FM97.5 / LIVE

როგორ იქცა ხერთვისი ტურისტულ სოფლად [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.07.2019
სოფელში, სადაც წლების წინ მეცხვარეობას და მესაქონლეობას მისდევდნენ, ახლა კაფეებისა და საოჯახო სასტუმროების ბიზნესით არიან დაკავებულები. უძველესი სოფლის ახალი სიცოცხლე – როგორ იქცა ხერთვისი ტურისტულ სოფლად.

როგორ იქცა ხერთვისი ტურისტულ სოფლად [ფოტო/ვიდეო]

ხერთვისში მცხოვრებმა 27 წლის თამარ ჭიკაიძემ, საოჯახო ბიზნესი ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ დაიწყო. სოფლის ცენტრში, ფართი იქირავა, პატარა ვაგონი ჩადგა და გასაყიდად პროდუქტები და ხილ–ბოსტნეული გამოიტანა. ამბობს, რომ შემოსავალი კარგი ჰქონდა, რადგან სოფელი ტურისტებისთვის მოსახერხებელ ადგილზე მდებარეობს. ძალიან მალე, ჭიკაიძეებმა ბიზნესის გაფართოებაზე დაიწყეს ფიქრი.

„ოთხი დედ–მამიშვილი ვართ და ოთხივემ გადავწყვიტეთ, თანხა შეგვეგროვებინა და ფართი შეგვეძინა. გავაკეთეთ დიდი მარკეტი და კაფე, ასე ტურისტებიც დავაინტერესეთ და ადგილობრივებიც დავასაქმეთ. წელს პირველი წელი გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ჩვენმა ბიზნესმა გაამრთლა“, – გვეუბნება თამარ ჭიკაიძე.

როგორ იქცა ხერთვისი ტურისტულ სოფლად [ფოტო/ვიდეო]
თამარ ჭიკაიძე

ჩამოსულ ტურისტებს, მარკეტში, პროდუქტთან ერთად, ადგილობრივ ნაწარმს – რძეს, ყველს, მაწონს, თუთის არაყს, ტყლაპს და ბაქმაზს სთავაზობენ. კაფეში კი, სხვადასხვა სახის გამაგრილებელ თუ ცხელ სასმელებთან ერთად, მესხური კერძებიც აქვთ.

„ჩვენი კუთხის კერძებზეა მოთხოვნა. ვუმზადებთ მაკარლამას, თუთმაჯს, რომელიც ძალიან მოსწონთ და მოთხოვნაც დიდია“, – ამბობს თამარი.
მისი თქმით, საქართველოში ჩამოსული თითქმის ყველა ტურისტი ვარძიის და ხერთვისის სანახავდ მოდის. ამიტომ მათ ნაკლებობას არასოდეს უჩივის.

გარდა სუპერმარკეტისა და კაფისა, ჭიკაიძეებს ხერთვისში საოჯახო სასტუმროც აქვთ. თამარი წუხს, რომ ადგილობრივებს თავიანთი ბიზნესის მართვის და კლიენტების მოზიდვისთვის ნაკლები ცოდნა აქვთ.

„ელოდებიან იმას, რომ ტურისტი ჩამოვიდეს, იკითხოს, სად არის სასტუმრო თუ კვების ობიექტი და ვინმემ მიასწავლოს. ეს ასე არ უნდა იყოს. მათ, ინტერნეტისა და რეკლამის საშუალებით, ჩამოსვლამდე უნდა გაიგონ, სად დარჩებიან და არჩევანიც გააკეთონ. ვფიქრობ, რომ ამ მხრივ, სწავლა და ტრენინგები გვჭირდება ყველას“,–ამბობს თამარი.



ხერთვისელები ამბობენ, რომ ადგილობრივებს საოჯახო სასტუმროებისა თუ კაფეების გახსნის სურვილი, მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც „ხერთვისის ციხის“ მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო, სოფლის ცენტრში განთავსდა საპარკინგე ადგილი და ტურისტები ჩერდებიან.

