FM97.5 / LIVE

საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებთან საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 28.04.2017
დღეს, 28 აპრილს, ახალციხეში, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში, ახალციხეში, სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.

საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებთან საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილა

პრეზიდენტის განცხადებით, დოკუმენტი, რომელიც ყოველგვარი კონესუსის გარეშეა შექმნილი, მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის მიერაა ხელმოწერილი. ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც ამ კომისიაში შედიოდა, კომისიის შემადგენლობა დატოვა.

„ამიტომაც დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ხალხის სამსჯავროზე ამ დოკუმენტის გამოტანა და ჩვენი დახმარებით მისი დაბალანსება“, – ამ სიტყვებით მიმართა სტუდენტებსა და პროფესორ–მასწავლებლებს გიორგი მარგველაშვილმა და მათ აქტიურობისკენ მოუწოდა.

პრეზიდენტის განცხადებით, რაზეც პოლიტიკურმა პარტიებმა შეშფოთება გამოთქვეს, ეს არის პარლამენტის არჩევის წესი, რომელიც შინაარსობრივად აცდენილია სამართლიანი არჩევნების ძირითად ფუნდამენტურ პრინციპებს. მისი განცხადებით, საპარლამენტო რესპუბლიკა ეფუძნება ძლიერ პოლიტიკურ პარტებს, ხოლო ამ მოდელის მიხედვით პოლიტიკურ პარტიებს გაუჭირდებათ პარლამენტში პლურალისტულად იყვნენ წარმოდგენილი: „შენარჩუნებულია მაღალი ,5%–იანი ბარიერი, მაშინ, როცა პოლიტიკურ პარტიებს მიაჩნიათ, რომ ბარიერი უნდა იქნას დაწეული. 5%–იანი ბარიერის პარალელურად, პარტიებს ეკრძალებათ ბლოკების შექმნა, რის გამოც ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ“.

მისივე თქმით, წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, ხმები, რომელიც მაღალი ბარიერის გამო გაუნაწილებელი დარჩება, მმართველ პარტიას დარჩება, რაც ასევე არასწორია: „შევხედოთ ამას ამომრჩევლის თვალით: "მე მივედი, მივეცი ხმა X პარტიას, ჩემს მიერ არჩეულმა პარტიამ ვერ გადალახა 5%–იანი ბარიერი, მაგრამ ჩემი ხმა მიდის საერთოდ სხვა პარტიის „ჯიბეში“. ეს ხომ უსამართლობაა. მე ვფიქრობ, არა მარტო პოლიტიკური პარტიებისთვის არის ეს მიუღებელი, არამედ ამომრჩევლისთვისაც“.

საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებთან საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილა

გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის არჩევის წესზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გაუგებარია მისთვის, რატომ ერთმევა პრეზიდენტის არჩევის უფლება ამომრჩეველს: „მომავალი ვერსიით პრეზიდენტს აირჩევენ გარკვეული „ხმოსნები“. ამასთან დაკავშირებითაც არავის არ უთქვამს ჩვენთვის, როგორც მაომრჩევლებისათვის, არავის აუხსნია ჩვენთვის რატომ გვართმევენ ჩვენი ქვეყნის პირველი პირის, ქვეყნის უმაღლესი მთავრსარდლის არჩევის უფლებას“.

მისივე თქმით, საქართველოსნაირ ქვეყანაში, რომელსაც რეალურად ამდენი უსაფრთხოების გამოწვევები აქვს– მთავრსარდლის ფუნქცია ფაქტობრივად გამქრალია: „რეალურად მთავრსარდალს აღარ აქვს ქვეყნის შეიარაღებული ძალების მართვის არცერთი რეალური ბერკეტი. ასეთი ნაბიჯის გადადგმა, თავდაცვის უნარიანობის შესუსტება, ჩემი აზრით სერიოზული პრობლემაა. ჩვენ უნდა ვიაზრებდეთ იმ სირთულეებს, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას და შესაბამისად უნდა ვაძლიერებდეთ თავდაცვისუნარიანობას. არავის აუხსნია ჩვენთვის, მოქალაქეებისთვის, რატომ არ გვაძლევენ უფლებას ავირჩიოთ პრეზიდენტი, არავის აუხსნია რატომ გვიუქმებენ მთავარსარდალს“.

