FM97.5 / LIVE

ირაკლი კობახიძე: 'პრეზიდენტმა დაიწყო კამპანია საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ'

მთავარისიახლე, პოლიტიკა 28.04.2017
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომრე პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვას ეხმაურება. ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა და პოლიტიკურმა პარტიებმა დაიწყეს კამპანია საკონსტიტუციო კომისიისა და პარლამენტის წინააღმდეგ.

ირაკლი კობახიძე: 'პრეზიდენტმა დაიწყო კამპანია საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ'

დღეს, 28 აპრილს, პრეზიდენტის არჩევის წესზე საუბრისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება შედგა როგორ დაგეგმონ კამპანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

”უმრავლესობის შეკრება შედგა, სადაც ჩვენ განვიხილეთ უპირატესობები და ნაკლოვანებები, სხვადასხვა საარჩევნო რეგულაციები პრეზიდენტთან დაკავშირებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სისტემურად ბევრად მნიშვნელოვანია არაპირდაპირი არჩევნები. იქ დაისვა კითხვა, თუ რისთვის ვატარებთ გაისად პირდაპირ არჩევნებს. განვმარტეთ, რომ აქ საუბარი იყო პოლიტიკურ კომპრომისზე პოლიტიკურ სუბიექტებთან და პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც ამ საკითხზე საუბრობდნენ. ვთქვით, რომ თუ პოლიტიკურ კომპრომისს ადგილი არ ექნება, პირდაპირ გადავალთ იმ საარჩევნო სისტემაზე, რომელიც მიგვაჩნია სწორად. ჩვენ ჯერ კიდევ დიდი იმედი გვაქვს, რომ კომპრომისს აზრი არ დაეკარგება, თუმცა არის კონკრეტული პროცესები, რომლებიც საპირისპიროზე მიუთითებს. სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმა დაიწყო მთელი კამპანია საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ, რომელიც გრძელდება. ეს კამპანია, როგორც ჩანს, გაგრძელდება პარლამენტის წინააღმდეგ. ბოლოს შედგა შეხვედრა ადმინისტრაციის უფროსსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის, სადაც ისინი შეთანხმდნენ, თუ როგორ უნდა დაგეგმონ კამპანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. თუ ასეთი კამპანია გაგრძელდება, კომპრომისი აზრს დაკარგავს და გადავა იმ სისტემაზე, რომელიც ჩვენი აზრით არის სწორი”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საარჩევნო კამპანია ოფიციალურად 8 ივნისს დაიწყება
პრეზიდენტი: არასდროს მითქვამს, რომ მეორე ვადაზეც ვაპირებ კენჭისყრას
8 ივნისიდან წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო
‘ვესაუბრებით ამომრჩეველს’ – ცესკოს საინფორმაციო კამპანია ახალციხეში
დღეიდან წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო
საქართველოს რეგიონებში ამომრჩეველთა საინფორმაციო კამპანია იწყება
'ვესაუბრებით ამომრჩევლებს' – საინფორმაციო კამპანია ახალციხეში