ახლა ხერთვისში ოთხი კაფე და ოთხი საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებს. ყველა მათგანი ბოლო სამი წლის განმავლობაში გაიხსნა. ერთ–ერთი მცირე ზომის საოჯახო სასტუმრო „ფავორიტია“, რომელმაც ტურისტებს წელს მეორედ უმასპინძლა. ჯერ მხოლოდ ექვსადგილიანია, მისი მეპატრონე ქეთინო ყრუაშვილი ფიქრობს, რომ ფართს გაზრდის და მომავალი წლიდან უფრო მეტ ტურისტს უმასპინძლებს.

გარდა საოჯახო სასტუმროსი, აქ კაფეც არის. დიასახლისი სტუმრებს სადილს თუ ვახშამს თავად უმზადებს.

„ვფიქრობ, რომ ახლა, სოფლის მეურნეობაზე მეტად, ასეთი საქმიანობა ბევრად შემოსავლიანია. მეც ცოტა ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა და გადავწყვიტე, პირუტყვი აღარ შემენახა და ამ ბიზნესს გავყოლოდი. სტუმრების მისაღებად ყველა პირობა მაქვს შექმნილი, კერძებსაც მე თვითონ ვუმზადებ და ვფიქრობ, რომ საფასურიც შესაბამისია,“ –გვეუბნება ქეთინო ყრუაშვილი. მის სასტუმროში ერთი ადამიანს დარჩენა 20–დან 40 ლარის ფარგლებში შეუძლია.

როგორ იქცა ხერთვისი ტურისტულ სოფლად [ფოტო/ვიდეო]
ქეთინო ყრუაშვილი

„აქამდე თუ პირდაპირ ვარძიაში მიდიოდნენ და ხერთვისში არ ჩერდებოდნენ, ახალა, ინფრატსტრუქტურის მოწყობის შემდეგ, აქ გაჩერების სურვილიც აქვთ. სოფელსაც ხომ უნდა ეზრუნა მათზე, მარკეტი, კაფეები და მოსასვენებელი ადგილები რომ ყოფილიყო. ძალიან განსხვავებულია 10 წლის წინანდელი ხერთვისი და ახალანდელი. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში უფრო ტურისტული სოფელი გავხებდით“, – გვეუბნება ადგილობრივი კახაბერ ლეკიშვილი.



„ხერთვისის ციხის“ ასასვლელში პატარ ჯიხურებსაც შევხვდებით, სადაც ნატურალურ გამაგრილებელ სასმელებს ამზადებენ. ციხის შესასვლელთან გამოფენილია ხელით ნაქსოვი აქსესუარები, ასევე იყიდება ადგილობრივი პროდუქტი – ყველი, თუთისა და შინდის არაყი, ბაქმაზი და სატაცურის მწნილი, რაც, ადგილობრივების თქმით, უცხოელ სტუმრებს ძალიან მოსწონთ და ყიდულობენ კიდეც.

ხერთვისი, ასპინძიდან 14 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1250 მეტრზე, მტკვირისა და ფარავნის შესართავთან მდებარეობს. სოფელში მდებარეობს შუა საუკუნეების ხერთვისის ციხე.

ხერთვისში 35 ოჯახი ცხოვრობს.

როგორ იქცა ხერთვისი ტურისტულ სოფლად [ფოტო/ვიდეო]

როგორ იქცა ხერთვისი ტურისტულ სოფლად [ფოტო/ვიდეო]

[ლუბა გიორგაძე, ნანა ინასარიძე –ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხერთვისის ციხის რეაბილიტაცია სრულდება
მესხური ნობათი სოფელ ნიჯგორიდან [Photo]
ტურისტებისთვის განახლებული ხერთვისი [Photos/Video]
არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]
ვაკანსია საოჯახო სასტუმრო 'თირებში' ®
ხერთვისის ციხესა და მიმდებარე ტერიტორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
”ტურისტებს მარტო მშენებლობებით  ვერ მოვიზიდავთ”