გიორგი მარგველაშვილმა მთავარსარდლის ფუნქცია-მოვალეობებსა და ომის დროს მისი მზაობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი: „წარმოიდგინეთ უმაღლესი მთავარსარდალი, რომელიც, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების თაობაზე, როგორც თითოეული მოქალაქე, იღებს ინფორმაციას სხვადასხვა წყაროებიდან, ასეთი მთავარსარდლის შემთხვევაში იწყება ომი. შედის მთავარსარდალი ამ თქვენს მიერ ნახსენებ თავდაცვის საბჭოში და არც იცის რა უნდა მოიკითხოს, რადგან სამხედრო სპეციფიკასთან არასდროს ჰქონია შეხება - რას გულისხმობს ჯარების მობილიზაცია, რა რესურსი გააჩნია სახელმწიფოს ჯარების მობილიზების და რეზერვის თვალსაზრისით. გამარჯობა, ბატონო პრეზიდენტო, ომია. რას გვეტყვით? აი ჩვენები, აი მტერი და რას იტყვით? - ეს ანეკდოტური სიტუაციაა. პრეზიდენტი იმ მომენტში იწყებს ომზე ფიქრს. წარმომიდგენია ასეთი პრეზიდენტის თავში რა უნდა ტრიალებდეს, საიდან შეხედოს რუკას ესეც პრობლემა იქნება. ამ ვითარების შექმნა საქართველოში, ჩემი აზრით, ძალიან არასწორი ნაბიჯია. ნაბიჯი, რომელიც შეიძლება პოლიტიკური მოტივაციით არის განპირობებული, მაგრამ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის ნამდვილად არ არის სწორი ნაბიჯი“.

მისივე თქმით, არ შეიძლება საქართველოს ჯარის დატოვება მთავარსარდლის გარეშე: „როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ნატოში ინტეგრაციაზე, როდესაც ვსაუბრობთ იმ დიდ გმირობაზე, რომელსაც სჩადიან ჩვენი ჯარისკაცები ყოველ დღე, როგორც საქართველოს თაცვისთვის, ასევე საერთაშორისო მისიებში, არ შეიძლება ამ ჯარის დატოვება მთავარსარდლის გარეშე. სამხედრო სამოქალაქო ურთიერთობების კლასიკური გაგებით, ჯარის ნებისმიერი გადაადგილება რამდენჯერმე გადამოწმებული უნდა იყოს. ამ ვერსიაში პრემიერ-მინისტრს აქვს მშვიდობიანობის პერიოდში ჯარების გადაადგილების უფლება ისე, რომ არ უნდა გადამოწმდეს ეს განკარგულება საკანონმდებლო ორგანოს მიერ. ეს, თავის მხრივ, არის თავდაცვისუნარიანობის კუთხით არასწორი მიდგომა”.

პრეზიდენტმა იმ დადებით მხარეებზეც ისაუბრა, რომელიც ახალი ვერსიის კონსტიტუციაშია ჩადებული: „ჩადებულია მუხლი, რომელიც აძლევს შესაძლებლობას პარლამენტში 50 დეპუტატს შექმნას საპარლამენტო კომისია, ეს ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია და ეს პარლამენტის ფუნქციონირებაში საინტერესო პრეცენდენტებს გააჩენს. თუმცა, ამასთან ერთად, მთავარი და ძირითადი რაც გააძლიერებდა პარლამენტს, რაც იქნებოდა ბევრი საკითხის გადამწყვეტი, ორპალატიანი პალამენტია. სამწუხაროდ, ამ კონსტიტუციაში არ არის მოაზრებული“.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, თემები, რომლებიც მთავრობას ეხება, კონსტიტუციის ახალი ვერსიით ბოლომდე დაბალანსებული არ არის: „ყველა მაღალ, ძლიერ ინსტიტუტს უნდა ჰქონდეს თავისი დამბალანსებელი, გამაკონტროლებელი მეორე ინტიტიუტი. წარმოდგენილ კონსტიტუციაში ეს დაბალანსება ფაქტობრივად ვერ ხორციელდება ეფექტური მექანიზმით“.

მისი თქმით, სწორედ ეს საკითხები აწუხებს როგორც პოლიტიკურ პარტიებს , ასევე საზოგადოებას: „გამომდინარე იქიდან, რომ სამწუხაროდ საკონსტიტუციო კომისიამ დაასრულა თავისი ფუნქციონირება ნულოვანი კონსესუსით, ჩვენ უნდა ჩვენი შეხედულებები და მოსაზრებები დავახმაროთ, რომ მათ უფრო დახვეწილი დოკუმენტი მიიღონ“.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველოს პრეზიდენტი სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტს სტუმრობს
ირაკლი კობახიძე: 'პრეზიდენტმა დაიწყო კამპანია საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ'
პრეზიდენტი: არასდროს მითქვამს, რომ მეორე ვადაზეც ვაპირებ კენჭისყრას
პრეზიდენტმა კონსტიტუციის პროექტს ვეტო დაადო
'ლელო' პრეზიდენტის განცხადებაზე – 'დაუყოვნებლივ მოუხადოს ბოდიში თითოეულ ჯარისკაცს'
ხვალიდან  საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა იწყება
საქართველოს ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა