FM97.5 / LIVE

‘სკოლა’ ორი მოსწავლით [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 04.04.2017
დაცლის პირას მყოფი სოფელი თოკი და სკოლა, რომელიც სოფლის გადარჩენის ერთადერთი გზაა.

‘სკოლა’ ორი მოსწავლით [Photo]

ორი წლის სოფო სახლის წინ, სილაში, მარტო თამაშობს. კენჭების სროლით ირთობს თავს და ძმების, გიორგის და დურმიშხანის სკოლიდან დაბრუნებას ელოდება.

გიორგი და დურმიშხანი თოკის სკოლის მოსწავლეები არიან, – დურმიშხანი მესამე კლასშია, გიორგი კი პირველში. თოკის სკოლას მათ გარდა სხვა მოსწავლე არ ჰყავს.

‘სკოლა’ ორი მოსწავლით [Photo] მოსწავლეების მსგავსად, თოკის სკოლაში მასწავლებელიც ორია – ამათგან ერთი ძმების დედა, ლამარა ფანჯაკიძეა, მეორე კი ნინო ხმალაძე. ნინო ძმებს ქართულსა და მათემატიკას ასწავლის, დედა კი ყველა დაარჩენ საგანს, ინგლისური ენის გარდა.

თოკი ასპინძის მაღალმთიანი სოფელია. ზღვის დონიდან 1640 მეტრზე მდებარეობს. მკაცრი კლიმატისა დასაცხოვრებელი პირობების არქონის გამო, სოფელი ნელ–ნელა დაიცალა. აქ ამ დროისათვის მხოლოდ 10 –12 ოჯახი ცხოვრობს. თოკი ხალხმრავალი და ხმაურიანი მხოლოდ ზაფხულობითაა, მაშინ, როდესაც ადგილობრივები დასასვენებლად ბრუნდებიან.

მიგრაციის კვალი სოფელს ერთი თვალის შევლებითაც ეტყობა. გიორგისა და დურმიშხანის სახლი ერთადერთია, რომლის ეზოშიც მზეზე გასაშრობად გამოფენილი ბავშვების ტანსაცმელი ფრიალებს. ბავშვების მცირე რაოდენობაა იმის მიზეზიც, რომ თოკში, სკოლა, მხოლოდ გასულ, 2016 წლის სექტემბერში გაიხსნა. უფრო სწორად, სოფელში ფართი გამოყეს, გაარემონტეს და კლასებად მოაწყეს.

„ორი მოსწავლის გამო, ცალკე, როგორც თოკის საჯარო სკოლა, ვერ გაიხსნებოდა, ამიტომ, ასპინძის სკოლას მიგვაკუთვნეს და ჩვენი მოსწავლეები როგორც „გ“ კლასი, ისე არიან დამატებული“, – ამბობს ლამარა ფანჯაკიძე.

ლამარა ამბობს, რომ თავიდან სასკოლო ავტობუსის გამოყოფას ითხოვდნენ, რომელიც თოკში მცხოვრებ მოსწავლეებს მეზობელ სოფელში, ტოლოშში ატარებდა, მაგრამ ვერ მოხერხდა: „ზამთარში დიდი თოვლია და ტრანსპორტი ვერ ივლიდა. სოფელში კლასები გაიხსნა, იმედი მქონდა სოფლიდან წასული ბავშვები დაბრუნდებოდნენ და ჩვენს სკოლაში ისწავლიდნენ, მაგრამ მშობლებმა აღარ ისურვეს უკან დაბრუნება“.

‘სკოლა’ ორი მოსწავლით [Photo] ვიდრე თოკში კლასი გაიხსნებოდა, დურმიშხანი ბებიასთან , სოფელ კოთელიაში ცხოვრობდა და კოთელიის სკოლაში სწავლობდა. მშობლების ნახვას მხოლოდ კვირაში ორი დღით, შაბათ–კვირას ახერხებდა. რომ არა ახალგახსნილი კლასი, სოფლის დატოვებას დავლაშერიძეებიც აპირებდნენ.

„გიორგი წელს პირველ კლასში მივიყვანეთ. ორივეს მარტო ვერ გავუშვებდი დედასთან, იძულებული გავხდებოდი ოჯახით გადავსულიყავით“, – გვეუბნება ლამარა ფანჯაკიძე.

თოკის ე.წ. სკოლა სოფლის განაპირას დგას, ახალგარემონტებული, მწვანე საღებავით შეღებილი ოროთახიანი შენობა სხვა დანარჩენი სიძველეშეპარულ და ნახევრადდანგრეული სახლებისგან ადვილი გასარჩევია.

სასკლასო ოთახში ორი ახალი მერხი, მასწავლებლის მაგიდა და ერთი დაფაა. მეორე ოთახში ინვენტარი არ აქვთ, ჯერ ამის საჭიროებაც არაა, რადგან მომავალ წელს სკოლას პირველკლასელი არ ეყოლება.

‘სკოლა’ ორი მოსწავლით [Photo] სკოლის ეზოში ფიცრებისგან გაკეთებული საქანელაა. ეს ძმების ერთადერთი გასართობია. სოფელში, სადაც სხვა ბავშვიანი ოჯახები აღარ ცხოვრობენ, გიორგისა და დურმიშხანს მეგობრები არ ჰყავთ.

დურმიშხანი პოლიციელობაზე ოცნებობს, გიორგის კი ექიმობა უნდა. იმ პირობების მიხედვით, რაც აქვთ, ძმები კარგად სწავლობენ, მაგრამ არ იციან მაგალითად, ინგლისური, იმიტომ, რომ მასწავლებელი არ ჰყავთ.

„ორი პედაგოგი ვნახეთ, მაგრამ ვერ ამოდიან, ტრანსპორტი არ გვყავს, გარდა ამისა, ზამთარში დიდი თოვლის გამო რამდენიმე დღით გზაც იკეტება“, – ამბობს ლამარა და შიშობს, რომ როდესაც მისი შვილები დაწყებით კლასებს დაამთავრებენ, სკოლა ისევ დაიხურება. ეს კი, როგორც სოფლის ერთადერთი ნათელი წერტილი, თოკში თითზე ჩამოსათვლელ ოჯახებსაც „აყრის და ბარისკენ უბიძგებს“.

‘სკოლა’ ორი მოსწავლით [Photo]

‘სკოლა’ ორი მოსწავლით [Photo]

‘სკოლა’ ორი მოსწავლით [Photo]

‘სკოლა’ ორი მოსწავლით [Photo]

‘სკოლა’ ორი მოსწავლით [Photo]

‘სკოლა’ ორი მოსწავლით [Photo]

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დაცლილი სოფელი თოკი [photo]
ახალ სასწავლო წელს ანდის სკოლას მოსწავლეები არ ეყოლება
ახალციხის 8 სკოლაში 421 პირველკლასელი მივიდა
სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]
სოფელი, რომელიც სკოლაზე ოცნებობს [Photo/Video]
სამცხე–ჯავახეთის რომელ სკოლას არ ჰყავს პირველკლასელი
სკოლა ვაგონში, სადაც ერთი მოსწავლეა [Photo/Video]