FM97.5 / LIVE

საქონლის სადგომად ქცეული მარნები [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება, ფოტოამბავი 21.04.2017
ასპინძაში, სოფელ ნიჯგორში, იქ სადაც რამდენიმე საუკუნის წინ, მესხური ვაზის ჯიშები იყო გაშენებული და მეღვინეობა იყო განვითარებული, ახლა მხოლოდ ძველი მარნებია შემორჩენილი. ადგილობრივების ნაწილი მარნებს საქონლის სადგომად იყენებს.

საქონლის სადგომად ქცეული მარნები [Photo]

სოფელ ნიჯგორში, ცენტრალური გზის მარცხენა მხარეს, მთის ფერდობზე ძველი მარნებია შეფენილი. მიწური სახლების უმეტესობა დანგრეულია, ნაწილი კი, რომელიც გადარჩენილია და მყარად დგას, მეპატრონეს ბოქლომით აქვს დაკეტილი, შიგნით შესვლა, მათი ნებართვის გარეშე, შეუძლებელია.

საქონლის სადგომად ქცეული მარნები [Photo] ნანა გოგოლაძე ამ ადგილებს ყოველდღიურად სტუმრობს, – მარანში ახლა საქონელი ჰყავს. ამბობს, რომ მარნების ნაწილი სოფელ საროში მცხოვრებლებს ეკუთვნის, ნაწილი კი ნიჯგორელებს: „უმეტესობა მოსახლეობის, საროდან არის ჩამოსახლებული, მეც საროდან ვარ“.

მისი თქმით, საუკუნეების წინ, მესხური მარნების გვერდით ვენახები იყო გაშენებული. მეღვინეობა ამ სოფლებისთვის ერთ–ერთი ძირითადი საქმიანობა იყო. რამდენიმე ადგილზე დღემდეა შემორჩენილი ქვის საწნახელიც. ახლა მიმდებარე ტერიტორიაზე თუთის უზარმაზარი ხეებია.

„საროდან ჩამოდიოდნენ, მთელი დღის განმავლობაში აქ მუშაობდნენ, წურავდნენ ღვინოს. თუთისგან ტყლაპს, არაყს და ბაქმაზს ამზადებდნენ, ვინც ვერ ასწრებდა სოფელში დაბრუნებას, აქვე იძინებდნენ“, – იხსენებს ნანა გოგოლაძე.

საქონლის სადგომად ქცეული მარნები [Photo] ისტორიკოსის თინა იველაშვილის განმარტებით, გურჯისტანის ვილაეთის დიდი დავთრის მიხედვით, ნიჯგორს ადრე ნიჯღორა რქმევია, სოფელში 34 კომლი ცხოვრობდა.მე–17 საუკუნიდან, მტრისაგან თავდასაცავად, ნიჯგორის მოსახლეობა, მთლიანად საროში ასულა. ამ პერიოდიდან შემორჩა მიწური შენობები ნიჯგორს, რომელსაც ახალა მარნებს უწოდებენ, მანამდე ამ შენობებში ადგილობრივები ცხოვრობდნენ. საროს მოსახლეობის ნაწილი უკან, ნიჯგორში მე–20 საუკუნის 60–იან წლებში ჩამოსახლებულა.

საქონლის სადგომად ქცეული მარნები [Photo] მესხური მარნები პატარა, მიწური ოთახებია. მარანი ერთი თვალისაგან (ოთახისგან) შედგება, მას აქვს ბუხარი ცეცხლის დასანთებად , ერდო სინათლის შესაღწევად, დოლაბი ჭრაქის ან ლამფის დასადებად, ქვის ტახტი ლოგინის გასაშლელად და თაროები სალათებისა და ჭურჭლის დასაწყობად. თითოეულ მარანს ახლაც აქვს ხის კარი და ხისავე ინდივიდუალური გასაღები. მარნების განაპირას დღემდეა შემორჩენილი მეჩეთის ნანგრევი, რაც ადასტურებს, რომ აქ ერთ დროს მაჰმადიანი ქართველები ცხოვრობდნენ.

ნანა გოგოლაძე ამბობს, რომ ძველ მარნებთან ხალხმრავლობა მხოლოდ ზაფხულობითაა, მაშინ, როცა ადგილობრივები თუთის ხეებს არხევენ და ტყლაპს, ბაქმაზს, თუთიხმელს და თუთის არაყს ამზადებენ.

ყველა ამ პროდუქტს ნიჯგორის მცხოვრებლები მერე, მთელი წლის განმავლობაში, გზებზე უცხოელ ტურისტებზე ყიდიან.

საქონლის სადგომად ქცეული მარნები [Photo]
მარნის ჭერი


საქონლის სადგომად ქცეული მარნები [Photo]
მეჩეთის ნანგრევი


საქონლის სადგომად ქცეული მარნები [Photo]

საქონლის სადგომად ქცეული მარნები [Photo]

საქონლის სადგომად ქცეული მარნები [Photo]
ყურძნის საწური


[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მესხური ნობათი სოფელ ნიჯგორიდან [Photo]
პავლე ათუნაშვილი ვალეში მესხური ოდის რეაბილიტაციისთვის ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს
სოფელი მესხური დარბაზებით  [Photo]
თუთის ტყლაპი  [ფოტო]
ორსაუკუნოვანი მესხური დარბაზები ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]
არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]
მივდივართ საროში  [ფოტო]