FM97.5 / LIVE
ტურიზმი მთავარი პრიორიტეტი აღარ არის

ტურიზმი მთავარი პრიორიტეტი აღარ არის

მთავარიეკონომიკა 05.03.2013
ყოფილი ხელისუფლების მრავალწლიანი „სავიზიტო ბარათი“ – ტურიზმი სამცხე–ჯავახეთის რეგიონის განვითარების ძირითადი პრიორიტეტებიდან „მეორეხარისხოვანთა სიაში“ გადავიდა.

ტურიზმი მთავარი პრიორიტეტი აღარ არის

წლების განმავლობაში სამცხე–ჯავახეთის რეგიონის გადარჩენისა და განვითარების გზას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ტურიზმის განვითარებაში ხედავდა. ამ მიზნით ახალციხის ისტორიულ უბანში, რაბათში, ახალციხის ციხე აღადგინეს. ტურიზმის განვითარება პრიორიტეტული იყო ახალქალაქის მუნიციპალიტეტშიც, თუმცა, კონკრეტული ნაბიჯები აქ ნაკლებად გადაიდგა.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ტურიზმი მეორეხარისხოვანი გახდა. ახალი ხელისუფლების პრიორიტეტად, როგორც არაერთხელ გაჟღერდა, სოფლის მეურნეობის განვითარება იქცა.

„ქართული ოცნება რეალობიდან გამოვა და ტურიზმს პრიორიტეტად არ გამოცხადებს, რომ ეს მისივე პიარს ემსახურებოდეს. ჩვენ კარგი პროდუქტი უნდა წარმოვადგინოთ. ჩვენ გვაქვს რედისონი, შერატონი, მაგრამ ამ დროს არ გვაქვს საშუალო კლასის სასტუმროები. ადამიანს კი რეალურად უნდა დღეში 20–30 ლარი გადაიხადოს და არა 280 ევრო. ჩვენ რეკლამისთვის ბრენდებს ვართ გამოკიდებული, რომ შეგვეძლოს ვთქვათ, რომ აი, საქართველოში შერატონი არის“, – ამბობს ტურისტული პროექტების განვითარების ექსპერტი თეიმურაზ ჭოჭუა.

მისი თქმით, ამ მომენტისთვის არსებულ სტატისტიკას ტურისტების რაოდენობის შესახებ არ შეიძლება ვენდოთ, რადგან ყოფილი ხელისუფლება პიარის მიზნით ამ ციფრებით მანიპულირებდა.

„მე ტურიზმის მინისტრის მოადგილე ვიყავი. სტატისტიკის სპეციალურ სამსახურს ჩვენ ვაყალიბებდით. ჩვენ შევიმუშავეთ მეთოდიკა, როგორ უნდა დაგვეთვალა. ეს მეთოდიკა ტურისტული ორგანიზაციებისგან ავიღეთ. მთავარია იცოდე, რომ როდესაც რაოდენობაზე ლაპარაკობ, აქ მნიშვნელოვანია რანჟირება. ანუ არის ადამიანი, რომელიც საქართველოში ჩამოდის რუსეთიდან, სადაც სამუშაოდ იყო წასული, ჩამოდის ნათესავების სანახავად ერთი კვირით და ისევ უკან ბრუნდება. ადამიანი, ვინც ტრანზიტით იმყოფება ქვეყანაში ან კონფერენციაზე დასასწრებად არის ჩამოსული; მათი ტურისტებად დასახელება უბრალოდ სიტყვებით მანიპულირებაა“, – ამბობს იგი.

თეიმურაზ ჭოჭუას თქმით, ევროპის ქვეყნებში რეკლამისთვის დიდი თანხები იხარჯება, თუმცა, შერჩევითად.

„100,000 ტურისტია, თუ სომხებსა და აზერბაიჯანელებს არ მივათვლით. მთლიანი რიცხვი კი სადღაც 500,000–ია. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ტურიზმი ფულს ხარჯავს ფინეთში, შვეიცარიაში, გერმანიაში რეკლამაზე, იხარჯება 9 მლნ, ხოლო სომხეთში რეკლამაზე არაფერი იხარჯება. ამ დროს მარტო სომხეთიდან 300,000 ტურისტი ჩამოდის, ასევე აზერბაიჯანიდან. შუა აზიის ქვეყნებში არაფერი იხარჯება, არც ჩინეთში. ესაა სააკაშვილის პოლიტიკა“, – აცხადებს თეიმურაზ ჭოჭუა.
მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმი ნაკლებ პრიორიტეტულად იქცა, ის რეგიონის განვითარების ერთ–ერთ ელემენტად მაინც რჩება, რომელიც, ჭოჭუას თქმით, უნიკალურია. თუმცა განვითარების პროგრამა კარგად უნდა დაიგეგმოს.

