FM97.5 / LIVE

ენის სტატუსი -გამოხმაურება სოციალურ ქსელებსა და ფორუმზე

მთავარიპოლიტიკა 16.03.2013
”რესპუბლიკელების” მოთხოვნას სომხური ენისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭების შესახებ აქტიურად განიხილავენ სოციალურ ქსელებსა და ფორუმზე.

ენის სტატუსი -გამოხმაურება სოციალურ ქსელებსა და ფორუმზე

”ახალქალაქელი სომხები კომუნისტების დროიდან მოითხოვენ არა მარტო ენის სტატუსის შეცვლას, არამედ სომხეთთან მიერთებასაც. დღეს მომსწრე ვართ ”ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან სეპარატისტული განცხადებების წახალისების და შემდეგ ტირაჟირებისა, რომლის მებაირახტრედ ფორუმზე DIDGORI-GEO-ა. ეს ყმაწვილი (თუ გოგონა) სისტემატიურად ეწევა ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი თემებით სპეკულაციას ნაცმოს ინტერესების სასარგებლოდ”.

”ვერ.....ეღირსებიან ვერც...რესპუბლიკელები....ვერც...ჯავახკელები”

”რა ხდება ქოცებო? მიშამ ეს ინიციატივა ყველა ჯერზე უკუაგდო 9 წლის მანძილზე,ეხლა კი როგორც ჩანს მის გატანას ცდილობს ”ოცნება” და კერძოდ ”რესპუბლიკელები” ამ ფონზე ქოცებო მიშა არის არა სომეხი?”

”თუ სიმართლეა და საკრებულომ, რომლის მოვალეობაა სახელმწიფო წყობისა და ინტერესების დაცვა და გატარება ნამდვილად მიიღო ზემოაღწერილი მიმართვა. თუ ამას არ მოყვა შესაბამისი უმკაცრესი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან, თუ სასწრაფოდ და უმკაცრესად არ დაისაჯნენ ოცნებისა და ივანიშვილის გინება მერე ნახეთ. მაგრამ ეს მაშინ ,,თუ" ეს ასეა”.

”სხვა გზა არაა, უნდა მივანიჭოთ კეთილმეზობლური ურთიერთობების გამყარებისთვის”

”არაფერი საპროტესტო ამაში არაა. საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება ენათა ევროპულ ქარტიასთან მიერთების და ეს მოთხოვნაც სწორედ ამ ფარგლებში იქნა გაჟღერებული. ნაციონალების მმართველობისას არ დაადგა საშველი მის რატიფიკაციას, ახლა ოცნების ჯერია ასწონ-დასწონოს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება. ცნობისათვის: სომხეთმა დიდი ხანია უკვე რატიფიკაცია გაუკეთა დოკუმენტს და მისი ძალით ამ ქვეყანაში ასირიული, ქურთული, ბერძნული და რუსული ენები შესაბამისი სტატუსითაა აღჭურვილი”.

”მიპასუხეთ, კანონი თუ უკრძალავს მათ ასეთი მიმართვის გაკეთებას? არა, ხომ? კანონი ავალდებულებს პარლამენტს, რომ სომხური ენა რეგიონალურ ენად აღიაროს? არა, ხომ? ჰოდა , პარლამენტისგანაც ისეთ ოფიციალურ პასუხს მიიღებენ, რაც კანონს შეესაბამება. ასე რომ, დაიშალეთ. მორჩა კინო”.

”ეს ვალდებულება საქართველომ აიღო იმ დროს, როდესაც საქართველო ევროსაბჭოს წევრი ხდებოდა, ესეც დაამატე, გამოგრჩა. ევროსაბჭოში გაწევრიანების ერთ ერთი წინაპირობა , თურქი-მესხების დაბრუნებასთან და სიკვდილით დასჯის გაუქმებასთან ერთად იყო რეგიონალური ენების საკითხიც. რეგიონალური ენების აღიარების საკითხს საქართველოს მთავრობა ძალიან ტექნიკურად და დიპლომატიურად ფარცხავდა აქამდე. აბა, თქვენ იცით, გადაიყვლიფეთ მუხლები რეგიონალური ენების აღიარების ამბავში”

ფრაქცია მოქალაქეთა კავშირს ჰქონდა პარლამენტში უმრავლესობა,რომლის თავმჯდომარეც იყო სააკაშვილი და სწორედ მან და მისმა ფრაქციამ აიღეს ვალდებულება ევროპის საბჭოსთან 1999 წელს. თუმცაღა,ეს თემა არ უნდა განიხილებოდეს სააკაშვილის სომხობის ჭრილში,მაგრამ რადგან ამ თემაში ნაცები ქირქილებთ და ოცნებას ქვეყნის ღალატს აბრალებთ, არ უნდა დავივიწყოთ,რომ ეს ვალდებულება დღევანდელი ნაციონალების ლიდერებმა, მაშინდელმა მოქ. კავშირელებმა (სააკაშვილი, წერეთელი, გოგორიშვილი, მაჭავარიანი, მერაბიშვილი და ა.შ.), აიღეს საკუთარ თავზე.

”ხოდა,რაღაც ორგანიზაციაში რომ წევრიანდები,იქ უფლებების გარდა ვალდებულებებიც გაქვს. თუ არ უნდა საქართველოს ევროსაბჭო და ევროპა,შეუძლია ხვალვე დატოვოს ეს ორგანიზაცია და მერე აღარავინ მოგთხოვს სომხურისთვის,თუ მეგრულისთვის ენის სტატუსის მინიჭებას”, - წერენ იუზერები.

ფორუმზე გახსნილია გამოკითხვაც: უნდა მიეცეს თუ არა სომხურ ენას რეგიონალური ენის სტატუსი. შედეგები, 16 მარტის 20:00 საათის მონაცემებით, ასეთია: 84,62 პროცენტი ფიქრობს რომ არა, 11,54 პროცენტი ფიქრობს, რომ კი, 3,85 პროცენტი კი ამბობს, რომ არ იცის.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სომხური ენის სტატუსის საკითხი - გამოხმაურება ინტერნეტ-მედიაში
ახალქალაქში რეგიონული ენის სტატუსის საკითხი წამოწიეს
რის საფუძველზე ითხოვენ ”რესპუბლიკელები” სომხური ენისთვის სტატუსის მინიჭებას

ცისკარიშვილი ჯავახეთში ენის საკითხის წამოწევას ”ნაციონალების” პროვოკაციად აფასებს
სამველ პეტროსიანი: 'ენების ევროპულ ქარტიაზე პარლამენტში არ უმსჯელიათ'
მიმართვა, რომელმაც ადრესატამდე ვერ მიაღწია