლიმური სალოცავის მშენებლობასთან დაკავშირებულ დაპირისპირებას. განცხადებები ასევე შეეხებოდა თბილისის 158-ე სკოლაში მუსლიმ მოსწავლეთა ინდოქტრინაციას და თერჯოლას მე-2 საჯარო სკოლის მასწვლებლებისა და მოსწავლეების მხრიდან იეჰოვას მოწმეთა წინააღმდეგ, რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებული საპროტესტო აქციაში მონაწილეობის ფაქტებს. აღნიშნული ფაქტებით სახალხო დამცველს ააიპ „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)“ მიმართა".

ზოგადი წინადადებით სახალხო დამცველმა სამინისტროს ასევე მოუწოდა, რომ უფრო დეტალურად შეისწავლოს საჯარო სკოლებში რელიგიური იდენტობის გამოხატვის თავისუფლების (მათ შორის ქალის ტრადიციული მუსლიმური თავსაბურავის (ჰიჯაბის) ტარების) საკითხი და წარდგენილი ზოგადი წინადადების შინაარსის გათვალისწინებით, ჩამოაყალიბოს ყველა საჯარო სკოლისთვის სავალდებულო ერთიანი მიდგომა.

გარდა ამისა, ომბუდსმენი სამისნისტროს მიმართავს, საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვის მიზნით, უზრუნველყოს სკოლის ინფრასტრუქტურაში რელიგიური ატრიბუტიკის არააკადემიური მიზნების გამოყენების პრაქტიკის აღმოფხვრა. ამასთან ერთად, უზრუნველყოს საჯარო სკოლებში სასკოლო საათების დროს რელიგიურ რიტუალში სკოლის მოსწავლეების, ასევე ქრისტიანულ რიტუალებში არაქრისტიანი მოსწავლეების მონაწილეობის სავარაუდო ფაქტების სათანადოდ შესწავლა, შეფასება, დისციპლინური წარმოების დაწყება და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. უზრუნველყოს ტრეინინგები ტოლერანტობის და მულტიკულტურული სწავლების მნიშვნელობის თაობაზე, განსაკუთრებით, რელიგიური ან ეთნიკური თვალსაზრისით არაერთგვაროვან რეგიონებში არსებული სკოლების მასწავლებლებისათვის.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ომბუდსმენი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პრობლემებზე
მოხის საჯარო სკოლის საქმეზე EMC შიდა აუდიტის დასკვნას ასაჩივრებს
EMC და GDI მოხეში სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტს შეისწავლიან
TDI : სამინისტრო მუსლიმი მოსწავლისთვის თავსაფრის ტარების აკრძალვას ამართლებს
TDI მიმართავს განათლების სამინისტროს შეისწავლოს მოხეს სკოლაში მომხდარი
ომბუდსმენი: საზღვრის კვეთის დროს მუსლიმებს დისკრიმინაციულად მოეპყრნენ
დირექტორის რჩევა თუ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია – ხმაური მოხეს სკოლაში [Video]