„არამხოლოდ გავაგრძელებთ, არამედ გავასამმაგებთ კიდეც რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის მუშაობას“, – ამბობს თეიმურაზ ჭოჭუა.

არასამთავრობო ორგანიზაციის „Future corps“–ის წარმომადგენლის აზრით ტურიზმი კომპლექსურად და თანმიმდევრულად უნდა განვითარდეს. პროგრამების ცალმხრივად შემუშავება არ შეიძლება.

„ჩვენ მრავალი მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. არ უნდა ვთქვათ, რომ ეს პრიორიტეტულია, ეს კი არა. უბრალოდ, უნდა ვისწავლოთ რესურსების გადანაწილება და ვიცოდეთ, რომელ სფეროს რა რესურსი დავახარჯოთ. მაგრამ თუ პრიორიტეტები არსებობს, შიგნით უნდა გადავწყვიტოთ. უნდა დადგინდეს, კონკრეტულად რა სახის ტურიზმი სჭირდება ჩვენს რეგიონს. ჩემი აზრით, არა მხოლოდ სოფლის მეურნეობა, მრეწველობა უნდა განვითარდეს. უნდა გაიხსნას გადამამუშავებელი ცენტრები“, – ამბობს ვაგარშაქ შახბექიანი.

ვაგარშაქ შახბექიანი „სოფლის დახმარების“ პროექტით სარგებლობის წინადადებას აყენებს. რამდენიმე სოფლის ბიუჯეტის ერთად შეკრებით უნდა გაიხსნას მინიქარხნები, რათა სოფლის მეურნეობაც განვითარდეს. მისი აზრით, ეს აგროტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. ვაგარშაქ შახბექიანის თქმით, არის აგროტურიზმის, ეკოტურიზმის, ველოსიპედებით ტურიზმის განვითარების საშუალება და არ არის აუცილებელი, რომ ტურიზმის განვითარებისთვის მხოლოდ მთავრობამ იმუშაოს.

„ტურიზმი მხოლოდ ერთ რეგიონში არ ვითარდება. ტურიზმს სჭირდება კომპლექსური მიდგომა. თუ ახალი მთავრობა ამ კუთხით პრიორიტეტს არ ხედავს, ტურიზმი თავად განვითარდება, რადგან ეს ბიზნესია. თუმცა ჩვენთან ეს ბიზნესი მზად არ არის. ახლა ინფრასტრუქტურა ტურიზმისთვის მეტნაკლებად მზადაა, გზები საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია“, – ამბობს „Future corps“–ის თავმჯდომარე.

ვაგარშაქ შახბექიანის თქმით, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს საშუალო კლასის ტურისტების მიღება შეუძლია, თუმცა, რეგიონი მდიდარი ტურისტებისთვის მიმზიდველი არ არის. ასევე „Future corps“–ის თავმჯდომარის აზრით, არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემა ტურიზმის განვითარებისთვის მომზადებული კადრების არარსებობაა.

[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პრემიერი: განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა რეგიონებშიც გვჭირდება
დღეიდან საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება
როგორ იმუშავა და რას გეგმავს DMO სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისთვის
‘ტურისტებს მოუწევთ დოკუმენტის წარდგენა, რომ კოვიდზე გამოკვლეული არიან’ - გამყრელიძე
იმნაძე მოუწოდებს მოსახლეობას შიდა ტურიზმის განვითარებისთვის საქართველოს კურორტებზე დაისვენონ
‘აქ რელიგიური ტურიზმი უნდა განვითარდეს’ – ზურაბიშვილი ახალციხეში ამომრჩევლებს ხვდება
შიდა ტურიზმის ხელშეწყობისთვის მთავრობა ახალ პროგრამას აანონსებს