FM97.5 / LIVE

დაცლილი სოფელი თოკი [photo]

მთავარისიახლე, ფოტოამბავი 07.04.2017
დანგრევის პირას მყოფი ძველი მესხური, მიწური სახლები, სიყვითლე შეპარული ქვის ყორეები და სკოლა ორი მოსწავლით - რეპორტაჟი სოფელ თოკიდან.

დაცლილი სოფელი თოკი [photo]
ზურა თამარაძე გვეუბენბა, რომ აქ ადრე ქალაქი ყოფილა, გალავნით და ხუთი საგუშაგოთი შემოსაზღვრული.


დაცლილი სოფელი თოკი [photo]
მაია ლომიძე 17 წლის იყო, დასავლეთიდან თოკში რომ გამოთხოვდა. აქ ისწავლა ჩეჩილი ყველის კეთება და მესხური ხაჭაპურის ცხობა. ამბობს, რომ სოფლიდან სტუმარი მისი გაკეთებული ხაჭაპურის დაგემოვნების გარეშე არასდროს წასულა: "ნახევარ საათში ვაცხობ, ყველა პროდუქტი ნატურალურია,ჩემი ოჯახის მიერ მოყვანილი. ფქვილიც კი ჩემი ყანებიდან მოტანილი თავთავით მაქვს დაფქული".


დაცლილი სოფელი თოკი [photo]
ეს დავლაშერიძეების ეზოა. ერთადერთი ეზო, სადაც ბავშვების სარეცხი ფრიალებს. სოფელში, სადაც მხოლოდ 12 ოჯახი შემორჩა,უმეტესობა ხანდაზმულები არიან


დაცლილი სოფელი თოკი [photo]
ნათელა თარხნიშვილი წლების წინ თბილისში ცხოვრობდა, ბოლო რამდენიმე წელია თოკში დაბრუნდა, მეფუტკრეთა კოოპერატივი შექმნა და 6 ადგილობრივი გააერთიანა.


დაცლილი სოფელი თოკი [photo]
თოკის სკოლა 2016 წლის 20 სექტემბერს გაიხსნა. სკოლაში ორი მოსწავლე სწავლობს გიორგი და დურმიშხან დავლაშერიძეები.


დაცლილი სოფელი თოკი [photo]
გიორგი დავლაშერიძე პირველკლასელია. ერთ საკლასო ოთახში, ძმასთან ერთად ზის. ძმა მესამე კლასის, თავად კი პირველი კლასის პროგრამას გადის


დაცლილი სოფელი თოკი [photo]
სკოლის ეზოს ეს 'საქანელა' ძმები დავლაშერიძეების ერთადერთი გასართობია.


დაცლილი სოფელი თოკი [photo]
ეს ნანგრევი სოფლის სკოლაა, რომელიც ადრე მოსწავლეებით სავსე ყოფილა


დაცლილი სოფელი თოკი [photo]
ორი წლის სოფო დავლაშერიძე ერთადერი პატარაა სოფელში. მთელი დღე, ვიდრე ძმები სკოლიდან დაბრუნდებიან, სილაში კენჭებით მარტო თამაშობს.

დაცლილი სოფელი თოკი [photo]
თამრიკო დავლაშერიძე ერთადერთი მცხოვრებია სოფელ თოკში, რომელიც მესხურ სომინსა და შოთს ისევ ძველ ფურნეში აცხობს. როგორც ამბობს, შენობა, სადაც ფურნე დგას, დაახლოებით ერთი საუკუნის წინაა აშენებული, აქ ადრე ოჯახებით ცხოვრობდნენ, ახლა უკვე სათავსოდ იყენებენ.

დაცლილი სოფელი თოკი [photo]
სოფელში გადმოცემით ახსოვთ, რომ ადრე ამ სახლში სოფლის ბატონი ცხოვრობდა.


დაცლილი სოფელი თოკი [photo]
ძმები დავლაშერიძეები და მათი დედა, ლამარა ფანჯაკიძე სკოლიდან ბრუდებიან. ლამარა ერთ–ერთია თოკის სკოლის ორი მასწავლებლიდან. ამბობს, რომ ეს სკოლა სოფლის გადარჩენის ერთადერთი გზაა.


დაცლილი სოფელი თოკი [photo]
წლებია აღარ უმუშავია მაღაზიას თოკში. ახლა ადგილობრივები პროდუქტების საყიდლად ასპინძაში დადიან


დაცლილი სოფელი თოკი [photo]
ეს სოფლის მთავარი წყაროა, მაგრამ სასმელად უვარგისი – მლაშეა და ამიტომ, მხოლოდ დასარეცხად იყენებენ. სასმელ წყალს სოფლის ხევიდან, ვირებით ეზიდებიან


დაცლილი სოფელი თოკი [photo]
თოკში თითქმის ყველა სახლი ერთნაირია, – ერთსართულიანი, ქვისა დ ხის


დაცლილი სოფელი თოკი [photo]

დაცლილი სოფელი თოკი [photo]
ამ ეკლესიაში წირვა იშვიათად ტარდება. სოფელში ეკლესიაზე ბევრი არაფერი იციან, ახსოვთ, რომ ერთხელ, წლების წინ,
ქვის ფილებიანი სახურავი ახადეს, ფილების წაღება უნდოდათ, მაგრამ ადგილობრივებმა უფლება არ მისცეს. ის ფილები ახლაც ეკლესიის ეზოში აწყვია


დაცლილი სოფელი თოკი [photo]
სოფელი თოკი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის მუნიციპალიტეტში, ვარგავის თემში, ახალქალაქის პლატოზე, მდინარე ფარავნის მარჯვენა მხარეს მდებარეობს.


დაცლილი სოფელი თოკი [photo]
სოფლის უხუცესმა, გიორგი თამარაძემ სოფლის ყველა ქვის ისტორია იცის. გული სწყდება, რომ ერთ დროს ხალხმრავალ სოფელში ახლა თითზე ჩამოსათვლელი ოჯახები დარჩნენ.


დაცლილი სოფელი თოკი [photo]
თოკი ზღვის დონიდან 1640 მეტრზეა. სოფელს ასპინძიდან 28 კილომეტრი აშორებს


დაცლილი სოფელი თოკი [photo]

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘სკოლა’ ორი მოსწავლით [Photo]
ახალგაზრდებისგან დაცლილი სოფელი თოკი [Video]
ასპინძაში ოთხი სოფლის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება
” სოფელში ახალგაზრდას ვეღარ ნახავ”
ქვის ფურნე და ცეცხლზე შემომდგარი თუჯის ქვაბი – მესხების სააღდგომო მზადება [Video]
ასპინძაში, სოფელი თოკი დაისეტყვა [Photos]
ხმა სოფლიდან: წყორძა, სოფელი ისტორიულ ნასახლარზე [Audio]